სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგლების შემოსევაა. დღეს დილას სოფელში მგლებმა სამი ადამიანი დაკბინეს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. სოფლის მცხოვრებლები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ მგლები მათ სოფელს უკვე კარგა ხანია რაც შემოეჩვივნენ, თუმცა აქამდე ადამიანებზე თავდასხმას ვერ ბედავდნენ და მხოლოდ საქონლის მოპარვას ახერხებდნენ. დღეს დილას კი ერთ-ერთ ადგილობრივს მგელი საწოლში მძინარეს თავზე დაადგა. ქალი და მამაკაცი კი ცხოველმა მაშინ დაკბინა, როდესაც ისინი გარეთ იდგნენ და რთველში წასასვლელად სამარშუტო ტაქსს ელოდებოდნენ. სამივე დაკბენილი პაციენტი სიღნაღის საავადმყოფოში „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" გადაიყვანეს. „რეზონანსთან" მგლის მიერ დაკბენილი მამაკაცი ვასილ მამაიაშვილი ყვება, რომ მას ცხოველი თავს მაშინ დაესხა, როდესაც ეძინა. მამაიაშვილი გვიყვება, რომ მას აივანზე ეძინა, როდესაც ცხოველის გახშირებული სუნთქვა სახესთან შეიგრძნო. თვალის გახელვისას კი დაინახა, რომ მას თავზე მგელი ედგა. ჯერ ეგონა, რომ დიდი ძაღლი იყო, თუმცა როდესაც მან მის დასაგლეჯად ყმუილით გაიწია, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ცხოველი მგელი იყო. „დილით გამთენიისას აივანზე მეძინა. რაღაც არასასიამოვნო გახშირებულმა სუნთქვამ და სპეციფიურმა სუნმა გამაღვიძა. გავახილე თვალი და რას ვხედავ, თავზე მგელი მადგას. თავიდან ძაღლი მეგონა, მარა როგორც კი ყმული დაიწყო და ჩემსკენ გამოიწია, მაშინვე მივხვდი რასთან მქონდა საქმე. თავდაცვის მიზნით თავზე და სახეზე საბანი წავიფარე. მაშინვე ის ვიფიქრე, რომ სახეზე არ დავეკბინე, ან ყელში არ ჩამწვდომოდა. "ხელებით და ფეხებით მის მოგერიებას ვცდილობდი. თან ვყვიროდი, რომ ჩემთვის ვინმეს ეშველა. ხმაურზე და სახლში შუქების ანთების შემდეგ, მგელი გაიქცა. თუმცა ხელებზე ჩემი დაკბენა მაინც შეძლო. ძალიან საშიში სიტუაციაა, გამოდის, რომ სახლში შევარდნასაც აღარ ერიდებიან. ზამთარში კი სიტუაცია უფრო მძიმედ იქნება, როდესაც მათ საკვები სრუიად გამოელევათ",-აცხადებს „რეზონანსთან" მგლის მიერ დაკბენილი მამაკაცი. სოფელ ტიბაანში ასევე დილის შვიდ საათზე რძალ-მაზლი მაშინ დაკბინა მგელმა, როდესაც ისინი რთველში წასასვლელად ტრანსპორტს მეზობლის სახლთან ახლოს გზაზე ელოდნენ. გიორგი მჭედლიშვილს და თინათინ კაპანაძეს ვასილ მამაიაშვილის დაკბენის უშედეგო მცდელობის შემდეგ, იგივე მგელი, თავს ახლა მათ დაესხა. მგელი ქალმა და კაცმა მოიგერიეს, თუმცა მგელმა ისინი მხრის და ყელის არეში დაკბინა. დაკბენილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც „რეზონანს" „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" სიღნაღის ფილიალის სამედიცინო დირექტორმა ნანა თამაზაშვილმა განუცხადა სამივე დაზარალებულს ამბოლატორიული მკურნალობა ჩაუტარდა და ისინი ამ ჟამად ბინაზე არიან გაწერილები. დირექტორის ინფორმაციით, სამივე დაზარალებული საავადმყოფოში დილის საათებში შემოიყვანეს. მათ დაზიანებები ძირითადად მხრის და ხელის კიდურებზე აღენიშნებოდათ. დაზარალებულებს მედიკოსებმა წრილობები გაუკერეს და დაუმუშავეს. „სოფელ ტიბაანიდან დილის საათებში სამი პაციენტი იქნა შემოყვანილი. ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. დილის ხუთ საათზე ჯერ 63 წლის ვასილ მამაიაშვილი შემოიყვანეს, შემდეგ კი რძალ-მაზლი გიორგი მჭედლიშვილი და თინათინ კაპანაძე. სამივე მათგანი მგლისმიერ იქნა დაკბენილი. მათ ჭრილობები ძირითადად მხრის და ხელის მიდამოში ჰქონდათ მიყენებული. მოხდა ჭრილობების დამუშავება და გაკერვა. მათი მდგომარება ამ ეტაპზე სტაბილურია და ისინი ბინაზე მკურნალობას განაგრძობენ", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა „რეზონანსთან"
სოფლის გამგებელი ლია მამაიაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მან მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქალაქის მერიას დახმარებისთვის მიმართა. მისი თქმით, მგლების ასეთი მასობრივი თავდასხმა და დასახლებულ პუნქტში ჩამოსვლის შემთხვევა არ ყოფილა. რწმუნებულის განცხადებით, ყველა საქმის კურსშია და მერია შეატყობინებს მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, ადგილობრივები როგორ შეიძლება მოიქცნენ. „ღმერთს მადლობა, რომ სამივეს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული და გადარჩნენ. სიმართლე გითხრათ მსგავს ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია. როგორც ვარაუდობენ, ტყეში ნადირის საკვების ნაკლებობის გამო, მათ სოფელში შემოსვლა დაიწყეს.
"ვიცით, რომ კანონით მგლის მოკვლა აკრძალულია, ამიტომ დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიას ვთხოვე. მოგვცენ მითითებები მსგავს შემთხვევაში, როგორ შეიძლება მოვიქცეთ. სამივე დაზარალებული მოვინახულე და მათი მდგოამრეობა სტაბილურია", - აცხადებს სოფლის რწმუნებული „რეზონანსთან".
დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი შარსან გარემოს დაცვის სამინისტროს ერთერთ თანამსრომელს ინტერვიუს დროს წამოსცდა რომ გერმანიიდან გრანტი აქვთ აღებული და დახარჯულიც მგლების დაცვის თუ რაღაც მგდაგვარის პროგრამაში. რას იზამ ,,ფულს ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს".
თვითონ თუ არ იციან როგორ მოიქცნენ, სხვა ქვეყნების გამოცდილება მაინც გაითვალისწინონ. მგელი რომ საწოლში დაგადგება დილით თავზე, ეს იმას ნიშნავს რომ სასწრაფოდ უნდა შეიკრიბონ შესაბამისი სპეციალისტები და ეფექტური რეგულაციები შემოიღონ ადამინის სასარგებლოდ და არა მგელის...
გამრავლდა მგელი. მაგრამ ვის ესმის? ვისაც უნდა ესმოდეს იმას არ ესმის.გარემოს სამინისტრო მაქვს მხედველობაში. ზოგი ხელფასების და პრემიებისათვის არის, ზოგი გრანტებისათცვის იბრძვის. ჩინოვნიკებს ფეხებზე კიდიათ ბუნებაც და ხალხიც.
საკვების ნაკლებობის გამოო- ადამიანი ყოფილა ისევ დამნაშავე. მგლის საცხოვრებელი არიალი შემცირდა. მონადირეები გარეულ ცხოველებს ამცირებენ და მგელსაც რაღა დარჩენია. უნდა ადგეს და ადამინზე ინადიროს. როგორც ვატყობ გამართლდება მგლის საქციელი. თვითონ დაზარალებული და მათი მოდგმაა დამნაშავე.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!