ირმები ბიჭს მთელი ღამე ათბობდნენ, რათა არ გაყინულიყო"
მართლაც რომ საოცარი იყო – ერთი ირემი ერთ მხარეს დამიწვა, მეორე მეორე მხარეს, რათა ჩემამდე სიცივე და ყინვა არ მოსულიყო და მთელი ღამე მათბობდნენ." – იხსენებს რაინი.
თურქეთის ხელისუფლებამ უპატრონო კომპანიონი ცხოველებისთვის, ქალაქის ქუჩებში სპეციალური დანადგარები დააყენა, სადაც ცხოველების საკვებია მოთავსებული. მთავრობამ ამ საქმით ორი სასიკეთო საქმე გააკეთა, პირველი – ზრუნვა სისუფთავეზე და მეორე – ქუჩაში მყოფი ძღლების, კატების და მეტიც – ჩიტების გამოკვება...
როგორც აღმოჩნდა, ნამცეცები არა მარტო ზღაპრებში გვხვდება, არამედ ცხოვრებაშიც, უფრო სწორად - ოთხფეხა არსებებს შორის. ახლახან The Daily Mail-ის ფურცლებზე გამოჩენილი ნამცეცა ძაღლი ნამდვილ სენსაციად იქცა. ინიატურული "მინი", რომელიც იორკშირის ტერიერისა და ჩიხუახუას ნაჯვარია, იმდენად პატარაა, რომ თავისუფლად ეტევა iphone-ის ზედაპირზე. ახალშობილი ლეკვი 30 გრამს იწონის და ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე პატარა ძაღლად ითვლება...
მშობლის სიყვარულმა არ იცის საზღვრები – ეს ერთი უბრალო ჭეშმარიტება ერთიდაიგივეა როგორც ადამიანებისთვის, ასევე ჩვენი პატარა ძმებისთვისაც. ცხოველებს ახასიათებთ იგივე ემოციები, ნერვიულობა, აღელვება და თავიანთი პატარების მოვლის სურვილი.
იმ დროს, როცა პინგვინების უმეტესობა თანაბრად იყოფს მშობლის პასუხისმგებლობებს, როგორიცაა ბუდის აგება, კვერცხების დარაჯობა და პატარების გამოკვება, მამრი საიმპერატორო პინგვინი განსაკუთრებულ გამონაკლისს წარმოადგენს. ანტარქტიდის სუსხიან ზამთარში შეწყვილების შემდეგ მდედრები დებენ კვერცხებს და იწყებენ ორთვიან სანადირო სეზონს, საბრალო მომავალ მამებს კი მარტოს ტოვებენ. ამ პერიოდის განმავლობაში მამრი საიმპერატორო პინგვინი კვერცხებს თბილად ინახავს და საოცრად მკაცრ ამინდში მუდმივად მათზე გადაფარებულია. რეალურად ისინი კვერცხებზე არ სხდებიან, არამედ ფეხებით იჭერენ ბალანსს და კანის ნაკეცს აფარებენ ზემოდან. თავდადებული მამები ამ დროს არაფერს ჭამენ, ხოლო როცა გამძღარი დედა საბოლოოდ დაბრუნდება, ისინი თანაბრად იყოფენ ნადირობისა და კვების მოვალეობებს.
მოგითხრობთ ერთ უცნაურ ისტორიას იმის შესახებ, თუ უბრალო კრუტუნით და ქუჩებში სეირნობით როგორ გამოაცოცხლა და გადაარჩინა ერთი პატარა სოფელი რამოდენიმე ათეულმა კატამ. ხოუტონგი სინბეის აღმოსავლეთით მდებარე პატარა მაღაროელთა სოფელია.
დაუჯერებელი შემთხვევა კორიდაზე - ხარმა მატადორი შეიბრალა
19.06.2014
ამ საოცარ ფოტოზე მატადორი ალვარო მუნეროს კარიერის დასასრულია აღბეჭდილი. ბრძოლის დროს ის დიდ სინანულში ჩავარდა, როდესაც მიხვდა, რომ ხარს არ უნდოდა მასთან ბრძოლა.
მომავალში ეს მატადორი ხარებთან ბრძოლის თავგანწირული მოწინააღმდეგე გახდა.
შვედმა ორნითოლოგებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გადამფრენი ფრინველი, რომელიც დიდი მანძილის დაფარვას წარმოუდგენლად სწრაფად ახერხებს. არაფრით გამორჩეული ეს საშუალო ზომის ფრინველი ნამდვილი რეკორდსმენია - ზოგი ფრინველი უფრო სწრაფადაც დაფრინავს, ზოგი - უფრო შორსაც, მაგრამ 6500 კმ მანძილზე მუდმივად 100 კმ/სთ საშუალო სისწრაფის შენარჩუნება
ზებრა-ვირს დაარქვეს Khumba, ის სიმაღლეში 70 სმ-ია, ხოლო მისი წონა 26 კგ-ია. Khumba-ს დედა არის ზებრა სახელად Rayas-ი, ისიც ზოოპარკში ცხოვრობს. მისი მამა კი ცისფერთვალება ვირია, რომელიც ზოოპარკთან ახლოს არსებულ ფერმაში ცხოვრობს.
ტეხასში, მალო რიჩში რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს უცნაური არსება, რომელიც აქამდე არავის ჰყავდა ნანახი. ადგილობრივი ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ ეს არსება ენოტს წააგავდა და რაც გინდა იყოს, უნდა გაუშვან უკან, ბუნებაში, ან გაგზავნონ მაილ კოკსში, ტეხასში, ველური ბუნების დეპარტამენტში, სადაც გაარკვევენ რა უნდა უქნან მას.
ფილიპინების ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, კუნძულ მინდანაოზე, ცხენთა უსასტიკესი ბრძოლები იმართება.
ამ დაუნდობელი შეტაკებების საყურებლად ათასობით ადამიანი იკრიბება. ულაყების გასახელებლად ორგანიზატორები არენაზე ფაშატს დაარონინებენ. ინსტინქტით გახელებული მამრები ერთმანეთს უკვე სასიკვდილოდაც იმეტებენ - მეტოქეს ყელში ნამდვილი მგლებივით ეძგერებიან... ცხენების პატრონებიც და მრავალრიცხოვანი მაყურებელიც შეჯიბრების დაწყებამდე დიდ თანხაზე სანაძლეოს დებენ.
ბრაზილიაში მეცნიერებმა ჭიანჭველების შთამბეჭდავი მიწისქვეშა ქალაქი გამოიკვლიეს. მწერებისგან მიტოვებული მიწისქვეშა მეგაპოლისის გამოსაკვლევად ბრაზილიაში მეცნიერთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი ჩავიდა. ჭიანჭველების ქალაქი, მეცნიერებისთვის გაურკვეველი მიზეზით, მიტოვებული იყო და მასში მწერები აღარ ბინადრობდნენ. ადგილზე ჩასულმა ექსპერტებმა 10 ტონა ბეტონით ამოავსეს დაახლოებით 50 კვ/მეტრის ფართობის მიწისქვეშა საცხოვრებელი, ერთი თვის შემდეგ კი გათხრების წარმოება დაიწყეს, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო: მიწის ამოღების შემდეგ ჭიანჭველების მიერ სიღრმეში გაკვლეულმა გზებმა და არხებმა დღის სინათლე იხილა.
ამერიკელები ამბობენ, რომ ის, ვინც მეტს მუშაობს, უფრო იღბლიანია. სწორედ ეს გამონათქვამი წარმოადგენს ფოტოგრად ედვინ კეტსისთვის წინსვლის მოტივაციას. ტყითა, ცხოველებითა და ველური ბუნებით გარშემორტყმული ნიდერლანდელი ფოტოგრაფი გარემოს თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებს, თუმცა კარგი ფოტოს შესაქმნელად ხშირად მას თვეებიც კი სჭირდება.
ჩინეთში, ნინსია-ხუეიში მომხდარი ინციდენტი გულგრილს ვერავის დატოვებს - აუტანელი ყინვის მიუხედავად, ძაღლი მკვდარ მეგობარს მთელი ღამე დარაჯობდა.
როგორც ჩანს, ძაღლები ქუჩაზე გადარბოდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ავტომობილმა გაიტანა. ეს ფოტო თვითმხილველმა გადაიღო. ფოტოზე სკამიც ჩანს - უცნობი ქალი მთელი ღამე ძაღლებთან ერთად იჯდა და მათ იცავდა, რადგანაც ცოცხალი ძაღლი მკვდარ მეგობარს ვერაფრით მოაშორეს; ქალი ამ ხერხით ცდილობდა, ძაღლები კიდევ ერთი ავტოავარიისგან
აიმუნების ინტელექტის შესახებ სერიოზული მტკიცებულებები 1960-იან წლებში
გაჩნდა გომბეში, ტანზანიაში. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, ჯეინ გუდოლი
აკვირდებოდა შიმპანზეებს და შენიშნა, რომ ისინი ჭიანჭველების
"მოსანადირებლად” რტოებს იყენებდნენ (იხ. სურათი).
ეს დრამატული ამბავი, რომელსაც 29 წლის პროფესიონალი ფოტოგრაფი ჯასტინ გლენვილი შეესწრო, სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში მოხდა. მოზარდი ხვადი ლომი ზრდასრულ მამრთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და გარდაუვალი სიკვდილისგან მოულოდნელად მისი პრაიდის ძუ ლომებმა იხსნეს.
სკუმბრია, მართალია, არც ისე კეთილშობილი სახეობის თევზია, მაგრამ სასარგებლო თვისებებით ნამდვილად გამოირჩევა. ფტორი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, თუთია, იოდი, ნატრიუმი - სკუმბრია ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ მიკროელემენტს შეიცავს. მასში დიდი რაოდენობით A და D ვიტამინია. სკუმბრიაში შემავალი მაგნიუმი, მისივე ცხიმთან კომბინაციაში, დადებითად მოქმედებს ნერვულ
ვეშაპისებრი ზვიგენი ყველაზე დიდი თევზია, რომელსაც ჯერჯერობით გადაშენების საფრთხე არ ემუქრება. „გიგანტური თევზები"- ვეშაპისებრი ზვიგენები სიგრძეში 7,5 მეტრზე მეტრს აღწევენ, თუმცა ზოგი კი დაახლოებით 15 მეტრისაა, ხოლო მათი წონა კი 12-14 ტონას შედაგენს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ „გიგანტურ თევზებს" აქვთ 15 ათასამდე კბილი, მაგრამ მხოლოდ პლანქტონებით იკვებებიან და ადამიანისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ერთხელ შემეკითხეს , მინახავს თუ არა პლანქტონები? – ვუპასუხე იქაურ მეთევზეს: „ეს ისეთი შეგრძნებაა, რომ ვარსკვლავები ციდან წყალში იყრება და ანათებს… პანამაში, მექსიკასა და კოსტა რიკაში შეიძლება ამის ნახვა-თქო…"
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კერძო ნაკრძალში ველური ბუნების ფოტოგრაფი, 36 წლის ფრანგი ჟაკ მატისენი ანტილოპა გნუსა და ლომის უნიკალურ "ორთაბრძოლას" შეესწრო. ანტილოპების ჯოგს გაშლილ სავანაში რამდენიმე ძუ ლომი მიეპარა. ყველაზე გამოცდილმა კი მსხვერპლი ამოარჩია და უეცრად გამოენთო. მოულოდნელად, თითქოსდა განწირული ანტილოპა 2 მ სიმაღლეზე გადაახტა მდევარს და თავს უშველა. "ეს იყო იდეალური ნახტომი, ლომებისგან ასეთ გაქცევას გნუ არცთუ ხშირად ახერხებს. მსგავსი რამ პირველად ვნახე. უსადილოდ დარჩენილი ძუ ლომი გაოცებული და იმედგაცრუებული შესცქეროდა გაქცეულ მსხვერპლს, რომელიც პირდაპირ ბრჭყალებიდან დაუსხლტა", - ამბობს მატისენი.
ამ ემოციურ ვიდეოს, რომელიც Youtube-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ატვირთვა, მილიონამდე ნახვა აქვს. ვიდეოში ასახულია 8 თვის ელას და 2 თვის ოქროსფერი ლაბრადორ რეტრივერის ლეკვის პირველი, საოცრად გულთბილი შეხვედრა.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კატას ადამიანის დაავადებისგან განკურნება შეუძლია. მათი თქმით, თუკი ეს შინაური ცხოველი დაჟინებით ცდილობს ერთი და იგივე ადამიანის სიახლოვეს იყოს, უმჯობესია მას ამაში ხელი არ შევუშალოთ. საქმე ის არის, რომ კატებს შეუძლიათ იგრძნონ ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი დაავადება და ამიტომ ისინი ცდილობენ სწორედ დაავადების კერაზე მოთავსდნენ.
39 წლის ამერიკელი ფოტოგრაფ-ნატურალისტი ჯასტინ ბლეკი ბრაზილიის ნაკრძალ "პანტანალში" აქაურობისთვის ჩვეული დრამის მომსწრე გახდა. მდინარე კუიაბას ნაპირზე მზეზე გაწოლილ კაიმანს გაღმა ნაპირიდან იაგუარი უთვალთვალებდა, მერე მდინარე უჩუმრად გადმოცურა, კაიმანს ზურგიდან მიეპარა და თავს დააცხრა. 130 კგ-იან მრისხანე კატისებრს 100 კგ-იანი რეპტილია ვერ მოერია, იაგუარმა "სადილი" ადვილად გადაიტანა მდინარეზე და მსხვერპლთან ერთად ჯუნგლებში
კარგა ხანია, სამხრეთ აფრიკაში მშიერმა ბაბუინებმა მთელი კეიპტაუნი ლამის დაიპყრეს. თუ მაიმუნები ჯერ მხოლოდ საკვებს ართმევდნენ ქუჩებში ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ახლა გათამამდნენ და სახლების ძარცვაც დაიწყეს. ადგილობრივთა თქმით, ბაბუინებს შემუშავებული აქვთ ძარცვის ტაქტიკა - ისინი მრავალსართულიანი სახლების კედლებზე ჯგუფურად მიცოცავენ, ფანჯრებიდან იპარებიან ბინებში და სამზარეულოს პირწმინდად "ასუფთავებენ". დიასახლისები ჩივიან, რომ
დღეს ცხოველების გამოყენებას საომარი მიზნებისათვის სხვადასხვა ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ამას ბევრი ქვეყანა აკეთებდა.
გაზეთმა Palm Beach Post-მა და საიტმა CLIK/HEAR-მა წარმოგვიდგინეს ფოტოპროექტი ”ფოკუსირება ბუნებაზე” უკვე მერვედ.ეს კონკურსი სულ 3 კვირა გრძელდება , ამ დროში კი მიღებული იქნა 1400 სურათი
ახლა გაჩვენებთ ცხოველებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს და იმდენად სიმპატიურად გამოიყურებიან, რომ გადაწყვიტეს ისინი ჩვენთვის უფრო ახლოს გაეცნოთ.
ფოტოგრაფმა ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციაში მდებარე ზოოპარკში - Hangzhou Zoo ტრაგიკული ფოტოები გადაიღო.
ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია, რომ მწვანე გველისთვის განკუთვნილი 2 თეთრი თაგვი სიცოცხლისთვის თავგანწირვით იბრძვის. ქვეწარმავალმა პატარა თაგვი ადვილად დაიჭირა. მოულოდნელად გველს მეორე თაგვი "დაესხა თავს" და მეგობრის დაცვას შეეცადა.ფოტოებზე ჩანს, რომ თაგვი გველის თავზე ჯდება და ყველა ხერხით ცდილობს, მეგობარი ქვეწარმავლის კბილებისგან
ძვირადღირებული სასტუმრო კალიფორნიაში „The Barkley Pet Hotel" – ეს არის „ჩიკ" სასტუმრო ძაღლებისათვის, ფრინველებისათვის, კურღლებისათვის გველებისათვის და სხვა ეგზოტიკური ცხოველებისათვის ,
ჩინეთიდან, ჰა ვენჟინმა (Ha Venzhin) – ძაღლების მოყვარულმა, რომელმაც მიატოვა სამუშაო- გაყიდა თავისი კერძო სახლი, მანქანა და ძვირფასეულობა; ეს ყველაფერი იმის გულისთვის, რომ ეზრუნა კატებზე და ძაღლებზე,
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!