ფოტოგრაფმა ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციაში მდებარე ზოოპარკში - Hangzhou Zoo ტრაგიკული ფოტოები გადაიღო.
ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია, რომ მწვანე გველისთვის განკუთვნილი 2 თეთრი თაგვი სიცოცხლისთვის თავგანწირვით იბრძვის. ქვეწარმავალმა პატარა თაგვი ადვილად დაიჭირა. მოულოდნელად გველს მეორე თაგვი "დაესხა თავს" და მეგობრის დაცვას შეეცადა.ფოტოებზე ჩანს, რომ თაგვი გველის თავზე ჯდება და ყველა ხერხით ცდილობს, მეგობარი ქვეწარმავლის კბილებისგან დაიცვას. თუმცა, თაგვის სიმამაცემ უშედეგოდ ჩაიარა.
ფოტოგრაფის თქმით, როდესაც პატარა თაგვმა დაინახა, რომ გველმა ნადავლი მთლიანად გადაყლაპა კუთხეში დაიმალა, თუმცა მეორე გველმა გაიღვიძა და ისიც შეჭამა.
ფოტოები გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail გაავრცელა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.