02-09-2013
კარგა ხანია, სამხრეთ აფრიკაში მშიერმა ბაბუინებმა მთელი კეიპტაუნი ლამის დაიპყრეს. თუ მაიმუნები ჯერ მხოლოდ საკვებს ართმევდნენ ქუჩებში ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ახლა გათამამდნენ და სახლების ძარცვაც დაიწყეს. ადგილობრივთა თქმით, ბაბუინებს შემუშავებული აქვთ ძარცვის ტაქტიკა - ისინი მრავალსართულიანი სახლების კედლებზე ჯგუფურად მიცოცავენ, ფანჯრებიდან იპარებიან ბინებში და სამზარეულოს პირწმინდად "ასუფთავებენ". დიასახლისები ჩივიან, რომ ბაბუინებს ხანდახან ფარდებიც მიაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კეიპტაუნელები პეინტბოლის თოფებითა და შესასხურებელი ბალონებით მამაცურად ებრძვიან მომხდურებს, დროებით უკუგდებულ მტერს შიმშილი უკან მიბრუნებას აიძულებს...