1. ლორი ააქვთ ჩამალული მოკლე კუდი, დიდი თვალები. ლემურები გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ცხოვრობენ ტყეში, აქტიურები არიან ღამით, დღისით ხეზე ძინავთ. იკვებებიან მწერებით,პატარ-პატარა ქვეწარმავლებით და ფრინველებით, მცენარეთა ნაყოფითა და სხვ. ამ მაიმუნის მსგავსი ცხოველის 40- მდე სახეობაა აღწერილი, თუმა მე ყველაზე ძალიან ამ სახეობით ვარ აღფთოვანებული.
იგი მსოფლიო ზოოპარკების სასურველი ბინადარია თუმცა, ბუნებაში მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზე შეიძლება მისი ნახვა. 2.გრძელტერფასებრნიმოკლე დინგი, დიდი ყურები, ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე დიდი თვალები.ცხოვრობენ მალაია არქიპელაგსა და ზონდისა და ფილიპინის კუნძულებზე, ჯუნგლებში. აქტიურობენ ღამით.ტყვეობაში 12 წლამდე ცოცხლობენ.
3.ვამპირივამპირი კალმარი შესაფერისი სახელია იმ სახეობისთვის, რომელიც ოკეანის ბნელ არეებში იმალება ხოლმე. თავს კომფორტულად გრძნობს 3000 მეტრის სიღრმეზე. ეს პატარა (სიგრძით საშუალოდ 30 სმ) თავფეხიანი სიბნელეში ნავიგაციას ახდენს თვალებით, რომლებიც სხეულის პროპორციების გათვალისწინებით ყველაზე დიდი აქვს ნებისმიერ სხვა არსებასთან შედარებით. სახელი მიიღო მუქი აპკოვანი საცეცების გამო, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ლაბადასავით შემოიხვიოს სხეულზე. 4.კბილნაპრალასებრნიკბილნაპრალასებრნი— ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30-35 სმ. დაფარულია უხეში ბალნით. აქვთ ვიწრო, ხორთუმისებური და წვრილი დინგი. გავრცელებული არიან დიდი ანტილის კულნძულებზე. ოჯახში 1 გვარია — კბილნაპრალა რომელიც 2 სახეობას მოიცავს:ჰაიტურ კბილნაპრალას დაკუბურ კბილნაპრალას. კბილნაპრალასებრნი ცხოვრობენ ტყეში. აქტიური არიან ღამით. იკვებებიან მწერებით, ჭიებით, მოლუსკებით, ბაყაყებით, ხვლიკებით. 5.თევზი პაკუშვედეთში, ერესუნის სრუტეში მობანავე ყველა მამაკაცი მკაცრად არის გაფრთხილებული იმ საშიშროების შესახებ, რაც მათ ზღვაში შიშვლად ბანაობისას ელით – ეს არის სრუტეში მომრავლებული თევზი – პაკუ. ეს თევზი, რომელიც მტაცებელი პირანიას "ნათესავად” ითვლება, საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მამაკაცურ ღირსებაზე მონადირე. გაფრთხილება სანაპირო ზოლში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთერთმა მეთევზემ პაკუს დაჭერა მოახერხა. თევზს აქვს კბილები, რომელიც ძალიან წააგავს ადამიანის კბილებს და რომლითაც მას მთლიანად შეუძლია მამაკაცის კასტრირება. დაფიქსირებულია რამოდენიმე ლეტალური შედეგიც – ძლიერი სისხლდენის გამო პაკუს მსხვერპლთა გადარჩენა ვერ მოხერხდა 6.ჟირაფისებრი ანტილოპა ,,გერენუკ”ჟირაფისებრი ანტილოპა , წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 43-50 კგ აღწევს. მამლის რქები ქნარისებურადაა მოხრილი. გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. ბინადრობს უდაბნოში. იკვებება ფოთლებით. გვხვდება წყვილებად ან იშვიათად ქმნის მცირე ჯგუფს (6-7 დედალი და 1 მამალი). აქტიურია დილით და საღამოთი. მაკეობა 7 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. სანადირო ობიექტია.
7.აიე-იეხელფეხა მადაგასკარული, აიე-იე — ძუძუმწოვარი ცხოველი ნახევრად მაიმუნების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 40 სმ, კუდისა — 60 სმ, მასა 2 კგ-მდე. აქვს დიდი თავი, მოკლე დინგი, დიდი ყურები, რბილი კუდი, ყველა თითზე ბრჭყალები, მხოლოდ ტერფის ცერზეა ბრტყელი ფრჩხილი. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. შეფერილია მუქი ყავისფერიდან შავამდე. გავრცელებულია მადაგასკარზე წვიმის ტყეებში. აქტიურია ღამით. იკვებება მანგოს ხისა და ქოქოსის პალმის ნაყოფით, ხოჭოებით, მატლებით და სხვ. მცირერიცხოვანია
8.ცხვირა მაიმუნიძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს. 9.კაზუარიეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრინველი , ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფრინველია მსოფლიოში.მიუხედავად იმისა რომ, კაზუარი არ დაფრინავს მას აქვს ბასრი ბრჭყალები და მაგარი ნისკარტი.ისინი საშიშროების შემთხვევაში მტერს სასტიკად უმკლავდებიან, განსაკუთრებული აგრესიულობით არიან განწყობილი ,მაშინ თუ მათი ტერიტორიის დასაკუთრებას ცდილობს ვინმე. 10.საიგა წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 140 სმ, მასა 40 კმ-მდე აღწევს. დედალი უფრო მომცროა. საიგას აქვს გრძელი, მოძრავი, ხორთუმისებრი ცხვირი, ღია ყავისფერი რქები (დედალი ურქოა), რომელთა სიგრძე 40 სმ აღწევს, მოყვითალო ზურგი, თეთრი მუცელი, გავრცელებულია მონღოლეთში, დასავლეთ ჩინეთში, წინა კავკასიაში, ყალმუხეთის ველზე, მდინარე ვოლგის ქვემო დინების მარცხენა სანაპიროზე, ყაზახეთის და შუა აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ქმნის ჯოგს, რომელიც ასეული და ათასეული სულისაგან შედგება. იკვებება ბალახით. დარბის ძალზე სწრაფად (72 კმ-მდე საათში). მაკეობა 5 თვემდე გრძელდება. შობს 1-2 ნაშიერს. რეწვის ობიექტია – იყენებენ ხორცს, ტყავსა და რქებს (როგორც სამკურნალო ნედლეულს). 11.კუს ამ სახეობას ისეთი გრძელი კისერი აქვს ,რომ ჯავშანში ვერ მაალავენ.თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ისინი უსუსურნი არიან .კუს ბაკნის გარდა იცავს ცუდი სუნის მქონე სითხე , რომელსაც კუ საშიშროების დროს იყენებს.
12.რვაფეხა დამბოეს რვაფეხა გარეგნულად წააგავს ცნობილი მულტფილმის პერსონაჟ სპილო დამბოს.ის ბინადრობს 900-4900 წყლის სიღრმეზე და ითვლება რვაფეხებს შორის ოკეანის ყველაზე ღრმა წყალში მცხოვრებ რვაფეხად.იყო შემთხვევა როდესაც ეს სახეობა 7000 მ წყლის სიღრმეშიც აღმოუჩენიათ.
13.ბუზმორიელებიმწერების რიგი. სხეულის სიგრძე 30 მმ აღწევს. მამლის მუცელი ბოლოვდება მარწუხებით, რითაც მორიელის მუცელს მიემსგავსება (აქედანაა სახელწოდებაც). ბუზმორიელების 7 ოჯახი 300-მდე სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია ყველგან, უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა. საქართველოში 7-მდე სახეობაა. ბუზმორიელების უმრავლესობა იკვებება მცენარეული და ცხოველური ლპობადი ნარჩენებით, ზოგი კი მწერებით. ბუზმორიელები სრული გარდაქმნის უნარის მქონე მწერების უძველესი რიგია (ცნობილია კარბონული პერიოდიდან). 14.წყლის ირემი წყლის ირემი — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 75-100 სმ, სიმაღლე მინდაოში 45-55. რქებს მოკლებულია. მამრს აქვს ზედა ნაწილში განვითარებული ბასრი ეშვები, რომლებიც, ზედა ტუჩიდან ამოშვერილია 5-6 სმ-ზე. მოკლე კუდი აქვს (სიგრძე 5-8 სმ), რომელიც თითქმის არ ემჩნევა. საერთო შეფერილობა მოყავისფროა. ზედა ტუჩი და თვალებს შორის არსებული რგოლები მოთეთროა. ზაფხულში მოკლე ბეწვი აქვს, ხოლო ზამთარში პირიქით, დამახასიათებელია ხშირი ბეწვი. ცხოვრობს განმარტოებულად ან ჯოგებად. ძირითადად აქტიურია დღისით. მეტად ფრთხილია. გავრცელების არეალი მოიცავს მდინარე იანძის ხეობის ჩრდილოეთ ნაწილსა (აღმოსავლეთი ჩინეთი) და კორეას; აქ გვხვდება მათი ქვესახეობები. აკლიმატიზებულია საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ჰყავთ მსოფლიოს მრავალ ზოოპარკში. იმყოფება დაცვის ქვეშ. 15.აქსაქლოტლიჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ცხოველია ამ სამყაროში.ისეთი საყვარელი ღიმილი აქვს
,რომ ვერავის დატოვებს გულგრილს.როცა ამ უცნაურ ცხოველს შევხედავთ ვერც დავიჯერებთ ,რომ ის ნამდვილია.აქსალოტლი მექსიკური ამბისტომას
განუვითარებელი ლიფსიტია, თუმცა ის არასდროს არ იზრდება და არ ყალიბდება ზრდასრულ ორგანიზმად.განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა თუ გარემო პირობები სადაც ბინადრობს აქსალოტლი უარესდება, ის ჩამოყალიბდება ზრდასრულ ორგანიზმად ამბისტომად. აქსალოტლი ძვირად ფასობს მეცნიერებაში,რადგან მას გააჩნია უნიკალური უნარი აღადგინოს დაკარგული ნაწილები და ხერხემალიც კი.
აქსალოტლის მრავალი ფერი არსებობს და სხვათაშორის უცხოეთში ის ერთ-ერთი საყვარელი აკვარიუმის ცხოველია.
16.თევზი წვეთი ყველაზე სავდიანი თევზი მსოფლიოში.ბინადრობს წყნარ,ატლანტის და ინდოეთის ოკეანეში.ეს თევზები ბინადრობენ ძალიან ღრმა წყლაში სადაც წნევა ბევრად მეტია .
17.იხვნისკარტა იხვნისკარტა , ძუძუმწოვარი ცხოველი ერთგასავლიანების ქვეკლასისა. მისი სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვს გაბრტყელებული სხეული, მოკლე ფეხები, საცურაო აპკით გაერთიანებული თითები, გრძელი და ბრტყელი რქოვანი ნისკარტი. სხეული შემოსილია უხეში ფაცახით, რომლის ქვეშ ნაზი თივთიკია. ფერად მუქი მურაა. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით. გავრცელებულია ავსტრალიასა და ტასმანიაზე. კარგად ცურავს და ყვინთავს. ბინადრობს სოროში. მრავლდება წელიწადში ერთხელ, დებს 1-2 კვერცხს. ნაშიერს კვებავს რძით.
18.ვეშაპთავა ყანჩავეშაპთავა ყანჩა — ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძეა 120 სმ, სიმაღლე – 1 მ.მდე, წონა – 5-7 კგ, ფრთების შლილი — 250 სმ-მდე. აქვს ფართო, მასიური, კაუჭიანი ნისკარტი, რუხი სხეული; საჭისა და მომქნევი ბუმბული — შავია. გავრცელებულია აფრიკაში. საკმაოდ იშვიათია. ბუდობს ჭაობნარებში. ბუდეს იკეთებს წყლის და ხმელეთის-ბალახოვანი მცენარეებისაგან, დებს 1-2 თეთრ კვერცხს. ირვებება თევზებით.
19.წყლის დრაკონითქვენ ალბათ ფიქრობთ,რომ დრაკონები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ,მაგრამ როცა ამ უჩვეულო წყლის არსებას ნახავთ მათ არსებობას აუცილებლად დაიჯერებთ. წყლის დრაკონი ზღვის ცხენის ოჯახის წარმომადგენელია. ბინადრობს ავსტრალიის წყლებში.გადაადგილდებიან ზურგზე არსებული ფარფლების საშუალებით. სხვათაშორის წყლის დრაკონი ავსტრალიის ოფიციალური ემბლემაა 20.კომანდორიავჩარკის ვენგრული ჯიშია.კომანდორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლია მსოფლიოში. მას აქვს თეთრი დახვეული ბეწვი. თავდაპირველად მისი ბეწვი რბილი და ფაფუკი ბეწვი. თუმცა თანდათანობით ის შნურებად გადაიქცევა დღეისათვის სულ ეს იყო მადლობა ყურადღებისათვის.♥
წყარო: http://ucnauri.com
|