დღეს ცხოველების გამოყენებას საომარი მიზნებისათვის სხვადასხვა ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ამას ბევრი ქვეყანა აკეთებდა. მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები ღამურებს იყენებდა მოწინააღმდეგეების ასაფეთქებლად. ცნობილი ფაქტია რომ ღამურას თავის წონაზე გაცილებით დიდი ტვირთის ტარება შეუძლია და ისიც ცნობილია, დღის განმავლობაში ღამურები შენობებში არიან. ამერიკელები ღამურებს ბობმებს ჰკიდებდნენ და წარმატების შემთხვევაში მოწინააღმდეგის თავშესაფრებს აფეთქებდნენ.
რიტანელები მკვდარ ვირთხებში ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამაგრებდნენ და ნაღმებად იყენებდნენ.
საბჭოთა კავშირში სპეციალურად ავარჯიშებდნენ ძაღლებს და საკვებს ტანკების ქვეშ უმალავდნენ , ისე არ აძლევდნენ. ამან ძაღლებს ჩამოუყალიბა ჩვევა რომ საჭმელი ტანკების ქვეშ ეძებნათ. ძაღლების გაწვრთნა 1924 წელს დაიწყო მოსკოვის შემოგარენში არსებულ სპეციალურ სკოლაში.
ომის დროს ამ ძაღლებს ბომბებს ამაგრებდნენ და როცა ძაღლი ტანკის ქვეშ შეძვრებოდა , ბომბს აფეთქებდნენ.
წყარო: http://ucnauri.com
|