დედამიწაზე 8.7 მილიონი სახეობის ცხოველი ბინადრობს. არსებობს ფაქტები ცხოველებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადამიანები ცუდად იცნობენ, რადგან ისინი თითქოს გასაიდუმლოებულია. მსგავსი დამალული ფაქტების გამოსააშკარავებლად მეცნიერებს ხანგრძლივი გამოკვლევები სჭირდებათ და სწორედ ამის გამო ჩნდება სხვადასხვა სახის მითები სხვადასხვა ცხოველებზე.
მითი პირველი : სპილო ერთადერთი სხოველია დედამიწაზე, რომელსაც ახტომა არ შეუძლია.
ეს მართალია, სპილოს ახტომა არ შეუძლია. ნამდვილად წარმოუდგენელია როგორ უნდა ახტეს ამხელა მასის მქონე ცხოველი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი რამ მარტო სპილოს არ ახასიათებს. ახტომა ასევე არ შეუძლიათ: ზარმაცას, ბეჰემოტს, მარტორქას, ჟირაფს და კიდევ ბევრ სხვა ცხოველს.
მითი მეორე : სირაქლემა თავს მიწაში ქვიშაში მალავს, როცა ეშინია
ეს მითი ალბათ ბევრს გაგიგიათ, მაგრამ ადვილი მისახვედრია რომ დიდი ხნით სილაში ან მიწაში თავჩარგული სირაქლემა ვერ ისუნთქებს. საქმე იმაშია, რომ სირაქლემა თავისი კვერცხების დალამალად ნისკარტით თხის ორმოს, და ამ პროცესში ორმოში თავის ჩაყოფა უხდება. ეს მითიც სწორედ აქედან წარმოიშვა.
მითი მესამე: ფრინველები ბუდიდან აგდებენ ბარტყებს, თუ მათ ადამიანი შეეხებათ.
ფრინველებს ყნოსვის უნარი ნაკლებად აქვთ განვითარებული. ამის გამო ისინი ნამდვილად ვერ შეამჩნევენ ბარტყზე ადამიანის სუნს. დედები დიდი მზრუნველობით გამოირჩევიან თავიანთი ბარტყებისადმი და ძნელად ტოვებენ მათ. მხოლოდ საჭმლის მოსატანად თუ დატოვებენ ბუდეს. თუ ფრინველმა ბუდე დატოვა, ესეიგი ბარტყი საკმარისად გაიზარდა და დამოუკიდებლად უნდა განაგრძოს ცხოვრება.
მითი მეოთხე : დელფინები ადამიანის მეგობრები არიან და საფრთხის შემთხვევაში გადაარჩენენ მათ.
დელფინები ნამდვილად არ არინ ადამიანის მეგობრები, ანდა რატომ უნდა იყვნენ? ისინი ოკეანის ველური ძუძუმწოვრები არიან. მათ ახასიათებთ ისეთი ქცევები, რასაც ხშირად ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. მაგალითად ისინი ხშირად დაცურავენ წყლის ტრანსპორტის სიახლოვეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ადამიანების სიახლოვეს ყოფნა სურთ. ისინი წყლის ტრანსპორტის დატოვებულ წყლის ტალღებს მიჰყვებიან და ამით ცურვისას ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ.
არსებობს უამრავი ფაქტი, როსა დელფინი თავს დაესხა ადამიანს, რომელსაც მასთან მიახლოება სურდა. მაგრამ მათ აქვთ განსაკუთრებული რეგენერაციის მქონე უჯრედები, რითაც წამლები მზადდება და ადამიანებს დიდ დახმარებას უწევს.
მითი მეხუთე : ადამიანის ერთი წელი, ძაღლის შვიდ წელს უდრის.
ძაღლების ასაკის მატების პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს. მაგალითად დიდი ზომის ძაღლები უფრო მალე ბერდებიან ვიდრე პატარები. ასევე უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ რაც ძაღლი 2 წელიწადს მიაღწევს დაბერების პროცესი ნელდება. ასე, რომ მზა რეცეპტი იმისა თუ რამდენ ძაღლის წელს უდრის ადამიანის ერთი წელი.