მკვლევარების მიერ ცხოველთა შეტაკებების არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, როგორც ერთსა და იმავე , ასევე სხვადასხვა სახეობებს შორის. დათვი ვეფხვის წინააღმდეგ
ეს ფაქტი ინდოეთის ნაკრძალში დაფიქსირდა. დედა დათვი თავის ორ ბელთან
ერთად მდინარის ნაპირზე იყო ჩასული წყლის დასალევად. მოულოდნელად ვეფხვი
გამოჩნდა, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად დათვს და მის ბელებს თავს
დაესხა. ასეთი ფაქტი მანამდე არ იყო დაფიქსირებული და იქვე შორიახლოს მყოფი
ნაკრძალის თანამშრომლები გაუცებულები დარჩნენ. თუმცა დედა დათვთან
შერკინება ვეფხვის წარმატებით არ დასრულდა. მას ჩემდეგ რაც დათვმა ორჯერ
მოარტყა ტორი, ვეფხვი იძულებული გახდა გაქცეულიყო.. ეს ფოტო ნაკრძალის
თანამშრომლის გადაღებულია. არწივი მელიის წინააღმდეგ
წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ნანადირევის მირთმევაში არწივს ვინმე
ჩაეზიარება, მითუმეტეს მელა. თუმცა მშიერ მელას არწივის იქ ყოფნა არ
გაუთვალისწინებია როგორც ჩანს. ეს სურათი 2006 წელს მეთევზემ გადაიღო.
მართალია მელა გმირულად იბრძოდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ლომი ზებრას წინააღმდეგ
ტანზანიის ნაკრძალებში ზებრა ლომის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საკბილოა.
თუმცა მათი მონადირება არც თუ ისე ადვილია. ზებრა დიდი სისწრაფით დარბის და
კარგად იყენებს უკანა ფეხებს ბრძოლისას. ამ სურათზეც ის ფაქტია
დაფიქსირებული, როცა ზებრა ლომის შემოტევის მოგერიებას ცდილობს. სურათის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლომი ყბის მოტეხილობას ვერ გადაურჩებოდა. მგელი დათვის წინააღმდეგ
ნადავლის გაყოფა ბუნებრივია არავის სურს. სწორედ ეს ფაქტია ასახული
სურათზე, რომლიც 2011 წელსაა გადაღებული. დათვმა შველი მოინადირა, და როცა
მის შეჭმას აპირებდა უცებ მგელი გამოეცხადა. ნიანგი ჰიპოპოტამების წინააღმდეგ
ჰიპოპოტამი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენიღბული
მკვლელია. მისი შეხედულებიდან გამომდინარე მშვიდი არსების შთაბეჭდილებას
ტოვეს, თუმცა რეალობა სხვას გვიჩვენებს. ამ სურაზე ჩანს ნიანგი, რომელმაც
გარისკა და ერთ ერთ ჰიპოპოტამს მიუახლოვდა. რამდენიმე წამში მის გარშემო
ჰიპოპოტამების მთელი ჯგუფი გაჩნდა და სავარაუდოდ მათგან თავის დაღწევა
ნიანგს ძალიან გაუჭირდება.
წყარო: http://ucnauri.com
|