ჩინეთში, ნინსია-ხუეიში მომხდარი ინციდენტი გულგრილს ვერავის დატოვებს - აუტანელი ყინვის მიუხედავად, ძაღლი მკვდარ მეგობარს მთელი ღამე დარაჯობდა.
როგორც ჩანს, ძაღლები ქუჩაზე გადარბოდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ავტომობილმა გაიტანა. ეს ფოტო თვითმხილველმა გადაიღო. ფოტოზე სკამიც ჩანს - უცნობი ქალი მთელი ღამე ძაღლებთან ერთად იჯდა და მათ იცავდა, რადგანაც ცოცხალი ძაღლი მკვდარ მეგობარს ვერაფრით მოაშორეს; ქალი ამ ხერხით ცდილობდა, ძაღლები კიდევ ერთი ავტოავარიისგან დაეცვა. მოგვიანებით რესტორნის მუშებმა ძაღლის გვამი ახლომდებარე პარკში, ხის ქვეშ დამარხეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.