ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივნისი » 27 » საუკეთესო მამები ცხოველთა სამყაროში    

16:59:34
საუკეთესო მამები ცხოველთა სამყაროში


პინგვინები

იმ დროს, როცა პინგვინების უმეტესობა თანაბრად იყოფს მშობლის პასუხისმგებლობებს, როგორიცაა ბუდის აგება, კვერცხების დარაჯობა და პატარების გამოკვება, მამრი საიმპერატორო პინგვინი განსაკუთრებულ გამონაკლისს წარმოადგენს. ანტარქტიდის სუსხიან ზამთარში შეწყვილების შემდეგ მდედრები დებენ კვერცხებს და იწყებენ ორთვიან სანადირო სეზონს, საბრალო მომავალ მამებს კი მარტოს ტოვებენ. ამ პერიოდის განმავლობაში მამრი საიმპერატორო პინგვინი კვერცხებს თბილად ინახავს და საოცრად მკაცრ ამინდში მუდმივად მათზე გადაფარებულია. რეალურად ისინი კვერცხებზე არ სხდებიან, არამედ ფეხებით იჭერენ ბალანსს და კანის ნაკეცს აფარებენ ზემოდან. თავდადებული მამები ამ დროს არაფერს ჭამენ, ხოლო როცა გამძღარი დედა საბოლოოდ დაბრუნდება, ისინი თანაბრად იყოფენ ნადირობისა და კვების მოვალეობებს.

 

საინტერესო ფაქტია, რომ როგორც ადელის პინგვინების კვლევამ აჩვენა, მდედრებს შეუძლიათ იმის განსაზღვრა, რომელი პარტნიორი იქნება საუკეთესო მამა. ამას კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობისას მათ მიერ გამოცემული ხმებით საზღვრავენ. აღმოჩნდა, რომ უფრო მსუქან მამრებს მეტად თანმიმდევრული ჟღერადობა აქვთ, ამიტომ მდედრები ტანწერწეტა კონკურენტებთან შედარებით მათ ანიჭებენ უპირატესობას და უფრო ფუმფულა პარტნიორებს ირჩევენ. მსუქან პინგვინებს მეტი რეზერვი აქვთ იმისთვის, რომ ხანგრძლივ შიმშილობას გაუძლონ და აქედან გამომდინარე, ნაკლები შანსია პატარების მიტოვებისა.

 
 


გიგანტური წყლის ხოჭო

ეს ჟრუანტელის მომგვრელი შესახედაობის მქონე საოცრად მძვინვარე მწერები შეიძლება კარგი მამების კანდიდატებად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ სავსე არიან სიურპრიზებით. შეწყვილების შემდეგ მდედრები მამრის ზურგზე დებენ კვერცხებს, თანაც არა რამდენიმეს, არამედ 150-ს ან მეტს. შემდეგ მდედრი მიდის და მთელ პასუხისმგებლობას მამას უტოვებს. მამრები კვერცხებს კვირების განმავლობაში დაატარებენ, წმენდენ და სუფთად ინახავენ, სანამ ზომაში სამჯერ გაზრდილი პატარები არ გამოიჩეკებიან.

 
 


ზღვის ცხენთევზა

ამ არსებებმა ერთმანეთში როლები გაცვალეს, რადგან არა მდედრები, არამედ მამრები მაკდებიან. მდედრი მამრის მუცელზე არსებულ ჩანთოვან ნაკეცში მილს ყოფს და კვერცხებს ათავსებს შიგნით, მამრი კი ანაყოფიერებს მათ – რომელთა რაოდენობა შეიძლება 2000-ს აღწევდეს – და დაახლოებით 25 დღე დაატარებს, სანამ გამოჩეკვა დაიწყება. მშობიარობის დროს ის კუნთოვან შეკუმშვებსაც კი განიცდის, რაც პატარებს ჩანთიდან ამოძრომაში ეხმარებათ, მაგრამ მამის როლი აქ მთავრდება და ნამცეცა ცხენთევზებს უკვე დამოუკიდებლად უწევთ თავის გატანა.

 
 


მარმოსეტები

მამრ მარმოსეტებს ცუდი რეპუტაცია აქვთ, რადგან ხშირად კავდებიან სექსით, მაგრამ მამის როლში ყოფნას რაც შეეხება, ამაში წუნს ვერ დასდებთ.

მას შემდეგ, რაც დედა იმშობიარებს, ძირითადად ტყუპებზე, მამრი ეხმარება მათ გაწმენდაში, ლოკვასა და ზოგადად პასუხისმგებლობის აღებაში. უფრო მეტიც, როგორც აღმოაჩინეს, ეს უხეში პრიმატები შთამომავლობაზე ზრუნვისას საკუთარ თავს უკანა პლანზე აყენებენ. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუკი მამრი იგრძნობს განაყოფიერებისთვის მომწიფებული მდედრის სურნელს, ტესტოსტერონის დონე მაღლა იწევს მარტოხელებში, მაგრამ იგივე რჩება ახალბედა მამებში. ტესტოსტერონის მატება აგზნებაზე მიანიშნებს, ამიტომ კვლევის შედეგის მიხედვით, მამა მარმოსეტები უბრალოდ არ რეაგირებენ სექსუალურად ხელმისაწვდომი მდედრების მინიშნებებზე.

 
 


ნანდუ

ნანდუ სამხრეთ ამერიკის უდიდესი ფრინველია, მისი სიმაღლე 1.2 მეტრს აღწევს. ისინი შეიძლება პოლიგამები იყვნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, მამობრივი მოვალეობები ღირსეულად შეასრულონ. ნანდუები მიწაზე აშენებენ ბუდეს, პარტნიორები მოდიან და დღეგამოშვებით დებენ კვერცხებს 10 დღის განმავლობაში. რადგან მამრები უამრავ მდედრთან წყვილდებიან, ბუდე საკმაოდ გადაიტვირთება ხოლმე და 50-მდე კვერცხს იტევს. მამრი როგორღაც ახერხებს, იბუდოს ყველა მათგანზე, სანამ გამოჩეკვა არ დაიწყება. ამის შემდეგაც პატარებზე მარტო ზრუნავს და 6 თვის განმავლობაში აგრესიულად იცავს მათ, აქტიურად ადევნებს თვალს ყველა პოტენციურ აბეზარს.

 
 


წითელი მელა

მამრი წითელი მელიები არამარტო მეუღლეზე ზრუნავენ გამუდმებით, რათა იმავდროულად პატარა მელიებზეც იზრუნონ, არამედ შეუცვლელი მასწავლებლები არიან თავიანთი შვილებისთვის. პატარების დაბადებიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში მამა თავს არ ზოგავს, რომ ცოლი ყოველ 4-6 საათში საკვებით მოამარაგოს, რადგან მას მუდმივად ბუნაგში უწევს ყოფნა პატარების გამოსაკვებად და გასათბობად. როცა მელიები წარმოიზრდებიან და სიარულს შეძლებენ, მამა მთელი დღე ეთამაშება მათ. თუმცა მისი მზრუნველობა მხოლოდ ამაში არ გამოიხატება – 3 თვის ასაკის მიღწევისას მამა მათ შეუფასებელ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს უტარებს. ის ბუნაგთან ახლოს ფოთლებისა და ტოტების ქვეშ საკვებს მარხავს და ამ გზით უბიძგებს პატარებს, დამოუკიდებლად მიაგნონ მას. ამგვარად უვითარდებათ ყნოსვის უნარი, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება ადგებათ.

 
 

ყველაზე ცუდი მამა

ცხოველთა სამყაროში მართლაც საკმარისად არიან საოცარი მამები, რომლებიც შეგვიძლია, დიდხანს ვაქოთ. თუმცა თუკი თვლით, რომ ეს დედების როლს აკნინებს, წარმოგიდგენთ საზიზღარ მამას, რომელიც შეხედულებას შეგიცვლით.

მსოფლიოში ყველაზე საშინელი მამის პრიზი გადაეცემა ერთ-ერთი საუკეთესო მამის ახლო ნათესავს – ზღვის ნემსთევზას. ნემსთევზა მიეკუთვნება იმავე ოჯახს (ნემსთევზასებრნი), რომელსაც ზღვის ცხენთევზა და ფოთლოვანი ზღვის დრაკონი. ნემსთევზასებრთა ოჯახში ყველა მამრი ორსულდება მდედრის მიერ და განაყოფიერებულ კვერცხებს ჩანთით ატარებენ. მაგრამ ნემსთევზა მათგან გამორჩეულია.

დიდი ზომის და შესაბამისად უფრო მიმზიდველი მდედრები, როგორც წესი, უფრო მეტ კვერცხს გადასცემენ მამრებს, ვიდრე მომცროები და აქედან გამომდინარე, უფრო მეტი გადარჩება ხოლმე მათგან. მაგრამ მამრები ყოველთვის არ ირჩევენ დიდ პარტნიორებს და თუკი პატარა, ნაკლებად მიმზიდველი მდედრი შეხვდათ, მაინც წყვილდებიან. სწორედ აქ იწყება მთავარი ნაწილი – თუ მამრი ნემსთევზა გადაეყრება უფრო მიმზიდველ ინდივიდს, მუცელში მყოფ პატარებს ხოცავს და მათგან საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) იწოვს. შვილების შეჭმის შემდეგ მას უფრო მეტი რესურსი აქვს და მეორე რაუნდისთვის მზადაა. ასეთი გახლავთ ნემსთევზა – შესაძლოა, რესურსების მართვა კარგად გამოსდის, მაგრამ ფაქტია, რომ არამზადაა.



წყაროhttp://icode.ge/
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2551 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: სამყაროში, ცხოველთა, მამები, საუკეთესო | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 cheisi   (04.07.2014 21:04:00) [მასალა]
გიგანტური წყლის ხოჭო 210e რატო შევხედე საერთოდ რა მინდოდა f74

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика