ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 25 » შვლები გამოსაზამთრებლად სოფელს აკითხავენ    

15:38:28
შვლები გამოსაზამთრებლად სოფელს აკითხავენ

 მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობა რამდენიმე წელია ზამთარს შვლებთან ერთად ატარებს. ღორჯომის ხეობის სოფლებს ტყე ესაზღვრება, სადაც შვლები ბინადრობენ. ხეობის მცხოვრებთა თქმით, ზამთრობით სხვადასხვა მიზეზით შვლები სოფელში ჩამოდიან, მოსახლეობა მათ უვლის და უკან, ბუნებაში აბრუნებს.

გასულ კვირას სოფელ ირემაძეების მცხოვრებნი მდინარე ღორჯომისწყალზე ჩამოსულ ორ შველს დაეხმარნენ. შვლები მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოვიდნენ, თუმცა იმის გამო, რომ დიდი თოვლი იყო, გადაადგილება და უკან დაბრუნება გაუჭირდათ. სოფლის მცხოვრებლებმა კი მათ გზა გაუკვალეს.

„როდესაც დიდი თოვლი მოდის, წყალი აღარაა მთაში. წყლის დასალევად ჩამოდიან მდინარეზე და მერე ზემოთ ვეღარ მიდიან. ახლაც ორი შველი იყო ჩამოსული. ერთი დიდი, მეორე - პატარა. დიდი წავიდა და პატარამ გამოსვლა ვეღარ შეძლო. ძალიან შეშინებული იყო. ამიტომაც გზა გავუკვალეთ და წავიდა მერე," - ამბობს სოფელ ირემაძეებში მცხოვრები იმედა ირემაძე.

იმედას თქმით, მსგავსი შემთხვევები გასულ წლებშიც არაერთხელ ყოფილა. ზოგიერთ მოსახლეს დიდთოვლობისას შვლებისთვის საქონლის სადგომიც დაუთმია და გამოუზამთრებია.

„თივას არ ჭამენ, ამიტომ ხის ტოტებს ვაჭმევდით ხოლმე. როცა გამოიდარებდა, მთაში ვუშვებდით. გასულ წლებში იყო ისეთი შემთხვევები, როცა პოლიციამ წაიყვანა ვითომდა გადასარჩენად. თუმცა მერე ჩვენ არ გაგვიგია რა უქნეს ამ შვლებს და დააბრუნეს თუ არა ტყეში. როცა ჩამოდიან, გვირჩევნია მოვუაროთ და მალე გავუშვათ უკან, ასე უფრო დაცულები იქნებიან," - ამბობს იმედა.

სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ბადრი ირემაძის თქმით, შვლები ძირითადად სოფელში წყლის დასალევად ჩამოდიან, თუმცა ისეც ხდება, როცა მგლები ჩამორეკავენ ხოლმე.

„ორი მდინარე ჩამოდის, შვლები ხან ერთგან ჩამოდიან, ხან მეორეგან. მიზეზი ძირითადად წყალია, მაგრამ მგლებიც ხშირად აედევნებიან და თავს სოფელს აფარებენ," - ამბობს ბადრი ირემაძე.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, შვლებს ისინი ყოველთვის ბუნებაში აბრუნებენ. ამასთან ცდილობენ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინონ, ზედმეტი გართულებებისთავიდან ასაცილებლად.

ფოტო მოგვაწოდა იმედა ირემაძემ. მისი თქმით, შველი შეშინებული იყო, გაქცევას ცდილობდა და თოვლში ეფლობოდა. ამიტომ ფეხი თოკით შეუკრეს და ისე ჩაიყვანეს მდინარის პირას

„მსგავსი ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენაა. დიდთოვლობის დროს, სადაც ნაკლები თოვლია, იქ მივიდნენ. მთავარია, მოსახლეობამ არ დახოცოს და უკან დააბრუნოს ბუნებაში. თუ მოსახლეობა ზრუნავს შვლებზე, ეს კარგია," - აღნიშნა „ბათუმელებთან" თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელმა ზურაბ გურიელიძემ.

საქართველოში და მათ შორის აჭარაშიც, მხოლოდ ერთი სახეობა - ევროპული შველია გავრცელებული. დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ 7000 შველია, აქედან დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2007-2012 ანგარიშის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს დაახლოებით 2100 შველი




წყაროhttp://www.netgazeti.ge/GE/105/Life/26644/?fb_action_ids=596701287064960&fb_action_types=og.likes&fb_source=other_multiline&action_object_ma
მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2284 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 4.2/4

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 16
0   Spam
16 tedo99   (05.02.2014 22:45:05) [მასალა]
ასეტ ხალხს გაუმარჯოსსსს 39 39 39

0   Spam
15 nukri-kuro   (27.12.2013 01:32:23) [მასალა]
შველს არასოდეს ვესვრი,მაშინ მომტყდეს მარჯვენა..ეგ ხომ ბუნების უიშვიათესი ქმნილება..მისი ცქერით უნდა დატკბე მხოლოდ 72k 72k 72k a282f

0   Spam
13 western   (26.12.2013 18:28:32) [მასალა]
სასტიკად მაქვს ნათქვამი შველს და დათვს არ ვესვი თქო.შველთან მქონდა შეხება როდესაც წინ შემეფეთა და არ ვესროლე რამის აქეთ მესროლეს 48

0   Spam
12 zazaiaaa1   (26.12.2013 13:56:17) [მასალა]
ამკაცზე უკეთეს ვის ჩააბარებენ ბუნებას ასეტი ხალხი უნდა ეძიოს გარემოს დაცვამ ,ღმერთმა დალოცოს ესეთი ადამიანები

0   Spam
11 ვულფ   (26.12.2013 01:39:09) [მასალა]
გაიხარეთ ასეთ საქმეს მოსახლეობა და ნამდვილი მონადირეები აკეთებს და თუ ვაჯკაცი მონადირე ხარ ვაჯკაცურად უნდა მოინადირო და მოიპოვო ნადირფრინველი და არა გოთვერნობით და არაკაცობით
23_30_126

0   Spam
10 paitona17   (26.12.2013 01:30:47) [მასალა]
მომწონს ეს ბუნების გაგება რომ ესმიტ ადამიანებს

0   Spam
9 cheisi   (26.12.2013 01:30:41) [მასალა]
არ მეგონა კეთილი ხალხი კიდევ თუ არსებობდა )... შველი ბუნების ლამაზი ქმნილებაა და არა ''სამწვადე''.. მისასლმებელია ამ ხალხის საქცელი...

0   Spam
8 mere   (26.12.2013 00:52:14) [მასალა]
10 10 166

0   Spam
7 vepxo   (25.12.2013 22:54:21) [მასალა]
ამ კეთილი ხალხის საქმეს მივესალმები,მაგრამ ერთი ამას ვერ ვხვდები ამ შვლებს როგორ თვლიან :23:.

+1   Spam
6 firali81   (25.12.2013 22:52:15) [მასალა]
შველს არ ესროლოთ!!!! არ მოკლათ!!! ვინც შველს მოკლავს მონადირე ვარო არასოდეს თქვას.

0   Spam
5 24   (25.12.2013 20:32:18) [მასალა]
ვაიმე როგორ მიყვარს ეს ცხოველი.კარგია თუ პატრონობენ და არ ხოცოვან,ღმერთმა ამრავლოს ესეთი კეთილი ადამიანები. 10 10 10

+1   Spam
4 ieger   (25.12.2013 20:00:07) [მასალა]
გარემოს დაცვამ პირველ რიგში მაგ მხრივ უნდა იმუშაოს რო ბრაკონირობა შეცყდეს პოლიციის მიერ, რასაც ეგენი ბრაკონიერობენ იმდენს ხალხი არ ბრაკონიერობს

0   Spam
14 გეწაძე   (26.12.2013 20:20:15) [მასალა]
მართალია გარემოს დაცვამ პირველრიგში პოლიციას უნდა მიხედოს რასაც ეგენი და რამდენსაც ხოცავენ ”ფარით” იმდენს ძაგლით ვერასდროს ვერ მოკლავ

0   Spam
3 ieger   (25.12.2013 19:59:02) [მასალა]
მისასალმებელია იმედას სოფლელების ეგრე კეთილად მოქცევა, და ვინც ცაიყვანა იმათ არამგონია მაგ სოფლის მცხოვრებლებზე უკეთ იცოდნენ ტყის გზა რო დახმარებოდნენ

+1   Spam
2 gurami   (25.12.2013 19:32:43) [მასალა]
რაცარუნდა ბრაკონიერი იყოს კაცი მე ესე მგონია რო ეგრე თოვლში მოკეტილ შველს არმოკლავს და მაიც დაეხმარება 39 39

0   Spam
1 racha123   (25.12.2013 19:11:01) [მასალა]
ძალიან კარგია ტუ მოსახლეობა ასე მოიქცევა და შვლებს არ დახოცავს მაგრამ ამ სტადიაში ჩანს ზოგიერთი ვაი "გარემოსდამცველი" რეინჯერის ქმედება 25 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика