ამ პოსტში შეგთავაზებთ ცხოველების და ადმიანების სამტყუპებს -ტრიპლეტებს;
ტრიპლეტები – (ბერძნ.tri -სამი) გენების სტრუქტურული კომპონენტებია, რომლებიც წარმოდგენილია სამი აზოტური ფუძით, რომლებიც განლაგებულია გარკვეული თანმიმდევრობით და კოდონს ქმნიან. ასე მოხდა ცხობელებშიც…
ცხოველების სამტყუპები- ორტყუპი ყველა ახალშობილის 2% შეადგენენ, ხოლო სამტყუპი ყველა ტყუპების 2%.
ტყუპები არის ორი ტიპის:
დიზიგოტური, არაიდენტური, ორი კვერცხიდან – ტყუპები იბადებიან ორი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან. ამასთან ორი ან რამდენიმე კვერცხუჯრედის ერთდროული მომწიფება ხდება ერთ ან ორივე საკვერცხეში.
შესაძლოა დიზიგოტური ტყუპების განვითარების კიდევ ერთი ვარიანტი: ერთ ფოლიკულში მომწიფებული ორი, ან რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება. საინტერესოა, რომ დიზიგოტური ტყუპების ჩასახვას შორის სხვაობა შეიძლება იყოს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.
მონოზოგოტური ტყუპები 5-ჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე დიზიგოტური. იდენტურ ტყუპებში პრევალირებს მამრობითი სქესი !!!
მონოზიგოტური, ერთი კვერცხიდან, იდენტური – ერთი კვერცხუჯრედიდან ვითარდებიან. ზოგოტა იწყებს გაყოფას, როგორც წესია, მაგრამ საინტერესო თავისებურებით. გაყოფის პროცესში წარმოიშობა ორი დამოუკიდებელი ემბრიონი. ამ პროცესის განვითარების მიზეზები ბოლომდე არ აქვს მეცნიერებას გარკვეული უჯრედების დაყოფის ბიოქიმიური პროცესების სირთულის გამო. ასეთი ტყუპები ფაქტიურად ერთმანეთის ასლები არიან, თუმცა უმნიშვნელო განსხვავებები არსებობს…