კვირას 25 ივნისს , წოდორეთში გაიმართა შეჯიბრი სპორტინგში სახელად „მეგობრობის თასი - წოდორეთი 2017“ შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რაც გამოწვეული იყო მონაწილეთა რაოდენოით, რთული სასროლი პოზიციებით და ცუდი ამინდით .(ქარი გლეჯდა ყოლიფერს) სულ 40-მა მონაწილემ მოიყარა თავი, 25 გასროლის შემდეგ გამოვლინდა საფინალო ექვსეული, ფინალში მსროლელებს დაგროვებული ქულები გაუბათილდათ და ფინალი ნულიდან დაიწყო, საკმაოდ დაძაბულ ფინალურ ეტაპზე ადგილები ესე გადანაწილდა
1 ლევან ჩუგუაშვილი
2 დავით ურუშაძე
3 არჩილ სარჯველაძე
4 ლევან მემარნიშვილი
5 გიორგი ვარდოსანიძე
6 დავით ხეცურიანი
ექვსეულს გააეცათ სიგელები და კომპანია „ხარებამ“ ფინალისტები ძვირფასი ღვინოებით დააჯილდოვა, პირველ სამეული დაჯილდოვდა მედლებითა და ვაზნებით ასევე შეჯიბრის გამარჯვებულს საკმაოდ ორიგინალური პრიზი გადაეცა, დაჯილდოვება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და დამატებით სამ ნომინაციას გადაეცათ სიგელები
უხუცესი მსროლელი - თემურ შურღაია
ახალგაზრდა მსროლელი - გიორგი ნანსყანი
ყველაზე კარგი დებიუტანტი - დავით ღვედაშვილი
კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა მსროლელთა და მონადირეთა სამახსოვროს, მეგობრობის თასმა სახელი გაამართლა და ყოველივე მეგბრულ გრემოში როგორც წარიმართა ასევე დასრულდა.
წყარო: http://ბაზიერიგე
|