მთავარი » 2019»ივნისი»29 » განიხილება საკითხი ნადირობის სეზონის მოგვიანებით გახსნასთან დაკავშირებით.
01:10:51
განიხილება საკითხი ნადირობის სეზონის მოგვიანებით გახსნასთან დაკავშირებით.
მოგესალმებით. გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებში განიხილება საკითხი ნადირობის სეზონის მოგვიანებით გახსნასთან დაკავშირებით.
მთავარი მიზეზი: სეზონის გახსნის პერიოდისთვის ძალიან ბევრი მწყრის ბარტყია და მათთვის რამდენიმედღიანი საშეღავათო პერიოდის მიცემა,
რათა მოასწრონ მოძლიერება და დაფრთიანება,რაც მათი გადარჩენის შანსებს ბევრად გაზრდის.
ჩვენი თხოვნა იქნება რომ გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა და სხვებსაც მოუწოდოთ დააფიქსირონ თავიანთი აზრი, მონადირეთა აზრს გადამყვეტი მნიშვნელობა ექნება.
ცნობისათვის: მომავალში დაგეგმილია კონსულტაციები ნადირობის სეზონის დასრულების თარიღის მარტში გადაწევასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ გეტყვით.
გთხოვთ მონაწილეობა მიიღეთ საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულ გამოკითხვის ფორმაში, ხოლო კომენტარები დაწერეთ აქ.
არავითარი გადაწევა,გაიხსნას 17 აგვისტოს,ვისაც ესმის ნადირობის ხიბლი და სიამოვნებას იღებს მისგან ის თავისთავად არ ესვრის ჩოჩორს,ვისთვისაც სულ ერთია რას ესვრის ის სეზონის გახსნამდეც გავა მინდორში და ინადირებს,ასე რომ ვერ ვხედავ რეალურ მიზეზს სეზონის გადაწევის
დასავლეთ საქართვველოშიი მწყრის უმეტესობა აგვისტოს დასაწყისიჯდან მიფრინავს.რჩება მხოლოდ დაგვიანებული ბუდობა.და მაგის გამმო სეზონის გადაწევა არ მიმაჩნია სწორად
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!