მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო!
საკოორდინაციო საბჭო სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორანდუმის საფუძველზე, 49 სუბიექტისგან ჩამოყალიბდა (ამ სუბიექტებს წარმოადგენენ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბები, სამონადირეო მაღაზიები, სამონადირეო მეურნეობები, საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური საინიციატივო ჯგუფები და ა.შ.) რაც ყველაზე მსხვილ გაერთიანებას წარმოადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ამდენი ადამიანის ერთობამ ბევრი კარგი და საჭირო საქმის გაკეთების საშუალება მოგვცა.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ჩავერთოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქართულ რეალობას მორგებული საკანონმდებლო სივრცის შექმნაში, ასევე მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია ჩვენს ერთობას იურიდიული ფორმა მივცეთ.
ორგანიზაცია შეიქმნება, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის“ ფორმით და მასში მოღვაწე ხალხი, როგორც აქამდე, უანგაროდ გააგრძელებს ყველას ინტერესებისა და უფლებების დაცვას.
ორგანიზაციის დაფუძნება დაგეგმილია ა.წ. 1 მარტს.
ყველას გთხოვთ გაგვიზიაროთ მოსაზრებები და სურვილის შემთხვევაში ჩაერთოთ ორგანიზაციის დაფუძნებასა და საქმიანობაში.
ორივე ხელით აწეული ვუერთები ასეთ გონივრულ და სწორ გადაწყვეტილებას ისევ ბუნების მოყვარული დამცველი გულანთებული ჭეშმარიტი მონადირეები თუ დავიცვავთ დედაბუნებას“და სწორი გონივრული კანონის ფარგლებში გადავარჩენთ ასობით ათასი გულრწფელი მონადირეების ერთადერთ საყვარელ საქმეს გართობას სპორტს და აზარტს რასაც ნადირობა ქვია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!