გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოება
ჩვენ წარმოვადგენთ აპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი და ამოცანაა მონადირის უფლებების დაცვა, ნადირობის განვითარება, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და გარემოს დაცვა.
ჩვენთან გაწევრიანება შეუძლიათ როგორც იურიდიულ (კლუბები, გაერთიანებები), ასევე ფიზიკურ პირებს, ყველას, ვისაც აღელვებს ჩვენი ბუნებისა და ნადირობის ბედი.
საზოგადოების წევრებს საშუალება გექნებათ ჩაერთოთ ყველა პროცესში, რომელიც შეეხება ჩვენს საქმიანობას - ნადირობასა და სამონადირეო კანონმდებლობას საქართველოში.
ველოდებით ქალბატონების აქტიურობასა და ჩართულობას საზოგადოების საქმიანობაში.
ასევე გვაქვს სურვილი, რომ ჩვენს საქმიანობას იცნობდეს მომავალი თაობა, რათა გააგრძელონ საზოგადოების წამოწყებული საქმეები, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრადიციების შენარჩუნებას - მონადირეობა,თევზაობა,ბაზიერობა.
საზოგადოებაში გაწევრიანების მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენს Facebook-გვერდზე „გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოება“.
ჩვენი ქვეყნის ფლორისა და ფაუნის დაცვა და შენარჩუნება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი!
წყარო: https://www.facebook.com/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83
|