ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2019 » დეკემბერი » 14 » ახალი კანონპროექტი ნადირობის შესახებ    

06:35:59
ახალი კანონპროექტი ნადირობის შესახებ
საქართველოს   კანონი 
ველური ბუნებისა და ნადირობის მართვის შესახებ  
თავი I. ზოგადი დებულებები 
 
მუხლი 1. კანონის მოწესრიგების სფერო 
1. ეს კანონი ადგენს ველური ბუნების დაცვის, სანადირო სახეობების აღწარმოებისა და ნადირობის მომწესრიგებელ ძირითად ნორმებს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად. 
2. დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სახეობის ამოღებასთან, ასევე, სამეცნიერო მიზნით ცხოველთა სახეობის გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, აგრეთვე, სხვა მსგავსი საკითხები, რომელიც არ არის დარეგულირებული ამ კანონით, წესრიგდება შესაბამისი კანონმდებლობით. 
მუხლი 2. კანონის მიზნები 
ამ კანონის მიზნებია: 
ა) ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების უზრუნველყოფა და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს მდგრადი მართვა; 
ბ) სანადირო სექტორის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა; 
გ) ნადირობის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, შენარჩუნება და სოციალური თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სანადირო სისტემის შექმნა; 
დ) საქართველოს ფაუნის სახეობათა პოპულაციების გამრავლება მათი აღრიცხვის, მონიტორინგისა და აღწარმოების ღონისძიებების გამოყენებით. 
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  
ა) ადგილობრივი სანადირო სახეობა - საქართველოში მობინადრე სანადირო სახეობა; 
ბ) ბაზი - არის ამ კანონით განსაზღვრული მტაცებელი ფრინველი, რომლის ამოღება ხდება  ტრადიციული (ღაჟოს გამოყენებით) ან სხვა დაშვებული მეთოდებით და რომელიც გამოიყენება სანადირო საშუალებად; 
გ) ეგერი (ებგური) - სპეციალური ცოდნის მქონე პირი, რომელიც სანადირო სავარგულზე ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას; 
დ) თეორიული გამოცდა - მოიცავს სანადირო სახეობების აღწერილობას, ბიოლოგიას, სტატუსს, ნადირობის ეთიკის, მონადირის ვალდებულებებს, ნადირობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ძირითად მოთხოვნებს; 
ე) მინისტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; 
ვ) მონადირეთა ეროვნული გაერთიანება - ამ კანონით განსაზღვრული მონადირეთა ეროვნული გაერთიანება; 
ზ) მონადირეთა ერთიანი რეესტრი - ამ კანონით დადგენილი წესით მონადირეთა ეროვნული გაერთიანების სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა, რომელიც აერთიანებს ყველა მონადირეს; 
პროექტი
 
 
თ) პრაქტიკული გამოცდა - სანადირო იარაღის მოპყრობისა და გამოყენების უნარჩვევების შემოწმება; 
ი) სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  ველური ბუნების ეროვნული სააგენტო; 
კ) სავარგულის მმართველი -  სანადირო სავარგულის მართვაზე უფლებამოსილი სუბიექტი (ლიცენზიანტი, ნებართვის მფლობელი ან მონადირეთა ეროვნული გაერთიანება); 
ლ) საინფორმაციო  ბაზა -  მოქმედი და პოტენციური სანადირო სავარგულების ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სანადირო სავარგულების შესახებ; 
მ) სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 
ნ) სამონადირეო მეურნეობა - სანადირო სავარგულში სანადირო ცხოველთა აღწარმოებისა და სარგებლობისთვის, აგრეთვე, ტერიტორიის ტურისტული და რეკრეაზიული პოტენციალის განვითარებისთვის აუცილებელი კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის არსებობის შემთხვევაში; 
ო) სანადირო კვოტა - მოპოვების (ნადირობის) რაოდენობრივი ზღვარი (შეზღუდვა), რომელიც წესდება ამ კანონით დადგენილი წესით, დღიურად ან წლიურად და მტკიცდება მინისტრის  ბრძანებით; 
პ) სანადირო სავარგული - კანონმდებლობით დადგენილი წესით, სანადირო ცხოველთა აღწარმოებისა და ნადირობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია; 
ჟ) სანადირო სავარგულის მართვა - ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც განისაზღვრება სანადირო სავარგულის მართვის გეგმით; 
რ) სანადირო სახეობის აღწარმოება - სანადირო სავარგულების და ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო და კერძო პირების მიერ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ სანადირო სავარგულებში სანადირო სახეობის გამრავლებასა და შენარჩუნებას;  
ს) სანადირო სახეობის რეზერვატი - სანადირო სავარგულის ფარგლებში გამოყოფილი ტერიტორია, რომელშიც ხორციელდება სანადირო სახეობათა გამრავლებისა და დაცვის დამატებითი ზომები პოპულაციების გაზრდის მიზნით; 
ტ) სანადირო სახეობის ჰაბიტატი - ადგილი ან ადგილსამყოფლის ტიპი სადაც სანადირო სახეობა და მისი პოპულაცია ბუნებრივად არსებობს; 
უ) საშენი მეურნეობა - სანადირო სახეობის აღწარმოება ხელოვნურ პირობებში ამისთვის შესაბამისად მოწყობილ შენობა-ნაგებობებში, ტბორებში და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურაში; 
ფ) ტროფეი - ნანადირევი ან მისი ნაწილები, რომლებიც განსაზღვრულია შესანახად ან შესაფასებლად; 
ქ) უკანონო ნადირობა -  სანადირო სახეობის მოპოვების მიზნით განხორციელებული კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნებისმიერი ქმედება; 
პროექტი
 
 
ღ) უნიკალური ნიშანი - სპეციალური ნიშანი, რომელიც გამოიყენება ერთჯერადად, თითოეულ მონადირებული სანადირო სახეობის მოსანიშნად (გარდა გადამფრენი ფრინველებისა), მათი მონადირების კანონიერების იდენტიფიცირების მიზნით; 
თავი II. სანადირო სავარგული მუხლი 4. სანადირო სავარგულის სახეები 1. საქართველოში არსებობს შემდეგი სახის სანადირო სავარგულები: 
ა) საზოგადოებრივი სანადირო სავარგული; 
ბ) კერძო სანადირო სავარგული. 
2. საზოგადოებრივი სანადირო სავარგულის სტატუსი ენიჭება სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის  ან/და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, გარდა იმ ფართობებისა, რომელზეც ნადირობა აკრძალულია კანონმდებლობით. 
3. კერძო სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭება ხდება: 
ა) სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან/და მათი მომიჯნავე კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე (მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში), რომელზეც გაიცემა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია; 
ბ) მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც გაიცემა სამონადირეო მეურნეობის ნებართვა. 
მუხლი 5. სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები 1. სანადირო სავარგულის გამოყოფა დაუშვებელია დასახლების (სოფელი, დაბა, ქალაქი) საზღვრებში და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ სხვა ტერიტორიაზე. 
2. საზოგადოებრივი სანადირო სავარგული იქმნება: 
ა) გადამფრენი სანადირო სახეობის მასიური ბუდობისა და მოზამთრეობის სადგომებში; 
ბ) ადგილობრივი სანადირო სახეობების ბინადრობის ადგილებში, თუ იქ შესაძლებელია განხორციელდეს ამ სახეობების აღწარმოება და მათზე ნადირობა.  
3. ცალკეული სანადირო სავარგულის მოცულობა: 
ა) წვრილი სანადირო სახეობებისთვის (ფრინველები, კურდღელი, მელა, ტურა, შველი, მგელი, კვერნისებრები) არ უნდა იყოს 100 ჰექტარზე ნაკლები; 
ბ) მსხვილი სანადირო სახეობებისთვის არ უნდა იყოს 1000 ჰექტარზე ნაკლები.  
4. სანადირო სავარგულის საზღვრები (კოორდინატები) მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. მისი გადაცემის შემთხვევაში უნდა მოხდეს სავარგულის სათანადოდ მონიშვნა. 
მუხლი 6. ადმინისტრაციული წარმოება სანადირო სავარგულის შექმნასთან დაკავშირებით 1. ტერიტორიისთვის სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს მინისტრი, ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
პროექტი
 
 
2. ტერიტორიისთვის სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ინიციატორი შეიძლება იყოს: 
ა) საზოგადოებრივი სანადირო სავარგულის შემთხვევაში - სააგენტო ან მონადირეთა ეროვნული გაერთიანება; 
ბ) სალიცენზიო წესით სანადირო სავარგულის გადაცემის შემთხვევაში - სააგენტო ან დაინტერესებული პირი; 
გ) სანებართვო წესით  სანადირო სავარგულის შექმნის შემთხვევაში - შესაბამისი დაინტერესებული მესაკუთრე ან  მისი თანხმობის საფუძველზე, სხვა ნებისმიერი პირი.  
3. დაინტერესებული პირის ინიციატივის შემთხვევაში, განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შესახებ. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე სააგენტო ამზადებს სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტს.  
4. სააგენტოს ინიციატივის შემთხვევაში, სააგენტო ატარებს წინასწარ კვლევას ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გამოვლენის მიზნით და ამზადებს სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტს. 
5. ტერიტორიისთვის სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და საზოგადოების მოსაზრებების და შენიშვნები.   
6. სააგენტო ტერიტორიისთვის სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ ვადებში: 
ა) დაინტერესებული პირის ინიციატივის შემთხვევაში განცხადების რეგისტრაციიდან 50 დღის ვადაში; 
ბ) სააგენტოს ან გაერთიანების ინიციატივის შემთხვევაში ინიციატივის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში. 
7. ტერიტორიისთვის სანადირო სავარგულის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს სანადირო სავარგულის საზღვრებს, ფართობს, ჰაბიტატის დახასიათებას, არსებული სანადირო სახეობების ჩამონათვალს, სოციალურეკონომიკურ ფაქტორებს და სხვა აუცილებელ მონაცემებს. 
8. სააგენტოს გადაწყვეტილება სანადირო სავარგულის გამოყოფის თაობაზე, როგორც წესი, ძალაშია 10 წლის განმავლობაში. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს სხვა ვადა. ამ ვადაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აქტი შესაბამისი წინაპირობებეის არსებობისას.  
მუხლი 7. საინფორმაციო ბაზა სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს მოქმედი და პოტენციური სანადირო სავარგულების ერთიანი რეესტრი, კარტოგრაფიული მონაცემთა ბაზა და ერთიანი საინფორმაციო სისტემა. 
პროექტი
 
 
თავი III.  სანადირო სავარგულის მართვაში გადაცემა მუხლი 8. საზოგადოებრივ სანადირო სავარგულის მართვა და სავარგულით სარგებლობის წინაპირობები 1. საზოგადოებრივ სანადირო სავარგულს მართავს სააგენტო ან/და მის მიერ გაცემული დელეგირების საფუძველზე მონადირეთა ეროვნული გაერთიანება. 
2. საზოგადოებრივ სანადირო სავარგულში ნადირობა დასაშვებია სააგენტოს მიერ მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ (გარდა გადამფრენი სახეობებისა).  
3. საზოგადოებრივ სანადირო სავარგულში მართვის გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით. 
4. საზოგადოებრივ სანადირო სავარგულში მონადირის მიერ კონკრეტული სანადირო სახეობის ამოღების უფლება დადგენილი კვოტის ფარგლებში განისაზღვრება მონადირის მოწმობის კატეგორიის შესაბამისად, ყოველწლიური მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.   
5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის სალიცენზიო ან სანებართვო წესით გადაცემა დაუშვებელია.  
მუხლი 9. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემა 1. სანადირო სავარგულში სალიცენზიო წესით გაიცემა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია. 
2. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეიძლება დაიწყოს სააგენტოს ან დაინტერესებული პირის (ლიცენზიის მაძიებლის) ინიციატივით. 
3. ლიცენზიის მაძიებელი შეიძლება იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სამეწარმეო სუბიექტი ან სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირი. 
4. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. 
5. სამონადირეო მეურნეობის სააუქციონო და სალიცენზიო პირობები განისაზღვრება სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიების/ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგეგენილებით. 
6. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაიცემა ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. 
მუხლი 10. სამონადირეო მეურნეობის ნებართვის გაცემა 
1. სანადირო სავარგულში სანებართვო წესით გაიცემა სამონადირეო მეურნეობის ნებართვა. 
2. სანებართვო წესით სამონადირეო მეურნეობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ დაინტერესებული მესაკუთრის ინიციატივით, ან მისი თანხმობით მესამე პირის (ნებართვის მაძიებელი) განცხადების საფუძველზე. 
2. ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. 
პროექტი
 
 
3. სამონადირეო მეურნეობის ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. 
4. სამონადირეო მეურნეობის ნებართვის გაცემის პირობები განისაზღვრება „სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიების/ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგეგენილებით. 
5. სამონადირეო მეურნეობის ნებართვა გაიცემა ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. 
მუხლი 11. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების პირობები 1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სამონადირეო მეურნეობის სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შეატყობინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. 
2. სამონადირეო მეურნეობის სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის შემდეგ, თუ ლიზენზიანტი ან ნებართვის მფლობელი არ გამოასწორებს დარღვევას, სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზია ან ნებართვა. 
3. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების საფუძელი ასევე შეიძლება იყოს „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და 34-ე მუხლის მე-7 პუნქტები. 
4. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, რაც არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას. 
5. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით სავარგულის სხვა პირისთვის გადაცემამდე სააგენტო საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს სანადირო სავარგულის დროებითი მმართველი. 
თავი IV. სანადირო სავარგულის მართვა მუხლი 12. სანადირო სავარგულის მართვის გეგმა 1. სანადირო სავარგულის მმართველი ვალდებულია შეიმუშაოს სანადირო სავარგულის 10 წლიანი მართვის გეგმა. 
2. სანადირო სავარგულის მართვის გეგმის მიზანია შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში ცხოველთა სახეობების დაცვის, რეპროდუქციის, მდგრადი სარგებლობის და მონიტორინგთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა ნადირობის განხორციელების მიზნით. 
3. სანადირო სავარგულის მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს: 
ა) ინფორმაციას სანადირო სავარგულის მმართველის შესახებ (სახელწოდება, ორგანიზაციული ფორმა, წევრები, მმართველი ორგანოები, დანიშნული წარმომადგენელი და სხვა); 
ბ) სანადირო სავარგულის ტერიტორიის აღწერას (მდებარეობა, საზღვრები, მოცულობა, ლანდშაფტი, სქემატური რუკა, სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დახასიათება და სხვა), რომელიც, როგორც წესი, შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილებისაგან; 
გ) სანადირო სავარგულში არსებული სანადირო სახეობათა ჩამონათვლისა და მათი განვითარების პოტენციალის შესახებ მონაცემებს, სახეობათა აღწარმოების, დაავადებების 
პროექტი
 
 
გამოვლენის, შეტყობინების, პრევენციის, ლიკვიდაციის და სხვა ბიოტექნიკურ ღონისძიებებს; 
დ) ღონისძიებებს სანადირო სახეობის ჰაბიტატის კონსერვაციისა და მონიტორინგის შესახებ; 
ზ) სხვა ცალკეული ღონისძიებებს და მათი განხორციელების გეგმა-გრაფიკს. 
4. სანადირო სავარგულის მმართველი ვალდებულია შეასრულოს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები და სანადირო სავარგულით ისარგებლოს მხოლოდ ამ გეგმით განსაზღვრულ ფარგლებში. 
5. სანადირო სავარგულის მართვის გეგმის შემუშავების წესს სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს სამინისტრო. 
მუხლი 13. სავარგულის მმართველის უფლება-მოვალეობები 1. სანადირო სავარგულის მმართველი სანადირო სავარგულს წარმართავს ისე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს სანადირო სახეობათა გამრავლებისა და განვითარების პირობები. 
2. სანადირო სავარგულის მმართველი ვალდებულია: 
ა) მართოს სანადირო სავარგული და გამოიყენოს მართლზომიერად; 
ბ) უზრუნველყოს სანადირო სავარგულის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი დაფინანსება; 
გ) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 
3. სანადირო სავარგულის მმართველს სანადირო სახეობის მოპოვების უფლება აქვს არსებული მართვის გეგმის შესაბამისად დადგენილი კვოტის ფარგლებში. 
4. დადგენილი კვოტების ფარგლებში, შესაბამისი საფასურის გადახდისას სანადირო სავარგულის მმართველი უფლებამოსილია მონადირეს მისცეს ნადირობის განხორციელების უფლება. 
5. სავარგულის მმართველის მიერ სანადირო სავარგულის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია სანადირო სახეობათა აღწარმოებისთვის, სააგენტოსთან შეთანხმებით ან სანადირო სავარგულის მართვის გეგმების საფუძველზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა). 
6. სავარგულის მმართველის მიერ დაუშვებელია სანადირო სავარგულის მესაქონლეობის მიზნით გამოყენება (გარდა კერძო საკუთრებისა). 
7. სანადირო სავარგულში ნადირობის საფასური და მოთხოვნები მონადირეების მიმართ (მათ შორის მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხი) დგინდება სანადირო სავარგულის მმართველის მიერ. 
8. ნანადირევზე საკუთრების უფლების მონადირეზე გადასვლის საკითხი წესრიგდება მონადირესა და სანადირო სავარგულის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით. 
მუხლი 14. სანადირო სავარგულის რეზერვატი 1. ველური ბუნების მრავალფეროვნების დაცვისა და სანადირო სახეობების შენარჩუნებისა და გამრავლების მიზნით, სანადირო სავარგულში იქმნება სანადირო სახეობის გენოფონდის რეზერვატი, სადაც აკრძალულია ნადირობა, შექმნილია 
პროექტი
 
 
განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი და ხდება კონკრეტული სანადირო სახეობის გამრავლების ხელშემწყობი პირობების შექმნა. 
2. იმ შემთხვევაში თუ სანადირო სავარგული ან მის ნაწილი დაფარულია ზურმუხტის ქსელის სტატუსით, რეზერვატის შექმნისას უპირატესობა ენიჭება ამ ტერიტორიას ან მის ნაწილს.  
3. რეზერვატის ფართობი უნდა იყოს სანადირო სახეობის გამრავლებისა და შენარჩუნებისთვის საკმარისი, რაც თანხმდება სააგენტოსთან. 
4. რეზერვატის მოქმედების ვადა დგინდება სანადირო სახეობის გამრავლებისა და განვითარების ბუნებრივი ციკლიდან და ცხოველის კონკრეტული სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე. 
მუხლი 15. სანადირო სახეობათა გარემოდან ამოღება გამრავლების მიზნით 1. სანადირო სახეობების შეპყრობა, გადაყვანა, ტყვეობაში გამრავლება ან/და ბუნებრივ გარემოში დაბრუნება დასაშვებია ბიომრავალფეროვნების სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად. 
2. სანადირო სავარგულის მმართველი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია: 
ა) დაასაბუთოს სანადირო სახეობათა გამრავლების მიზნით გარემოდან ამოღების საჭიროების საკითხი; 
ბ) სააგენტოში წარადგინოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული დაგეგმილი ღონისძიებები და მოსალოდნელი სარგებლისა და პოტენციური რისკების შეფასება; 
გ) იმოქმედოს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად და მოახდინოს შესაბამისი სახეობის მონიტორინგი და ამის თაობაზე რეგულარულად აცნობოს სააგენტოს. 
3. სავარგულის მმართველი ვალდებულია გაათავისუფლოს დროებით ტყვეობაში მყოფი ან/და გამრავლებული სახეობა მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარული შემოწმების შემდგომ და სააგენტოს თანხმობის საფუძველზე. 
მუხლი 16. დაცული ან/და მკაცრად დაცული სახეობის გარემოდან ამოღება გამრავლების მიზნით 1. დაცული ანდა მკაცრად დაცული სახეობების გარემოდან ამოღება შესაძლებელია აღწარმოების მიზნით. 
2. სანადირო სავარგულის მმართველი, რომელიც ახორციელებს დაცული ან/და მკაცრად დაცული სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას და ტყვეობაში გამრავლებას, ვალდებულია: 
ა) კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, გააკეთოს შესაბამის სახეობათა გარემოდან ამოღების კონსერვაციის სტატუსზე მოსალოდნელი გავლენის შეფასება; 
ბ) სააგენტოში წარადგინოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული დაგეგმილი ღონისძიებები და მოსალოდნელი ეკოლოგიური სარგებლისა და პოტენციური რისკების შეფასება; 
გ) შესაბამისი სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღება, დატყვევება და გაშვება აწარმოოს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს მათი გარემოდან ამოღების აქტს, რომელშიც აღინიშნება: 
პროექტი
 
 
გ.ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული სახეობა, ზომა და სქესი; 
გ.ბ) სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების ადგილი და დრო; 
დ) ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ შესაბამის სანადირო სახეობას ინდივიდუალური იდენტიფიკაციის მიზნით გაუკეთოს ისეთი სპეციალური ნიშანი, რაც დამაზიანებელი არ იქნება მისი ჯანმრთელობისთვის და არ შეუზღუდავს მის ბუნებრივ გარემოში ნორმალურ არსებობას. 
3. აღწარმოებული სახეობა ბუნებაში გაშვების შემდგომ შესაძლებელია აისახოს ყოველწლიურ კვოტაში. ასეთ შემთხვევაში სანადირო სავარგულზე სახეობა იძენს სანადირო სახეობის სტატუსს. 
მუხლი 17. სანადირო სახეობათა აღწარმოება 1. სანადირო სახეობის აღწარმოება შეიძლება განხორციელდეს:  
ა) ბუნებრივ პირობებში, მათ შორის სანადირო სავარგულის რეზერვატის ტერიტორიაზე; 
ბ) ხელოვნურ პირობებში, გარდა სანადირო სავარგულის რეზერვატის ტერიტორიისა. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნით, სანადირო სავარგულის მმართველი: 
ა) ვალდებულია შექმნას  რეზერვატი; 
ბ) უფლებამოსილია შექმნას საშენი მეურნეობა. 
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაცული უნდა იქნას ამ კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნები. 
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაცული უნდა იქნას ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლების მოთხოვნები. 
5. სანადირო სავარგულში სანადირო სახეობების ხელოვნურ პირობებში აღწარმოების მიზნით, შესაძლებელია შესაბამისი ფუნქციის სპეციალური შენობა-ნაგებობობების, ტბორებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა. 
მუხლი 18. სანადირო სავარგულში ბიოტექნიკური და სხვა ღონისძიებები 1. სანადირო სავარგულის ტერიტორიაზე სანადირო სახეობის შენარჩუნებისა და გამრავლების ხელშეწყობა ხორციელდება შემდეგი ბიოტექნიკური და სხვა ღონისძიებების საშუალებით: 
ა) თავშესაფრების შექმნით;  
ბ) მტაცებლის რეგულირებით; 
გ) სამარილეების, საკვებურების მოწყობით და სანადირო ცხოველის საკვები გარემოს გამდიდრებით; 
დ) დაავადებების პრევენციიის ღონისძიებებით; 
ე) შესაბამისი დაცვის ღონისძიებების გამოყენებით; 
ვ) ჰაბიტატის გაუმჯობესებით და სხვა ღონისძიებებით. 
2. სანადირო სავარგულის მმართველი ვალდებულია: 
ა) სანადირო სავარგულის მართვის გეგმის შესაბამისად უზრუნველყოს სანადირო სახეოებათა, ასევე, სხვა სახეობათა მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი 
პროექტი
 
 
პოპულაციების შენარჩუნება, განახორციელოს სანადირო სახეობათა აღწარმოების პროგრამები; 
ბ) განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი, სანადირო სავარგულის მართვის გეგმის შესაბამისად. 
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას არ უნდა შეილახოს კერძო მესაკუთრის ინტერესი და შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს მასთან წინასწარი შეთანხმების შესაბამისად. 
4. გარეულ ცხოველთა ხელოვნური კვება დაშვებულია: 
ა) სანადირო სავარგულის მართვის გეგმის ფარგლებში; 
ბ) საგანგებო სიტუაციებში გონივრული ვადითა, რომლის თაობაზე სააგენტოს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცი. 
5. სანადირო სავარგულის მმართველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს სახეობების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ და შეუთანხმოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. 
6. სანადირო სავარგულის მმართველი უფლებამოსილია მიწის ნაკვეთის მოსარგებლესთან შეთანხმებით სანადირო სავარგულში  ამ მუხლით განსაზღვრული კვებისა და ნადირობისათვის აუცილებელი სხვადასხვა საშუალებები, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული ნადირობისათვის საჭირო საშუალებების მოწყობა საჭიროებს მიწის მესაკუთრის წინასწარ წერილობით თანხმობას.  
მუხლი 19. ჰაბიტატის აღდგენა 1. სანადირო სავარგულში, შესაბამისი კვლევების საფუძველზე, განისაზღვრება ჰაბიტატის აღდგენის საჭიროება, რომლის განხორციელების თაობაზე თანხმობას გასცემს სააგენტო. 
2. კერძო სანადირო სავარგულში ჰაბიტატის აღდგენის შესახებ ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სავარგულის მმართველს, ხოლო საზოგადოებრივ სავარგულზე - სააგენტოს ან მონადირეთა გაერთიანებას. 
3. ჰაბიტატის აღდგენის თაობაზე დგება პროექტი, რომელსაც სააგენტოს წარდგინებით შესაბამისი უფლებამოსილ უწყებებთან შეთანხმებით ამტკიცებს მინისტრი. 
4. თუ ჰაბიტატის აღდგენის ღონისძიებები გათვალისწინებულია სანადირო სავარგულის მართვის გეგმაში, მაშინ ჰაბიტატის აღდგენა ხდება მართვის გეგმის შესაბამისად ან ცვლილება შედის ამ გეგმაში. 
მუხლი 20. სანადირო სავარგულის მონიტორინგი და სავარგულის მმართველის ვალდებულება ინფორმაციის მიწოდების შესახებ 1. სანადირო სახეოების მონიტორინგი არის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება ბიომრავალფეროვნების სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და ამ კანონის შესაბამისად. 
2. სავარგულის მმართველი ვალდებულია განახორციელოს სავარგულის მუდმივი მონიტორინგი და ამ მიზნით სანადირო სავარგულში აწარმოოს: 
პროექტი
 
 
ა) ინფორმაციის შეკრება ჰაბიტატისა და ცხოველის სახეობის პოპულაციის მდგომარეობის შესახებ; ბ) მოპოვებული სანადირო სახეობების რაოდენობის აღრიცხვა და მონიტორინგი; გ) მოსახლეობის საჩივრების თაობაზე ინფორმაციის შეგროვება სასოფლო-სამეურნეო ნათესებისა და შინაური პირუტყვის განადგურების შესახებ. 
დ) სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით, უზრუნველყოს შიდა სააღრიცხვო ჟურნალის, აგრეთვე სანადირო სავარგულში სანადირო სახეობათა რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, რომელიც შესაბამისად უნდა აისახოს მონიტორინგის ანგარიშში; 
ე) ითანაშრომლოს სააგენტოსთან და სხვა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, წარუდგინოს მათ კანონმდებლობით დადგენილი ყველა სახის ინფორმაცია; 
ვ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევით ან/და დამოუკიდებელ მონიტორინგთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებას. 
3. სანადირო სავარგულის მმართველი ვალდებულია მონიტორინგის შედეგები წარუდგინოს სააგენტოს მის მიერ დადგენილი პერიოდულობით. 
4. სანადირო სავარგულზე სახეობების მონიტორინგი ხორციელდება როგორც სავალდებულო, ისე დამოუკიდებელი ფორმით. 
5. სავალდებულო მონიტორინგი ხორციელდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ, რომელსაც ორგანიზებას უწევს და აფინანსებს სანადირო სავარგულის მმართველი ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 
6. დამოუკიდებელი მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, სამეცნიერო ინსტიტუტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან/და სხვა დაინტერესებული პირების მიერ. 
7. სანადირო სავარგულის მმართველი ვალდებულია მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდოს წელიწადში ერთხელ სააგენტოს, ნადირობის ყოველწლიური კვოტის ვადის დადგენის მოთხოვნამდე არაუგვიანეს 3 კვირისა.  
8. სანადირო სახეობის მონიტორინგის მეთოდიკის საკითხი წესრიგდება მინისტრის ბრძანებით. 
თავი V. ნადირობა და სანადირო სახეობა მუხლი 21. ნადირობა 1. ნადირობა არის მონადირის მიერ, სანადირო სავარგულში, კანონმდებლობით დაშვებული საშუალებებით სანადირო სახეობის მოპოვება ან მოპოვების მიზნით განხორციელებული სხვა ქმედებები. 
2. ნადირობის განსახორციელებლის უფლება არსებობს, თუ: 
ა) პირი ფლობს მონადირის მოწმობას და დარეგისტრირებულია მონადირეთა ერთიან რეესტში; 
ბ) პირი ფლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს; 
პროექტი
 
 
გ) ადგილობრივი სახეობაზე ნადირობის შემთხვევაში, თუ პირი ფლობს უნიკალური ნიშანს; 
დ) საზოგადოებრივი სავარგულის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, თუ პირი ფლობს ნადირობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს; 
ე) კერძო სანადირო სავარგულის შემხთხვევაში, ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, თუ პირს აქვს სავარგულის მმართველის თანხმობა. 
3. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. 
მუხლი 21. ბაზიერობა 1. ბაზიერობა არის ნადირობის სახეობა, რომელიც მოიცავს საბაზიერო სატყუარა ფრინველების და საბაზიერო მტაცებელი ფრინველების გარემოდან ცოცხლად ამოღებას (დაჭერას), ასევე მტაცებელი ფრინველების დაგეშვას, გაწვრთნას და მათი გამოყენებით ნადირობას. 
2. ბაზისა ან/და საბაზიერო სატყუარა ფრინველების  გარემოდან ამოღება და გაშვება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. 
მუხლი 22. სანადირო საშუალებები 1. ნადირობა ნებადართულია:  
ა) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული საშუალებებით; 
ბ) ბაზით. 
2. აკრძალულია ნადირობის დროს უკანონო მეთოდების გამოყენება, სანადირო სახეობათა დაჭერა ან მოკვლა ისეთი საშუალებებით, რომელთა გამოყენებამ მოცემულ ტერიტორიაზე შესაძლებელია გამოიწვიოს ცხოველთა სახეობათა დაღუპვა ან მნიშვნელოვანი შემცირება. 
3. სანადიროდ საშუალებების მახასიათებლები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 
მუხლი 23. ბაზი და საბაზიერო სატყუარა ფრინველები 1. ბაზი არის საბაზიერო მტაცებელი ფრინველი (მიმინო (Accipiter nisus), შევარდენი (Falco peregrines), ქორი (Accipter gentilis), ალალი (Falco columbarius), მარჯანი (Falco subbuteo), ჩვეულებრივი კირკიტა (Falco tinnunculus), ასევე კანონიერ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სახეობის მტაცებელი ფრინველი რომლის საშუალებითაც ხორციელდება ნადირობა და ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვება. 
2. საბაზიერო სატყუარა ფრინველია ჩვეულებრივი ღაჟო (lanius collurio), სახლის ბეღურა (Passer domesticus), გარეული მტრედი (Columba livia), ჩვეულებრივი შოშია (Sturnus vulgaris), ასევე კერძო საკუთრებაში მყოფი სხვადასხვა სახეობის ფრინველი ან ცხოველი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაზიერო სატყუარად. 
3. მტაცებელი ფრინველის ყოლისას დაცული უნდა იქნეს ყველა პირობა, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. 
პროექტი
 
 
4. ბაზი სავალდებულოდ უნდა იყოს მარკირებული და რეგისტრირებული სააგენტოს მიერ, გარდა მიმინოსი (Accipiter nisus) და კირკიტასი (Falco tinnunculus), რომელთა მარკირება და რეგისტრაცია ნებაყოფილობითია.  
5. ბაზიერი, ბაზის მფლობელი მონადირე უფლებამოსილია მტაცებელი ფრინველით ინადიროს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მონადირე დამჭერ ფრინველთა სახეობის (ბაზის) გარემოდან ამოღების, ყოლის, სარგებლობისა და ბუნებაში დაბრუნების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 
მუხლი 24. ტერიტორიები, სადაც აკრძალულია ნადირობა, ნადირობის აკრძალვა ეთიკური მოტივით 1. ნადირობა აკრძალულია: 
ა) ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე; 
ბ) ახალშენ ბაღებსა და ვენახებში, აგრეთვე სანერგეებში (გარდა მესაკუთრის თანხმობისა); 
გ) აუღებელ მიწისზედა სასოფლო კულტურებში  (გარდა მესაკუთრის თანხმობისა); 
დ) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ტყე-პარკებსა და საშენ მეურნეობებში, აგრეთვე, ამ ტერიტორიების ორასი მეტრის რადიუსში; 
ვ) კანონმდებლობით აკრძალულ სხვა ტერიტორიაზე. 
2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კერძო საკუთრების მესაკუთრეს უფლება აქვს სარწმუნო ეთიკური საფუძვლების არსებობისას სააგენტოსგან მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ნადირობის განხორციელების აკრძალვა. მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ნადირობის აკრძალვა სანადირო სავარგულზე: 
ა) ქმნის სახეობათა რაოდენობის შენარჩუნებისა და ჰაბიტატების დაცვის საფრთხეს, 
ბ) იწვევს სახეობათა ჭარბ ზრდას, რომელიც სახიფათო იქნება სოფლის, სატყეო და თევზსარეწი მეურნეობებისათვის ან/და გ) წარმოშობს სხვა სახის საფრთხეებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისათვის. 
3. თუ ეთიკური საფუძვლებით გათავისუფლებულ ნაკვეთზე ნადირობადაშვებული ტერიტორიიდან შედის დაჭრილი ნადირი, მაშინ ამ ნაკვეთზე შესაძლებელია ნადირობის განხორციელება იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია დაჭრილი ნადირის გარემოდან ამოსაღებად. 
4. მოთხოვნა კერძო მიწის ნაკვეთზე ნადირობის განხორციელების აკრძალვის თაობაზე დაუშვებელია, თუ განმცხადებელი თვითონ არის მონადირე. 
5. ეთიკური მოტივების საფუძველზე აკრძალული არეალი უნდა იყოს შემოღობილი ან მონიშნული ყოველ 50 მეტრში, ხოლო ყოველ 20 მეტრში იმ შემთხვევაში, თუ რელიეფი, მცენარეული საფარი ან სხვა ფაქტორები ქმნის ამის საჭიროებას. 
6. თუ ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წინაპირობები იცვლება, მაშინ სააგენტო დაინტერესებული პირის განცხადების საფუძელზე ან საკუთარი 
პროექტი
 
 
ინიციატივით უფლებამოსილია მოახდინოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. 
მუხლი 25. სანადირო სახეობა და მასზე საკუთრების უფლება 1. სანადირო სახეობა არის ცხოველთა სამყაროს მიუთვნებული ობიექტი, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, სანადირო სახეობების ჩამონათვალი განისაზღვრება კონკრეტული სახეობის პოპულაციის  რაოდენობიდან და სარგებლობის ტრადიციებიდან გამომდინარე. 
3. სანადირო სახეობა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ის ხდება მონადირის საკუთრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მონადირებულ (მოპოვებულ) იქნა კანონით დადგენილი წესით. 
4. თუ სანადირო სახეობა აღწარმოებულია სანადირო საშენ მეურნეობაში და ბინადრობს შემოღობილ სანადირო სავარგულში, ის წარმოადგენს სავარგულის მმართველის საკუთრებას.  
მუხლი 26. სანადირო სავარგულის ეგერი 1. ეგერი არის პირი, რომელიც სანადირო სავარგულზე სააგენტოს ზედამხედველობისა და კოორდინირების ქვეშ ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტის დაცვას, აღრიცხვას, მონიტორინგს, დაავადებათა კონტროლს, ბიოტექნიკურ და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებს. 
2. ამ მუხლის პირველი პუქტის მიზნებისთვის ეგერი უფლებამოსილია: 
ა) გააჩეროს პირი და შეამოწმოს მის მიერ ნადირობის კანონიერად განხორციელების საფუძვლები; 
ბ) საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პირის იდენტიფიცირება (მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო თუ პირი უარს აცხადებს დოკუმენტის წარდგენაზე გადაუღოს ფოტოსურათი); 
გ) ატაროს სამსახურებრივი იარაღი; 
3. სავარგულის მმართველის მირ ხდება უფლებამოსილი პირის (ეგერის) კანდიდატურის წარმოდგენა, რომელსაც ნიშნავს სააგენტო შესაბამისი გამოცდის საფუძველზე. 
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეგერი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ნადირობის წესების დარღვევის ფაქტებზე შეაბამისი ორგანოს დროული ინფორმირება. 
5. ეგერის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 
მუხლი 27. ნადირობის ვადები 1. ნადირობის ვადების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სანადირო სახეობათა კონსერვაციისა და რეპროდუქციის პირობები, პოპულაციის რაოდენობა და ნადირობის პრაქტიკული განხორციელების რეალური წინაპირობები. 
2. ამ მუხლით განსაზღვრული ნადირობის ვადების დადგენა ხდება მინისტრის ბრძანებით. 
პროექტი
 
 
მუხლი 28. სატროფეო და სელექციური ნადირობა 1. სატროფეო და სელექციური ნადირობა შესაძლებელია განხორციელდეს სანადირო სახეობებზე. 
2. სატროფეო ნადირობა შესაძლებელია განხორციელდეს მამრობითი სქესის ზღვრულ ასაკს მიღწეულ ინდივიდზე. 
3. სელექციური ნადირობა შესაძლებელია განხორციელდეს მამრობითი და მდედრობითი სქესის ინდივიდზე, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის დეფექტები, ხელისშემშლელია სახეობის სელექციური გაუმჯებესებისა და განვითარებისათვის. 
4. სატროფეო ნადირობის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები გამოყენებულ უნდა იქნას იგივე სახეობის აღწარმოების მიზნებისათვის. 
5. სელექციური ნადირობა დაუშვებელია ფულადი სახსრების მიღების მიზნით.  
6. სატროფეო და სელექციური ნადირობა რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
მუხლი 29. ნადირობის წლიური და დღიური კვოტა 1. ნადირობის წლიური კვოტა არის სანადირო სახეობის მოპოვების მაქსიმალური ოდენობა სანადირო სეზონის განმავლობაში, ხოლო ნადირობის დღიური კვოტა არის სანადირო სახეობის მაქსიმალური ოდენობა ერთი დღის განმავლობაში. 
2. წლიური კვოტა დგინდება მხოლოდ იმ სანადირო სახეობაზე, რომლის მდგრადი სარგებლობისთვის საჭიროა მაქსიმალური ლიმიტის დადგენა. 
3. დღიური კვოტა დგინდება იმ სანადირო სახეობზე, რომელთა რიცხოვნობა მაღალია ან/და სწრაფად მრავლებადია და შესაბამისად არ საჭიროებენ წლიური კვოტის (ლიმიტის) დადგენას. 
4. გარკვეულ სანადირო სახეობებზე შესაძლებელია არ დადგინდეს სავალდებულო წლიური ან დღიური კვოტა, ასეთ შემთხვევაში სანადირო კვოტის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს შესაბამისი სანადირო სავარგულის მმართველს. 
5. ცხოველთა ინვაზიურ სახეობებზე შეიძლება არ დადგინდეს წლიური კვოტები და მათზე ნადირობის სეზონზე ნადირობა დასაშვებია კვოტის გარეშე.  
6. სანადირო სავარგულის მმართველი ყოველწლიურად, საანგარიშო წლის არაუადრეს 1 მარტისა და არაუგვიანეს 1 ივნისისა სააგენტოს წარუდგენს წინადადებებს ნადირობის წლიური და დღიური კვოტების შესახებ. 
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული კვოტირების პროექტი უნდა ეყრდნობოდეს მონიტორინგის შედეგებს. 
9. წლიური და დღიური კვოტა შესაძლებელია დადგინდეს სანადირო სეზონზე ცალკეული რეგიონისა და ადგილებისათვის. 
10. სანადირო სავარგულის მმართველი უფლებამოსილია ისარგებლოს სანადირო სახეობთ მხოლოდ დადგენილი კვოტების ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა. 
პროექტი
 
 
მუხლი 30. საზოგადოებრივ სანადირო სავარგულში ნადირობის მოსაკრებელი და საფასური  1. საზოგადოებრივ სავარგულში ნადირობის განსახორციელებლად მონადირე ვალდებულია გადაიხადოს მონადირის მოწმობის კატეგორიების შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი: 
ა) მოსაკრებელი; 
ბ) საფასური, რომელიც მოიცავს მოსაკრებელსაც.  
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი დგინდება გადამფრენი სანადირო სახეობებისთვის ერთი სეზონისთვის. 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური დგინდება ერთი უნიკალური ნიშნისთვის. 
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უნიკალური ნიშანი სააგანტოს მიერ გაიცემა აუქციონის ან ლატერიის (არანაკლებ 50%-ისა) მეშვეობით. მოსაკრებელს შესაბამის ბიუჯეტში იხდის სააგანტო უნიკალური ნიშნის რეალიზებისგან მიღებული შემოსავლებიდან. 
5. საზოგადოებრივ სანადირო სავარგულში ნადირობის საფასური ცალკეული სახეობების შესაბამისად დგინდება სააგენტოს გადაწყვეტილებით. 
მუხლი 30. კერძო სანადირო სავარგულში ნადირობის მოსაკრებელი და საფასური  1. კერძო სანადირო სავარგულში ნადირობის საფასურის დადგენისას მხედველობაში მიიღება არსებული მოსაკრებელი, რომელიც ხდება დადგენილი საფასურის ნაწილი და მისი გადახდის ვალდებულება ეკისრება სავარგულის მმართველს. 
2. კერძო სავარგულში საფასურის ოდენობას განსაზღვრავს სავარგულის მმართველი. 
3. კერძო სანადირო სავარგულში მონადირის მიერ საფასურის გადახდა ხორციელდება მხარეებს შორის შეთანხმებით. 
მუხლი 31. ნანადირევის ტრანსპორტირების წესი 1. ნადირობის შედეგად გარემოდან ამოღებული სანადირო სახეობის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა და ინვაზიური სახეობებისა) ტრანსპორტირება დასაშვებია სპეციალური  უნიკალური ნიშნით, რომელიც ადასტურებს სანადირო სახეობის კანონიერი გზით მოპოვებას. 
2. სპეციალური უნიკალური ნიშნის პარამეტრები და გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 
თავი VI. მონადირე და ნადირობის უფლება მუხლი 32. მონადირე, მონადირის სტატუსის შეჩერება ან გაუქმება 1. მონადირე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩააბარებს მონადირის გამოცდას, აიღებს  მონადირის მოწმობას და დარეგისტრირებულია მონადირეთა ერთიან რეესტრში. 
2. მონადირის მოწმობა არის 3 კეტეგორიის: 
ა) A კატეგორია - გადამფრენ ფრინველზე ნადირობის უფლება; 
ბ) B კატეგორია - ყველა სანადირო სახეობაზე ნადირობის უფლება; 
გ) C კატეგორია - ბაზით ნადირობის უფლება. 
პროექტი
 
 
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მატარებელი მონადირე პირი არის ბაზიერი, რომელიც ახორციელებს გარკვეულ სანადირო სახეობებზე ნადირობას ბაზის გამოყენებით.  
4. ნადირობის მოწმობა შესაძლებელია გაიცეს ერთ ან რამდენიმე კატეგორიაზე ერთდროულად, შესაბამისი კატეგორიების მითითებით. ნადირობის მოწმობა გაიცემა უვადოდ. 
5. თუ მონადირე არ იხდის მონადირეთა ეროვნული გაერთიანების საწევროს, მას უჩერდება ნადირობის უფლება, რომელიც ავტომატურად განახლდება საწევროს გადახდისთანავე.  
6. თუ მონადირე არღვევს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებს, მას ნადირობის მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია შეუჩერდეს ან ჩამოერთვას ნადირობის უფლება. ნადირობის უფლების შეჩერება შესაძლებელია 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. 
7. ნადირობის წესების მსუბუქი დარღვევის შემთხვევაში, მონადირეს შესაძლებელია მიეცეს გაფრთხილება. 
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება მონადირეთა ეროვნული გაერთიანებაში არსებული ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე. 
9. მონადირეთა ერთიან რეესტრში გაწევრიანების შემდეგ, მონადირე ვალდებულია შეასრულოს მონადირეთა ეროვნული გაერთიანების წესდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. 
მუხლი 33. მონადირის გამოცდა 1. მონადირის გამოცდის ჩაბარების უფლება საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. 
2. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, მონადირის გამოცდის ჩაბარების უფლება ასევე შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. 
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა დროებითი მოწმობა.   
4. დროებითი მოწმობით ნადირობა შესაძლებელია მხოლოდ მეურვე მონადირის უშუალო ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ. ამ შემთხვევაში გამოიყენება მეურვე მონადირის კუთვნილი იარაღი. 
5. დროებითი მოწმობის ვადის გასვლის შემდეგ, პირზე ავტომატურად გაიცემა ნადირობის მუდმივი მოწმობა, თუ მის მიმართ არ ფიქსირდება ისეთი დარღვევა, რომელიც ნადირობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის, ან ნადირობის მოწმობის ჩამორთმევის საფუძველია. 
6. მონადირის გამოცდას ატარებს სააგენტო ან/და მის მიერ დელეგირებული ორგანო. 
7. მონადირის გამოცდის ჩატარების წესსა და პირობებს სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.  
მუხლი 34. ნადირობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის  1. უცხო ქვეყნის მოქალაქის ნადირობის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატურად მოქმედებს ერთი თვის ვადით.  
პროექტი
 
 
2. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ყოფნა აღემატება ერთ თვეს, მაშინ ის ვალდებულია მოწმობა აღიარების მიზნით წარადგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში. 
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დგინდება ქვეყნების სია და აღიარების წესი, რომელიც ადგენს ამ ქვეყნების მოქალაქეების ნადირობის მოწმობის დაუყოვნებლივ ან გადამოწმების შემდგომ აღიარების წესს. 
თავი VII. საქართველოს მონადირეთა ეროვნული გაერთიანება მუხლი 35. მონადირეთა ეროვნული გაერთიანება 1. საქართველოს მონადირეთა ეროვნული გაერთიანება არის სააგენტოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არამომგებიანი) იურიდიული პირი. 
2. მონადირეთა ეროვნულ გაერთიანება არის წევრობაზე დაფუძნებული. 
მუხლი 36. მონადირეთა ეროვნული გაერთიანების უფლებამოსილებები 1. მონადირეთა ეროვნული გაერთიანება უფლებამოსილია: 
ა) სააგენტოს მიერ დელეგირების შემთხვევაში, განახორციელოს სანადირო სავარგულის მართვა; 
ბ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით შეადგინოს და აწარმოოს მონადირეთა რეესტრი; 
გ) სააგენტოს მიერ დელეგირების შემთხვევაში, შეიმუშაოს მონადირის გამოცდის საკითხები და უზრუნველყოს შესაბამისი კურსების ორგანიზება; 
დ) განახორციელოს დამოუკიდებელი მონიტორინგი მის დაქვემდებარებაში არსებულ სანადირო სავარგულებზე, აგრეთვე ნადირობის სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სახის კვლევები; 
ე) შეიმუშაოს მის მართვაში არსებული სანადირო სავარგულის მართვის გეგმა; 
ვ) დაადგინოს მონადირეთა ეროვნული გაერთიანების საწევრო შენატანის ოდენობა;  
ზ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 
2. მონადირეთა ეროვნული გაერთიანება თავისი უფლებამოსილებებისა და მიზნების ეფექტური განხორციელებისათვის ქმნის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და აფუძნებს არაკომერციული, არამომგებიანი მიზნებისთვის ადგილობრივ ან/და რეგიონალურ ორგანიზაციულ წარმონაქმნებს. 
3. მონადირეთა ეროვნული გაერთიანება ვალდებულია სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს გაუზიაროს მონადირეთა ერთიან სახელმწიფო რეესტრზე წვდომის უფლება. 
მუხლი 37. მონადირეთა ეროვნული გაერთიანების დაფინანსება 1. მონადირეთა ეროვნული გაერთიანების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები, სააგენტოს მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაცემული სახსრები, საკუთარი შემოსავლები და გრანტები. 
2. მონადირეთა ეროვნული გაერთიანება ადგენს საწევრო გადასახადის ოდენობას, რომლის გადახდის ვალდებულება აქვს მონადირის სტატუსის მქონე ყველა პირს.  
პროექტი
 
 
3. მონადირეთა ეროვნული გაერთიანების ადმინისტრაციული აპარატის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ბიუჯეტის 10%. 
4. დანარჩენი ხარჯები უნდა გადანაწილდეს ეგერის საქმიანობის, აღწარმოებისა და კვლევების განხორციელებისათვის. 
5. სანადირო სავარგულში სანადირო სახეობათა აღწარმოების ხარჯები არ უნდა იყოს  მონადირეთა ეროვნული გაერთიანების მთლიანი ბიუჯეტის 35% ნაკლები. 
მუხლი 38. მონადირეთა ეროვნულ გაერთიანებაში გაწევრიანება 1. მონადირეთა ეროვნულ გაერთიანებაში პირი ავტომატურად წევრიანდება მონადირის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთანავე. 
2. მონადირეთა ეროვნული გაერთიანების წევრობის შეჩერებისა და გაუქმების საფუძვლები დგინდება ამ კანონის და მონადირეთა ეროვნული გაერთიანების წესდებით. 
მუხლი 39. მონადირეთა ეროვნულ გაერთიანებაზე უფლების დელეგირება 1. სააგენტო უფლებამოსილია სამინისტროსთან შეთანხმებით მოახდინოს მისი ფუნქციების დელეგირება მონადირეთა ეროვნულ გაერთიანებაზე, თუ  უზრუნველყოფილი იქნება ამ ფუნქციების ეფექტურად განხორციელება. 
 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ზოგიერთი ფუნქციის შესრულება შესაძლებელია დაეკისროს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს. 
3. დელეგირების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი და იდება  ხელშეკრულება. 
თავი VIII. ნადირობის კონტროლი და პასუხისმგებლობა ნადირობის წესების დარღვევისათვის მუხლი 40. ნადირობისა და სანადირო სახეობათა აღწარმოების სახელმწიფო კონტროლი ნადირობის წესების დარღვევისათვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 
მუხლი 41. პასუხისმგებლობა 1. პასუხისმგებლობა ნადირობის წესების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.  
2. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 
თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 42. არსებული სანადირო სავარგულები ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სამონადირეო მეურნეობა და მასზე გაცემული ლიცენზია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება ის უფლებამოვალეობები, რომელიც მის მიმართ მოქმედებდა ამ კანონის ამოქმედებამდე. მუხლი 43. მონადირე გარდამავალ პერიოდში 1. გარდამავალ პერიოდში A კატეგორიით გათვალისწინებული ნადირობის უფლება აქვს პირს, რომელიც ამ კანონის ამოქმედებისთვის ფლობს კანონით დადგენილ სანადირო იარაღს ან/და წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც განხორციელებული ნადირობის მოსაკრებლის გადახდის 
პროექტი
 
 
დამადასტურებელ დოკუმენტს, მიმართავს მონადირეთა ეროვნულ გაერთიანებას, გაწევრიანდება მონადირეთა ერთიან რეესტრში და მიიღებს მონადირის მოწმობას. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნადირობის უფლება, ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეჩერდება და აღდგება მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემდგომ.  
მუხლი 44. მონადირეთა ეროვნული გაერთიანება გარდამავალ პერიოდში 1. მონადირეთა ეროვნულ გაერთიანებას კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში აფუძნებს სააგენტო. მონადირეთა ეროვნული გაერთიანების დაფუძნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სააგენტოს წარდგინების საფუძელზე მინისტრი ნიშნავს გაერთიანების დროებით მმართველს, რომელიც, თავის მხრივ, მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამუშაოსაკონსულტაციო ჯგუფს. დროებითი მმართველის და სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან. 
2. დროებით მმართველი და სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფი სააგენტოსთან ერთად აორგანიზებს და უზრუნველყოფს მოწმობის გაცემას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის 43-ე მუხლით.  
3. მონადირის მოწმობის ფორმას სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 
4. მონადირეთა დროებითი მმართველი ვალდებულია არაუგვიანეს 2 წლისა მოიწვიოს მონადირეთა ეროვნული გაერთიანების პირველი კრება, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ ცალკეული მუნიციპალიტეტის დელეგატებს.  
5. დელეგატები ღია წესით ირჩევა ადგილობრივი მონადირეებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელთა რაოდენობა ცალკეულ მუნიციპალიტეტში არ უდა აღემატებოდეს 5 დელეგატს.  
6. მონადირეთა ეროვნული გაერთიანების პირველ კრებაზე აირჩევა მმართველი ორგანოები (გაერთიანების თავმჯდომარე, გამგეობა და ეთიკის კომისია) და მტკიცდება გაერთიანების წესდება. 
7. მონადირეთა დროებით მმართველს და სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფს უფლებამოსილება უწყდება მონადირეთა ეროვნული გაერთიანების პირველი კრების ჩატარებისა და მმართველი ორგანოების არჩევისთანავე. 
მუხლი 45. ამ კანონის განხორციელების მიზნით მისაღები ნორმატიული აქტები 1. ამ კანონის განხორციელების მიზნით მიღებული უნდა იქნას შემდეგი სამართლებრივი აქტები: 
ა) „სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიების/ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგეგენილება; 
ბ) „სანადირო სახეობათა აღრიცხვისა და მონიტორინგის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება; 
გ) „სანადირო სახეობათა ჩამონათვალისა და სანადირო კვოტის განსაზღვრის წესის შესახებ“ მინისტრის ბრძანება; 
პროექტი
 
 
დ) „სანადირო საშუალებებისა და ნადირობის ვადების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანება; 
ე) „მონადირე დამჭერ ფრინველთა სახეობის (ბაზის) გარემოდან ამოღების, ყოლის, სარგებლობისა და ბუნებაში დაბრუნების წესების შესახებ“ მინისტრის ბრძანება; 
ვ) „სანადირო სახეობის გარემოდან ამოღების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესის შესახებ“ მინისტრის ბრძანება; 
ზ) „სანადირო სავარგულის მართვის გეგმის შემუშავების წესის შესახებ“ მინისტრის ბრძანება; 
თ) „ეგერის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესის შესახებ“ მინისტრის ბრძანება; 
ი) „მონადირის გამოცდის ჩატარების წესსა და პირობების შესახებ“ მინისტრის ბრძანება; 
კ) „მონადირის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს სააგენტოს ბრძანება. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტები მიღებული უნდა იქნას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. 
 
მუხლი 46. კანონის ამოქმედება 
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 42-ე-45-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქმეყნებიდან 1 წლის ვადაში. 
2. ამ კანონის 42-ე-45-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

წყაროhttps://www.facebook.com/groups/410680816369922/permalink/608454833259185/
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 2496 | დაამატა: giohunt1982 | ტეგები: ახალი, ნადირობის, შესახებ, კანონპროექტი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 gugalo   (12.03.2020 23:40:32) [მასალა]
მალე ნადირობა მდიდრების გართობად გადაიქცევა,ხოდა ჩვენ მონადირე ძაგლები დაგვრჩება ბუტაფორიად ამისკენ მივდივართ

0   Spam
7 gocha5555   (04.02.2020 12:21:46) [მასალა]
ეს კანონი კი არა საშინელებაა ძმებო

0   Spam
6 gocha5555   (18.01.2020 21:20:39) [მასალა]
აბა კაის ელოდებით რამეს უარესს იზამენ ჯერ სად ვართ

0   Spam
5 firali81   (09.01.2020 18:58:12) [მასალა]
ეს კანონპროექტიი არ ითვალისწინებს სანადირო გარემოს გაუმჯობესებას, არც ბუნების დაცვას. ეს კანონპროექტი მონადირეებისაგან მხოლოდ დამატებითი თანხების აკუმულირებას მოახდენს. რასაკვირველია , სრულიად არ ვეთანხმების მოცემულ კანონპროექტს. მონადირების აზრი აქ გათვალისწინებული არ აქვთ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ კანონპროექტი დაწერილია, სრულიად არაპროფესიონალი, (ნადირობის და ბუნების არმცოდნე) ადამიანების მიერ.

0   Spam
4 khvicha   (08.01.2020 14:11:04) [მასალა]
ეს კანონი საფრთხის შემცველია და ითვალისწინებს მხოლოდ ფულიანი ხალხის ეგრეთ წოდებულ ნადირობა, გორაობას და კარგი მაყუთის მოტეხვას.

0   Spam
3 abogachechiladze   (08.01.2020 13:31:52) [მასალა]
რაღაც კარგია რაღაც ცუდია.
1. ის ნამდვილად არის აუცილებელი რომ ყველა მონადირემ იცოდეს ნადირობის წესები.
2. ცუდი ის არის რომ საქართველოში ისედაც ცოტაა სანადირო ტერიტორია და უფასოდ სანადირო ადგილი აღარ დარჩება. მეურნეობაში კი ერთეულები ანუ ფულიანი ხალხი ინადირებს.
[color=red]

0   Spam
2 eagle   (28.12.2019 20:42:36) [მასალა]

0  
1 giohunt1982   (27.12.2019 06:44:43) [მასალა]
კარგად წაიკითხეთ და გაანალიზეთ თუ რა საფრთხის შემცველია ეს კანონი. 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика