11 ოქტომბერს, გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ტარდება რეგიონალური (გუნდური) შეჯიბრი სპორტინგში.
სახელწოდებით „გავარდნილები 2020 ჩოხატაური“
მონადირეთა ჯგუფ „ძამას“ და მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ბაზიერის“ ორგანიზებით.
შეჯიბრის მხარდამჭერი და სპონსორები არიან სანადირო მაღაზიათა ქსელი "ვესტერნი" და მონადირის მაღაზია "მონადირე"
შეჯიბრის დასაწყისი 10:00 საათზე.
შეკრება 09:00 საათზე ჩოხატაურის მიმდებარედ, რომპეტროლის ბენზინ გასამართ სადგურთან.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით შეჯიბრის წესდებას.
მონაწილეობის საფასური თიბისი ბანკის ანგარიშზე: GE22TB7038945061600032
მიმღები გიორგი სარიშვილი.
საკონტაქტო ტელ: 557-927-100 577-957-048
შეჯიბრის წესდება:
რეგიონიდან ან ქალაქიდან შესაძლებელია იყოს რამოდენიმე გუნდი წარმოდგენილი. ანუ სამ კაციანი რამოდენიმე გუნდი, რომელიც წარმოადგენს კონკრეტულ ქალაქს ან რეგიონს და ა.შ.
მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 55 ლარს
.
მონაწილეები გაისვრიან 40 ვაზნას , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 40
.
(შეჯიბრის მსვლელობის დროს მსაჯის დაუმორჩილებლობა ნიშნავს ავტომატურ დისკვალიფიკაციას)
....
1. მონაწილეობის ღირებულება 55 ლარი
2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ რამოდენიმე პოზიციიდან. პოზიციების რაოდენობას და თეფშების ტრაექტორიებს, მონაწილეები გაეცნობიან მხოლოდ შეჯიბრის დღეს.
3. თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა ფინალისტი სამეულის (სამი გუნდი ) გამოსავლენად პირველ აცილებამდე. გადასროლაში მონაწილეობას იღებენ გუნდების კაპიტნები. წინა ტურში აღებული ქულები არ განულდება და გუნდს გადაჰყვება ფინალში!
4. სასიგნალო დუპლეტის შემთხვევაში თუ მეორე თეფში გამოვიდა გატეხილი დაინიშნება გადასროლა და ჩაითვლება მხოლოდ პირველი თეფშის შედეგი. იგივე წესი მოქმედებს სინქრონული დუპლეტის შემთხვევაშიც.
4.1. მსროლელს უფლება აქვს არ მიიღოს არასწორი ტრაექტორიით გამოსული თეფში და მოითხოვოს გადასროლა.
თუ მსროლელი მიუხედავად არასწორი ტრაექტორიისა მიიღებს თეფშს და განახორციელებს გასროლას, შედეგი ჩაითვლება უპირობოდ!
4.2 თეფში გატეხილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას მოსცილდება თვალით შესამჩნევი ნატეხი ან გატყდება მთლიანად! ყველა სხვა შემთხვევაში ითვლება აცილება!
თუ გასროლის შემდეგ თეფშმა მხოლოდ ტრაექტორია შეიცვალა და არ ჩანს ნატეხი, მაშინ ითვლება აცილებად!
4.3. ნახევრად ავტომატური თოფების შემთხვევაში თუ კი არ მოხდა გადატენვა და შესაბამისად შეუძლებელია მეორე გასროლა, ამ შემთხვევაში ინიშნება გადასროლა, პირველი შედეგის ჩათვლით.
4.4. მსროლელი ვალდებულია შეამოწმოს თოფის დამცველი ყოველი გასროლის წინ. უკან დარჩენილი დამცველის შემთხვევში ითვლება აცილება! დუპლეტის შემთხვევაში ორი აცილება!
4.5 მსროლელს ქულის გაპროტესტება შეუძლია მხოლოდ სასროლ პოზიციაზე! სასროლი პოზიციის დატოვების შემდეგ მსროლელის არანარი პრეტენზია არ მიიღება და უპირობოდ ჩაითვლება პოზიციის დატოვებამდე გამოცხადებული შედეგი. პოზიციაზე სროლის დამთავრების შემდეგ, მსროლელმა მისი ქულების რაოდენობა უნდა იკითხოს მსაჯთან ადგილზე.
4.6 გადასროლა. ნახევრად ავტომატური თოფების შემთხვევაში თუ არ მოხდა გასროლის შემდეგ მეორე ვაზნის მიწოდება სავაზნეში, დაინიშნება გადასროლა, პირველი ვაზნის შედეგის ჩათვლით. არგადატენვის ხშირი ან ზედიზედ განმეორების შემთხვევაში მსროლელი ვალდებულია შეცვალოს თოფი!
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!!
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით!
მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით!
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული რესივერით, „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
მონაწილეს წესების დარღვევის პირველ შემთხვევაზე მიეცემა გაფრთხილება! განმეორებით წესების დარღვევის შემთხვევაში ჩაეწერება მინუს -1 ქულა!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს თან!!
11. მონაწილე გუნდებმა შეჯიბრის საფასური უნდა ჩარიცხონ წინასწარ მითითებულ ანგარიშზე 8 ოქტომბრამდე! 8 ოქტომბრის შემდეგ ჩარიცხვა არ მიიღება და შესაბამისად გუნდი რომელსაც მითითებულ ვადაში არ ექნება ჩარიცხული შეჯიბრში მონაწილეობის საფასური ვერ მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში!
12. მონაწილეობის ყველა მსურველი ვალდებულია გაეცნოს შეჯიბრის წესდებას!
შეჯიბრში მონაწილეობის საფასურის ჩარიცხვა, ანუ მონაწილეობის სურვილი, ნიშნავს, რომ
ეთანხმებით შეჯიბრის წესდებას!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!