მთავარი » 2020»აგვისტო»21 » სიახლე მონადირეებისათვის: მოსაკრებლის ქვითრის ნადირობისას ტარება თანხის გადახდიდან 7 დღის შემდგომ სავალდებულო აღარ იქნება
17:05:38
სიახლე მონადირეებისათვის: მოსაკრებლის ქვითრის ნადირობისას ტარება თანხის გადახდიდან 7 დღის შემდგომ სავალდებულო აღარ იქნება
ყურადღება!
შევიდა ცვლილება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესში, კერძოდ: თუ ადრე პირი ვალდებული იყო გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას თან ჰქონოდა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ახალი რედაქციით:
- პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია:
ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი, ასევე გადახდიდან 7 დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
- მოქალაქეს 7 დღის შემდგომ ქვითრის წარმოდგენის ვალდებულება აღარ გააჩნია.
- დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გადახდის შემოწმება მოხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
შენიშვნა: გადასახადი შეადგენს 10 ლარს, 10 ლარზე ნაკლები თანხის გამოტანის შემთხვევაში ითვლება რომ მოსაკრებელი გადახდილი არ არის.
პ.ს. ჩვენი რჩევა იქნება მოსაკრებლის გადახდის ქვითარი როგორც ადრე, თან იქონიოთ, რადგან ბევრად მარტივად და დროულად მოხდება გადამოწმება და ზედმეტ დროს არ დაკარგავთ არც თქვენ და არც გარემოს დაცვის თანამშრომელი.
გაითვალისწინეთ: სანადირო იარაღის რეგისტრაციის მოწმობის ტარება სავალდებულოა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!