მოკლედ ასეთი სიტუაციაა. გურიაში ფაქტიურად იკრძალება იხვზე ნადირობა. რადგანაც კოლხეთის ეროვნული პარკი აფართოვებს მის საზღვრებს და ამით გვართმევს უკანასკნელ თავისუფალ სანადირო სავარგულს. ამჯერად მონადირეებთან ერთად მეთევზეებიც და უბრალო ადგილობრივი ფერმერები და მაცხოვრებლებიც ზარალდებიან! ასე, რომ მონადირეთა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვჭირდება გაერთიანება და მერე უნდა დავანახოთ შესაბამისი რეაქცია მათ ვისაც საჭიროა!
ეროვნული პარკი რომ უბრალოდ საბაბი იყოს და მერე ვიღაცის კერძო ინტერესები გამოიკვეთოს ამ ამბავში არ გაგიკვირდეთ!
შეგახსენებთ რომ იმ სანადირო სავარგულებზეა საუბარი, რომლითაც სარგებლობენ აჭარელი, გურული, მეგრელი და იმერელი მონადირეები!
წყარო: http://bazieri.ge
|