გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მდინარე ჭანისწყალზე და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველმაისში მდინარე მუნჩიაზე სამართალდამრღვევები ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო მასალები გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს. ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდინარე ალაზანზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური აპარატით, სახლართი ბადით და მოსასმელი ბადით (ბადის სიგრძე და თვლის ზომა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებს). გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები გასაბერი ნავის საშუალებით ე.წ. სახლართი ბადით თევზაობდნენ. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო მასალები გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევები ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ. შედგა აქტი. მასალები გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, დაცული ტერიტორიების ანაკლიას უბანზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღიკვეთა ელექტრო შოკური აპარატით თევზაობის ფაქტი.
ელექტრო შოკური აპარატით თევზაობის ფაქტი გამოვლინდა ხობის რაიონის სოფელ თორსის ტერიტორიაზეც, მდინარე მუნჩიაზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში, მდინარე მტკვარზე მოქალაქე თევზაობდა ე.წ. ელ. შოკური აპარატით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხის ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტროშოკური თევზსაჭერი მოწყობილობით.
ჩამორთმეული და დალუქულია სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქე თევზაობდა ელექტროშოკური აპარატით. მან დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა და შეეცადა მიმალვას. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა მისი დაკავება.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურის რაიონის სოფელ სათივესთან, მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევი თევზაობდა თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი. მას მოპოვებული ჰქონდა 11.20 კგ ხრამულის სახეობის თევზი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ გასაბერი ნავი, "აკუმულატორი", ელ.შოკური აპარატი, ჩოგანი, ნიჩაბი და ჰაერის ტუმბო. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა ნინოწმინდის რაიონში, ფარავნის ტბაზე უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის თევზი. შედგა შესაბამისი აქტები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში, მდინარე რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტრო თევზსაჭერი მოწყობილობით. სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის თევზი. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 600 ლარი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ სამმართველოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში სამართალდამრღვევი თევზაობდა მდინარე ყვირილაზე ასაფეთქებელი საშუალების გამოყენებით.
შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში, მდინარე რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტროშოკური თევზსაჭერი მოწყობილობით.
სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰყავდა სხვადასხვა სახეობის თევზი.
შედგა შესაბამისი ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 14 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (5 ფაქტი). ასევე გამოვლინდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფარნით“ ნადირობის 9 ფაქტი. ამოღებულია 11 ცალი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი.
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა.
შედგა შესაბამისი ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით. მათ მოპოვებული ჰქონდათ 5 კგ ხრამულის, 0,7 კგ მურწის და 9,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი. ჩამორთმეული და დალუქული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის იარაღები. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდნეძში, მდინარე ჯუმზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატის (პილიკანის) გამოყენებით. სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
წალკის რაიონის სოფელ აიაზმას მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ აკრძალული საშუალებით. კერძოდ, ავტომანქანის კვების წყაროზე შეერთებული ე.წ. პროჟექტორით და დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით. ამოღებულია 3 ცალი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 16 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. ამოღებულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი. სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით ე.წ. „ფანრით“.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ფოთში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონდამრღვევები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ნადირობდნენ. შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს, ბორჯომში, ქვაბისხევის კაშხლიდან მდინარე მტკვარში ჩაშვებული ჰქონდა სახლართი ბადე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებული და დალუქული იქნა სახლართი ბადე და მოპოვებული თევზი. შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს. სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (2 ფაქტი). ზესტაფონის რაიონის სოფელ აჯამეთში მოქალაქეები ნადირობდნენ გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ (2 ფაქტი). შედგა შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდინარე იორზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით. მათ მოპოვებული ჰყავდათ 11,600 კგ თევზი.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართადარღვევის ჩადენის იარაღები. მასალები შემდეგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ქალაქ რუსთავში მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევები გასაბერი ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.
ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ნივთები. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (6 ფაქტი). წყალტუბოს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებში მოქალაქეები ნადირობდნენ გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ (5 ფაქტი).
შედგა შესაბამისი ოქმები.
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტზე 7 პირი გამოავლინეს. თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის ხეობაში სამართალდამრღვევებმა მურა დათვი და შველი მოინადირეს.
მოხდა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული ნანადირევის ამოღება.
შეგახსენებთ, რომ მურა დათვი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.
მურა დათვის და შველის უკანონო მოპოვებაზე, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა საერთო ჯამში 55 ათასი ლარი შეადგინა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლემა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები ნადირობდნენ ე.წ. ,,პროჟექტორით“. ჩამორთმეული და დალუქული იქნა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს. თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სამართალდამრღვევი ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“. მას მოპოვებული ჰყავდა კურდღელი და ვალდშნეპი (გარეული ტყის ქათამი). მეორე ფაქტი ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში დაფიქსირდა. მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ . შედგა შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს. ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინოულში სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. მეორე ფაქტი გამოვლინდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხენთაროში. მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ . შედგა შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე 168 ცალი ფრინველის ხმის იმიტატორი ე.წ. მანოკი ამოიღო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ფრინველის მოზიდვა დასჯადია და აღნიშნული ქმედება დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს. სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი. მათ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ კაკაბი წარმოადგენს ნადირობას მიუკუთნებელ სახეობას და მასზე ნადირობა კანონით დაუშვებელია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. დუშეთის რაიონის სოფელ ხომის მიმდებარედ მოქალაქემ, მის დროებით მფლობელობაში არსებული თოფით მოკლა არჩვი, რომელიც ჩამოიტანა ხევში წყლისპირას და გაატყავა. სამართალდამრღვევს თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, იდენტიფიკაციის მიზნით მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანა მცხეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი და მოპოვებული ნანადირევი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებული იქნა რვა პირი, რომელთაც დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი, ე.წ."მანოკი", ორი ცალი გასანათებელი ხელსაწყო ე.წ."ფარი".
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სამმართველოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთის ტერიტორიაზე, მდ. რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტროშოკური თევზსაჭერი მოწყობილობით.
შედგა შესაბამისი ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევები, ბორჯომის რაიონის სოფელ დვირთან მდინარე მტკვარზე, თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური აპარატით. შედგენილია შესაბამისი აქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ორივე შემთხვევა ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში დაფიქსირდა.
სამართალდამრღვევები ნადირობდნენ სანათი მოწყობილობით.
შედგა შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევი თევზაობდა ე.წ. ელ. შოკური აპარატით. გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, სამართალდამრღვევები მდინარე მტკვარზე თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით და გასაბერი ნავის გამოყენებით. მათ მოპოვებული ჰქონდათ 56 კგ ხრამულის ჯიშის თევზი. შედგენილია შესაბამისი აქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე სამართალდამრღვევები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ 9.5 კგ ხრამულის და 2,7 ჭანარის სახეობის თევზი. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. მასალები გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 9 ფაქტი გამოავლინეს. ზესთაფონში, ვანსა და წყალტუბოში კანონდამღვევები გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე და ე.წ. „მანოკით“ ნადირობნენ. შედგენილია შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი ვანისა და ხარაგაულის რაიონებში გამოავლინეს. სამართალდამრღვევები ეკრანბადის საშუალებით თევზაობდნენ. აღნიშნულ შემთხვევაზე დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა რაიონის სოფელ მუხურჩას ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის 6 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეები გაუფორმებელი თოფებითა და ე.წ. "მანოკით" ნადირობდნენ. შედგენილია შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახაოში და აბაშის რაიონის სოფელ მეიდანში კანონდამრღვევები გაუფორმებელი თოფებით და ე.წ. "მანოკებით" ნადირობდნენ. შედგენილია შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია ჯაფარიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დენის აპარატებით თევზაობის "ამოძირკვა" და სათანადო ზომების გატარება მოითხოვა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს ონის მუნიციპალიტეტში დენით თევზაობა გამძაფრდა, მაშინ სულიერმა მოძღვარმა - მღვდელმა დაიბარა ყველა, ვისზედაც ეჭვი არსებობდა - პოლიციის უფროსის ხელმძღვანელობით და შეაჩვენა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ "ამან ცოტა ხნით რაღაცნაირად უშველა". "პირადად მე მონადირის, მეთევზის შვილი ვარ და თვითონაც
დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამსრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, მოქალაქეები მათზე არარეგისტრირებული იარაღით გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ.
შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ზუგდიდის რაიონის სოფელ ბაშისა და ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე მოქალაქეები ე.წ. მანიკებით ნადირობდნენ. შედგა შესაბამიისი ოქმი, დალუქულ იქნა ხმოვანი სიგნალების გამომცემი მოწყობილობები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლება უკანონო ნადირობის სამი ფაქტი გამოავლინეს. სოფელ ძევერის მიმდებარედ სამი პიროვნება მწყერის მოსაზიდი ელექტრო აპარატით ე.წ. მანოკით ნადირობდა. შედგა შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ ნადირობის წესების დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ტერიტორიაზე სამართადამრღვევები ნადირობას ახდენდნენ ე.წ. ,,პროჟექტორით“. შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!