მთავარი » 2016»მარტი»16 » მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქე თევზაობდა ელექტროშოკური აპარატით
21:03:32
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქე თევზაობდა ელექტროშოკური აპარატით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქე თევზაობდა ელექტროშოკური აპარატით. მან დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა და შეეცადა მიმალვას. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა მისი დაკავება.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
სააც შეხვდებათ ძმებო ეს ბრაკონიერები დარეკეთ ეგერებთან და ისინი მოუვლიან ამსაქმეს.ეს ჩაშვება არ იქნება კიარა პირიქით გადავარჩენთ ჩვენს მდინარეებს ამ დამპლებისაგან.დარეკეთ და ისინი მოუგვარებენ ყველაფერს კანონიერად.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!