გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, დაცული ტერიტორიების ანაკლიას უბანზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღიკვეთა ელექტრო შოკური აპარატით თევზაობის ფაქტი.
ელექტრო შოკური აპარატით თევზაობის ფაქტი გამოვლინდა ხობის რაიონის სოფელ თორსის ტერიტორიაზეც, მდინარე მუნჩიაზე.
წყარო: http://facebook.com
|