მთავარი » 2016»თებერვალი»8 » ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით
00:02:08
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით. მათ მოპოვებული ჰქონდათ 5 კგ ხრამულის, 0,7 კგ მურწის და 9,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი. ჩამორთმეული და დალუქული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის იარაღები. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!