მთავარი » 2015»ნოემბერი»10 » სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს. სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი
13:49:47
სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს. სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს. სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი. მათ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ კაკაბი წარმოადგენს ნადირობას მიუკუთნებელ სახეობას და მასზე ნადირობა კანონით დაუშვებელია.
მეცოდებიან და თანავუგრძნობ დაჯარიმებულებს. კაკბზე ნადირობა, ძაღლით და არა მანქანით დევნა და სროლა, არის უმაგრესი აზარტული და მოითხოვს დიდ ფიზიკურ დატვირთვას. კაკაბზე სროლა კი უსწრაფეს რეაქციას. არ უნდა იკრძალებოდეს კაკაბზე ნადირობა . ლიცენზიები მაინც უნდა გაიცემოდეს ცალკე ამ სახეობაზე თუ საერთო ლიცენზიაში არ შევა. ქართველმა მონადირეებმა მხოლოდ თურქების ნადირობას კაკაბზე უნდა ვუყუროთ იუთუბში?
სხვა ვერავინ ნახეთ დასაჯარიმებელი?მაინც რატო შეიტანეთ წითწლ წიგნში კაკაბი?არცერთ ქვეყანაშია აკრძალული,არც კურდღელის მოკვლა მაგრამ ჩვენ ხო ყველასგან ყველაფერში უნდა გამოვირჩეოდეთ ამდენი გენიოსები რო გვახვევია თავს ხო უნდა დაინახოს მსოფლიომ? გარემოს დაცვამ უნდა დართოს ნადირობა კაკაბზეც,კურდღელზეც,მელაზეც და ტურაზეც,ვერ გამიგია რატომაა ეს ყველაფერი ესე აკრძალული? ტურა და მელა თუ არ შემცირდა კურდღელი რამ უნდა გაამრავლოს?ბაჭიებს ტურა,მელა და კვერნა უჭამთ ძირითადად და ბალანსი აშკარად რო დარღვეულია დავიჯერო ვერ ხვდება გარემოს დაცვა?......ცოტა თვალების გახელა არ აწყენს ჩვენს ნიჭიერ გარემოსდამცველებს.
ჩვენი ბრალია. ამდენი მონადირეები ვართ და გარემოს დაცვის სამინისრტოს მივუხტეთ და იძულებული გავხადოთ რომ დაუშვან ნადირობა მელა ტურა კურდღელზე კაკაბზე. ერთი ნორმალური არ ყავთ იმ სამინისტროში?
ბოლო ბოლო რათ გვინდა თოფი ტო აკრძალონ მწყერზე ნადირობაც და მოვრჩეთ რა. სიმართლე გითხრათ არ მახსოვს აკრძალულია ტუ არა და არც მინადირია კაკაბზე მარა უკვე ნადირობა მეშინია რამეზე არ დამიჭირონ თქო ახალ გამოგონილზე
ამათ შიგააქვთ რა რეებს აკეთებენ რა დზალიან კარგად ვიცი თვითონ ხოცავენ მერე გამოაცხადებენნაკრზალებს და დადიან ეგ პაგონიანები და ერთ ამბავსჰი არიან სამარცხვინო ტქვენი გარემოს დამცველობაც რა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!