მთავარი » 2015»აგვისტო»30 » წყალტუბოს რაიონ სოფელ ფარცხანაყანებსა და ზესტაფონის რაიონ სოფელ აჯამეთში ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა
19:42:04
წყალტუბოს რაიონ სოფელ ფარცხანაყანებსა და ზესტაფონის რაიონ სოფელ აჯამეთში ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა
დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს. წყალტუბოს რაიონ სოფელ ფარცხანაყანებსა და ზესტაფონის რაიონ სოფელ აჯამეთში მოქალაქეებს ფრინველის მოზიდვის მიზნით ელექტროხმოვანი მოწყობილობა ჰქონდათ ჩართული. აღნიშნულ შემთხვევებზე დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მაგ ხალხს მონადირეები კიარა მეხორცეები ქვიათ,წელს ისეთი ბალახი იყო ვფიქრობდი მწყერს წელს საკვები ბევრი ექნება,კვერცხიც დიდ ბალახსში უკეთესად შეინახება უცხო თვალისაგან და ჩოჩრებიც მალე დაიზრდებიანმეთქი.ასეც იყო მაგრამ რად გინდა?....მეხორცეებმა დამაკარგინეს ყველანაირი მუღამი,რაც სეზონი გაიხსნა ერთხელ ვიყავი გასული საგურამოსშ იგახსნაზე,არაუშავდა მაგრამ მეორე გასვლაზე უკვე იგრძნობოდა რო მანოკები დაედგათ წინა ღამეს,მთელი მწყერი ერთ ადგილზე იყო ჩაწოლილი,პასუხი მოვთხოვეთ მაგრამ შეიცხადეს ( მანოკი რა არის არცკი ვიცითო,თუ გინდათ თქენც ჩვენთანერთად ინადირეთო) ნერვებმოშლილი წამოვედით უკვე ნახევარი თვე გავიდა რაც გაიხსნა სეზონი და თოფისთვის ხელი აღარ დამიდია,თუ სადმე წავაწყდი მანოკებს უეჭველად დაუმტვრევ მაგრამ როცა ვერ ხედავ სად და ვის უდგას ძნელია რაიმე მოიმოქმედო,საერთო ძალისხმევაა საჭირო რო ბრაკონიერობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს საქართველოში,მარტო გარემოს დაცვა ყველაფერს ვერ გაწვდება,
კარგი გააქტიურებაა გარემოს დამცველებისგან მაგრამ დასავლეთი ავიცყდებათ დზალიან ცუდი მდგომარეობაა ბათუმში მდინარე ჩოროხის ირგვლივ ეგრეთცოდებულ პოლიგონზე ,სულ პანრებით და მანოკის ხმა ისმის,5თვის ლეკვი დამყავს ცარიელ მინდვრებში ,იქნება აქეთაც გააქტიურდენ გარემოს დამცველები
ძალიან ბევრ ადგილზე დგამენ ამ დასაწვავ „მანოკებს“, სოფ. გუბისყალთან, სოფ. წყალტუბოში, მოსახლეობა ამბობს ყოველ ღამე „მანოკის“ ჭიკჭიკი ისმისო, გამთენიისას კი თოფების ბათქაბუთქიო... მონადირეები ეძებენ სად დგას მანოკი და იქ გარბიან სანადიროდ... ეს თითოოროლა ამოღების ფაქტები ვერ შველის ამ სენს, მასიური დასჯა უნდა მოხდეს მანოკისტების. ახლა გადაფრენები დაიწყება და მანოკებით გადაუკეტავენ გზას მწყერს, გაჟუჟავენ ერთ დღეში ასეულობით, პატიოსანი მონადირეები კი დარჩებიან ხახამშრალი. მოკლეთ მეტი აქტიურობაა საჭირო სამართალდამცავების მხრიდან, გაცილებით მეტი...
გეთანხმები 100% ზურა !!! აქ რომ ფაქტია გაჟღერებული დასავლეთში ფარცყანაყანებში ასეო ისეო ეს კარგია მაგრამ მაგრამ სადარის ხონი ,ხონი.ხონი ხონი ხონი ბატონებო ხონში რატომ ვერამოწმებთ ჩესუქებული პაგონებიანების გეშინიათ თუ რავაა თქვენი საქმე..... სადარის კანონის უზენაესობა თანასწორუფლებიანობა . ადამიანის უფლებები შელახულია ,კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონი ..ფეხებზე გკიდიათ ყველა ერთ ადგილს აქიცინებთ სამშობლო ბუნება გარემო ფეხებზე კიდიათ ყველა მოვალეობის მოხდის მიზნით მუშაობს თიდან თვემდე ხელფასები აიღონ და თვითონ რომ ჩართონ მანოკები.ისევარ გამწარებული გუშინ ისეთი რამ მომივიდა დილით მივედი სანადირო ჩემ ოთხფეხა მეგობართან ერთად მანოკი ჟღურტულებდა მანქანიდან რომ გადმოვედი .სანამ შევიკაზმე ჩოჩქოლი ატყდა .რამოდენიმე საათში ჟიპით იმ ადგილს მოადგნენ სადაც მე ვიყავი შესული სნადიროთ საბუტები მომთხოვეს სამოქალაქო თანსაცმელი ეცვათ მეც ვკითხე ვინ ბრძანდებითქო და გთხოვთ თქვენც წარმომიდგინოთ თქვენი საბუთებითქო ამ უძაღლო ქვეყანაში კააააატებს რომ აყეფებენ უკვე კარგახანია და ვითომ დამცველები რომარიან თან ვეუბნები მეთქი თუ გარემოს დაცვიდანახართ მანოქი რომ იყო ჩართული მასზე რა რეაგირება გააკეთეთქო ,პასუხმა გამაოგნა თავის თავზე არავინ აიღო და მანოკი ამოვიღეთ მარტოო აი ხალხო როგორ იცავენ ბუნებას მანოკი რაჩემი ფეხებია მაგას 2000 ცალს გააქეთებს ვერაგი ცხოველი ადამიანი , მე ჩემის მხრივ ელა საბუთები წესრიგში მქონდა ერტი კი უთხარი მანოკისტები ღამით რომ დარაჯობენ მაშინ უნდა დაააკავოთ და არა უფროსების დასანახად რომ დადიხართქო ...მერე ტქვენ გგონიათ ამით დასრულდა ეს ამბავი .არა წავიდნენ თუ არა მთელი ღამის დანაჟენი მწყერი ჟუჟეს იმ არაკაცებმა მე 3 ცალი ავიყვანე სულ იმათმა კიდე 70 ცალი მოკლეს მერე ჩემსკენაც უნდოდათ გადმოსვლა და ორჯერ თოფი გავისროლე იმ მიმართულებით ფეხებზემეკიდა უკვე ისე ვიყავი გამწარებული . ბოლოს მანქანასთან ჩამომიარეს და ისე ვკითხე ქაყოფილიხართ ნადირობისქკო კიო 3 კაცი ვიყავით 70 ცალამდე ავიყვანეთო მეკი სულ 3 ავიყვანეტქო მიდიო ჩკუა დამარიგეს შედი იმ ნამანოკარ დგილში და იქ დაჭრილს ან დაფრთხალს მაინც გადაეფეთებიო ჩკუა დამარიგეს.და ამით ვითომ პირი გამოიწმინდეს მე და ჩემი ოთხფეხა კი შუადღის 3 სააათამდე დავბოდილაობით და სულ 3 ცალი მოვკალი ძაღლი შემეცოდა დარბოდა აქეთ იქეთ უნდოდა ენახა მაგრამ რაც არიყო რას ნახავდა . აწი გადაწყვეტილიმაქ თოფს ვესვრი სადაც მანოკს წავაწყდები არმაინტერესებს ვისაც რა უნდა ის თქვას გამივარდა შემტხვევით ახალბედა მონადირევართო
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!