მთავარი » 2015»ოქტომბერი»8 » გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე სამართალდამრღვევები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ
10:05:44
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე სამართალდამრღვევები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე სამართალდამრღვევები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ 9.5 კგ ხრამულის და 2,7 ჭანარის სახეობის თევზი. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. მასალები გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!