გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხის ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტროშოკური თევზსაჭერი მოწყობილობით.
ჩამორთმეული და დალუქულია სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.