მთავარი » 2016»თებერვალი»5 » წალკის რაიონის სოფელ აიაზმას მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ ავტომანქანის კვების წყაროზე შეერთებული ე.წ. პროჟექტორით
00:22:42
წალკის რაიონის სოფელ აიაზმას მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ ავტომანქანის კვების წყაროზე შეერთებული ე.წ. პროჟექტორით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
წალკის რაიონის სოფელ აიაზმას მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ აკრძალული საშუალებით. კერძოდ, ავტომანქანის კვების წყაროზე შეერთებული ე.წ. პროჟექტორით და დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით. ამოღებულია 3 ცალი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!