მთავარი » 2015»ნოემბერი»10 » ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებულ რვა პირს დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი
13:29:26
ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებულ რვა პირს დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებული იქნა რვა პირი, რომელთაც დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი, ე.წ."მანოკი", ორი ცალი გასანათებელი ხელსაწყო ე.წ."ფარი".
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სამმართველოს.
შველი საკმაოდ არის ყველგან და ლიცენზიით ნორმალური ნადირობა არ უნდა იყოს პრობლემა. კერძო მეურნეობაში რომ მოკლავ, რომელშიც ფულია გადახდილი, ბუნებას არ აკლდება ?
99% ტვიტონაც სანადიროდ იყვნენ მაგრამ აგარ დაჭირდებოდათ. მე რა ვერ გავიგე რაშუაშია მანოკი და ფარი და შველი ერთად? დენის აპარატი არქონდათ? სხვა რაგა დარჩა
უკვე ტყეში წასვლა საშიშია, თავდაცვის მიზნით ტურა ან სხვა მტაცბელი რო მოკლა უეჭველი გაგსტროგავენ, შველი საცოდავი ცხოველია და მართლა არ უნდა მოკლა მონადირე კაცმა, მაგრამ კაკაბზე არ ვიცოდი,
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!