tabaxmela xulos municipaliteti ტაბახმელა —
სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს
მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან
1200 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 10 კმ-ით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით
სოფელში ცხოვრობს 282 კაცი.
surmushi sofeli saqartvelos istoriuli soflebiსურმუში —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის
მუნიციპალიტეტში, ლაილაშის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის მარცხენა
მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 20 კილომეტრით.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 კაცი.
sxartali sofeli saqartvelos istoriuli soflebi სხარტალი -
სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხოტევის თემი ტერიტორიული ორგანო),
მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შაორის წყალსაცავის
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ამბროლაურიდან 14
კილომეტრი.წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. აქ იყო იმერეთის
მეფის სოლომონ I-ის ერთერთი სადგომი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით
სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.
sxvitori sofeli saqartvelos istoriuli soflebi saqartvelos geografia სხვიტორი -
სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, (ჩიხის თემი). მდებარეობს ნაურცევის
მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩიხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი)
ნაპირებზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, საჩხერიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის
აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 914 კაცი. სოფელში არის საჯარო
სკოლა სოფელში დაიბადა აკაკი წერეთელი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.
sochxeti sofeli saqartvelos istoriuli soflebiსოჩხეთი —
სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის
ცენტრი (სოფლები: ძმუისი, წყნორი). მდებარეობს ნაქერალას ქედის
სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, ტყიბულიდან 12
კილომეტრი. სოფელში დგას 1500 წლოვანი ხე და მოედინება მინერალური წყალი. სოფელი
დასახლებული იყო ანტიკურ ხანაში. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII
საუკუნეში. სოფელში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა
ტყიბული-ქუთაისი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. 2002 წლის
აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 689 კაცი
speti sofeli saqartvelos istoriuli soflebiსპეთი -
სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემი), მდებარეობს იმერეთის
მაღლობზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 800 მეტრი,
საჩხერიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს
874 კაცი. სოფლის ტერიტორიაზე დგას სპეთის ზედამაცხოვრის სახელით ცნობილი ეკლესია.
somiwo sofeli saqartvelos istoriuli soflebi სომიწო —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის
მუნიციპალიტეტში, პიპილეთის თემში, მდებარეობს მდინარე ჯეჯორის ხეობაში.
ზღვის დონიდან 760 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2002
წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 23 კაცი.
samwverisi sofeli qarelshi saqartvelos istoriuli soflebi სამწევრისი -
სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (კეხიჯვრის ტერიტორიული ორგანო).
მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი,
ქარელიდან 4,5 კილომეტრი.
ისტორია
წყაროებში
პირველად მოიხსენიება XIV საუკუნეში. სოფელში მიკვლეულია გვიანდელი
ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. სოფლის მახლობლად აღმართულია ქართული
ხუროთმოძღვრების პირველი აყვავების ხანის (IV-VII საუკუნეები) ძეგლი -
სამწევრისის ტაძარი (VII საუკუნის I ნახევარი).
amargosis udabno meqsikis udabnoebi amerikis udabnoebi chrdiloet amerika geografia geograpia ამარგოსის უდაბნო
— უდაბნო აშშ-ში, ნევადის შტატში, მდებარეობს კალიფორნიის შტატთან
საზღვრის გასწვრივ. მისი ფართობი 6,734 კმ²-ია. გეოგრაფიულად მიიჩნევა
ამარგოსის ველის ნაწილად. უდაბნოს სახელი მომდინარეობს მდინარე
ამარგოსადან, რაც ესპანურად მწარეს ნიშნავს. ეს კი იმითაა განპირობებული,
რომ ამ მდინარსი წყალს მწარე გემო აქვს. უდაბნო ზღვის დონიდან 790 - 840
მეტრზე მდებარეობს. უდაბნო მდებარეობს ფუნერალის მთებსა და სიკვდილის ველს შორის.
|
|
|
|
წყარო: http://iteratura.mcvane.ge/main/gegographic/kontinentebi-qveynebi-qalaqebi/page/3/
|