ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ივლისი » 21 » "მეფეთა შორის საუკეთესო!.."    

01:37:02
"მეფეთა შორის საუკეთესო!.."
"მეფეთა შორის საუკეთესო!.."
"მეფეთა შორის საუკეთესო!.."სამართლის ბრწყინვალე  კოდექსი - "ძეგლისდება" და "ხელმწიფის კარის გარიგება" 

გაკვეთილი მათთვის, ვისაც გაგება სურს!


ქართველები ძალიან ემოციური ხალხი ვართ. უეცარ აღტყინებას ხშირად გაუაზრებლად ავყვებით ხოლმე. შესაძლოა, ლოკალური ბრძოლის მოგება ძალგვიძს, მაგრამ ამ გამარჯვების მონაპოვრის დაცვაში მოვიკოჭლებთ, რადგან ბოლომდე მიყოლისთვის არც ნება გვყოფნის და არც ჭკუა.
სინგაპურიზაციისკენ ლტოლვამ, ბრჭყვიალა ცათამბჯენებზე, ამ გზით მოტანილ ფულზე ფიქრმა ქართველთა ერთ ნაწილს სრულიად გადაავიწყა საკუთარი ისტორია, რომლის დიდებას ათასი სინგაპურიც კი ვერ შესწვდებოდა, როდესაც ჩვენი სამშობლო გამჭრიახი მმართველების ხელში ცალსახად ჰეგემონობდა წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ასეთი მმართველობის უბრწყინვალესი მაგალითია გიორგი V  და თიკუნი - "ბრწყინვალე" ზედგამოჭრილია მისი მოღვაწეობისთვის. მას არ მოუგია დიდგორი ან ბასიანი, მაგრამ დიპლომატიური ნიჭის წყალობით, საქართველოს საზღვრები სრული სიდიადით აადიდგორა ნიკოფსიიდან დარუბანდამდის...

საქართველო დამცრობილი და გაჩანაგებული იყო ცალკე მტრის შემოსევებისგან, ცალკე ძმათა ურთიერთშუღლის გამო. დარბეული ნასოფლარები, დაქცეული ეკონომიკა, მორღვეული საზღვრები და უღმერთოდ ზნეობადაკარგული ქართველობა - ასეთი იყო ჩვენი სამშობლო 1316 წელს, როდესაც 30 წლის გიორგი ბრწყინვალე სამეფო ტახტის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მონღოლთა ლამის საუკუნოვანი ბატონობის კვალი მძიმე დაღად გასდევდა მთელ ქვეყანას და იმედის სხივიც კი გამქრალიყო, რომ ოდესმე კიდევ ეღირსებოდა საქართველო ზეაღსვლას... მეფე გიორგიმ ფრთხილი პოლიტიკით დაიწყო და მონღოლებთან უაღრესად პრაგმატული პოზიცია აირჩია. დაუკავშირდა მათ შორის ყველაზე გავლენიანს  ჩობან ნოინს, მისი კეთილგანწყობა მოიპოვა და შეწყდა მონღოლთა დაუსრულებელ ომებში ქართველთა სისხლის უსაზმნოდ დანთხევა. იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა მტრის თვალში გიორგი მეფეს, რომ საქართველოდან ხარკის აკრეფა, რასაც მონღოლნი საკუთარი მოხელეების ხელით ასრულებდნენ, ქართველთა მეფეს მიანდვეს.

დამპყრობლებთან დალაგებულმა ვითარებამ მეფეს საშუალება მისცა მოქნილი ნაბიჯები ქვეყნის შიგნითაც გადაედგა. ჯერ მოძალადე ოსებს  მძლავრი დარტყმით საქართველოს მიწა-წყლის აოხრების მადა აღუკვეთა, მერე კი გაზულუქებულ თავადებს დაერია, რომელთა თავგასულობა ხელს უშლიდა ქვეყნის ერთობას - ურჩთაგან უმეტესობა სიკვდილით დასაჯა.

მეფე ყველა საშუალებით ცდილობდა ხალხის დახმარებას -  გახიზნულები ჩამოჰყავდა სოფლად, მეურნეობის აღდგენაში ეხმარებოდა, შეღავათებს უწესებდა, რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ ტრადიციულად საქართველოს სიძლიერე ქართულ სოფელზე იდგა(!). 
სამართალსაც პური აჭამა და კანონმდებლებს მართლაც ბრწყინვალე სამართლის კოდექსი - "ძეგლისდება" და "ხელმწიფის კარის გარიგება" მიაღებინა, რითაც სასამართლო სისტემის თავგასულობას წერტილი დაუსვა. არც ფინანსური რეფორმები დავიწყებია და მალე ქართულმა ფულის ნიშანმა - "გიორგაულმა თეთრმა" აჯობა მონღოლურ მონეტებს...

ნამდვილი (და არა შერჩევითი!) სამართალი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, აღორძინებული სოფლის მეურნეობა და განათლებაზე ზრუნვა - ეს ის პრიორიტეტები იყო, რომელიც მეფემ დაისახა დაქცეული საქართველოს გადასარჩენად. არავისზე ნაკლებად არ სძულდა ქართული მიწა-წყლის მიმტაცებელი მონღოლი, მაგრამ ხელსაყრელი დროის დადგომამდე, დაყვავებით და მოლაპარაკებით(!) მოახერხა ის, რაც თამარის ეპოქის შემდგომ ვერ შეძლო ვერც ერთმა ქართველმა საჭეთმპყრობელმა. მტრის მოძალების დროსაც კი არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი საკუთარი მიწა-წყლისა(!)... 

მომძლავრებულ ქვეყანაში, რომელსაც მამულიშვილური გრძნობით მართავს ხელმწიფე, ხალხის აყოლიება სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან განცდა იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფალს შენი სატკივარი სტკივა, შეუძლებელს შეგაძლებინებს და მას ერთგულად გაჰყვები(!). ამის განცდა მხოლოდ სიტყვით და დაპირებით ყოვლად შეუძლებელია. მხოლოდ ცალკეული ადამიანები ცდებიან არჩევანში, თორემ ერის მოტყუება არავის ძალუძს. აიყოლია კიდეც ერი და ბერი მეფე გიორგიმ და საქართველო გააერთიანა. იმერეთი, სამცხე, კახეთ-ჰერეთი - ყველა სიხარულით დაჰყვა ხელისუფლის ნებას, რომელსაც მამულის გაერთიანება ჰქონდა გულს ამოჭრილი და ამას საქმით(!) ამტკიცებდა...

შიგნით რომ დალაგდა ყველაფერი, ძმამ ძმის სიყვარული რომ ისწავლა და სამშობლოს აღმავლობას ყველამ თავი ანაცვალა, გარე მტრის ჯერიც დადგა - ზუსტად ერთი საუკუნის თავზე, გიორგი ბრწყინვალემ საბოლოოდ ამოუკვეთა ფეხი მონღოლებს საქართველოდან და პირველმა მსოფლიოში(!) მოიშორა მათი უღელი. ისევ დაუბრუნდა საქართველოს ძველი დიდება და სახელი ჭკვიანი მეფის ხელში. სულ სამი ათეული წელიწადი დასჭირდა გიორგი ბრწყინვალეს, რომ თავისი მოღვაწეობის ზენიტზე აღმოსავლეთის ზარდამცემ ეგვიპტის სულთანს სახოტბო უსტარი გამოეგზავნა მისთვის... ეს ის სულთანია, რომელიც ერთპიროვნულად ფლობს ქრისტეს საფლავის კლიტეებს და წმინდა ადგილებს პალესტინაში და იღებს გიორგი ბრწყინვალის უმტკიცესი ნებით დაწერილ ბარათს კატეგორიული მოთხოვნებით - ქრისტეს საფლავის კლიტენი და წმინდა ადგილები, რომლებიც ადრე ქართველებს ეკუთვნოდათ, დაუყოვნებლივ დაგვიბრუნეთო...

არათუ ქარქაშიდან ხმლის ამოღება, სიტყვის დაძვრაც ვერ მოახერხა ეგვიპტის სულთანმა და მიიღეს ქართველებმა უკლებლივ ყველაფერი, რასაც ითხოვდნენ(!)... და ჩაიწერა პალესტინის წიგნთსაცავის მატიანეში უცნობი არაბი ისტორიკოსის სიტყვები: "ქრისტეს საფლავის კლიტე-გასაღები ქართველებს აქვთ და ისე იცავენ, რომ დიდძალი ოქროს საფასურადაც კი ერთ მარცვალს არავის გაატანენ!.."
ამის შემდგომ კი გიორგი ბრწყინვალე ოდითგან ქართველთა გავლენის ქვეშ მყოფ ტრაპზონის იმპერიასაც მისწვდა და იქ ისევ ქართული ძლიერება აღადგინა(!)..
1346 წელს აღესრულა ქართველთათვის დამაშვრალი დიდი მეფე, ქვეყნის ჭეშმარიტი მოამაგე, ხალხზე უანგაროდ მოფიქრალი და მომავალი თაობის გზის გამკვალავი... და ხალხმაც არ დაუკარგა ამაგი გიორგის და უწოდა ბრწყინვალე(!)..

P.S. მას შემდეგ საუკუნეებმა გადაიქარტეხილა... არაერთი ხელისუფალი გამოიცვალა საქართველომ. ყველამ თავისი კვალი დატოვა. ზოგს "ავის" და მოღალატის თიკუნი შერჩა (კახეთის მეფე ავ-გიორგი, დაუდ-ხანი და სხვ.), ზოგმა სამუდამო შარავანდედით შეიმკო შუბლი. ვინც სამშობლოსა და ხალხისთვის სული და გული გაიმეტა, თავი გადადო და კი არ იმსახურა, არამედ ემსახურა ქვეყანას, ყველა სალოცავად იქცა. 
ვინც საკუთარი განცხრომისთვის წამოჯდა ტახტზე, სირცხვილი და შეჩვენება არა მხოლოდ მას ჩაჰყვა საფლავში, არამედ მის შთამომავლებსაც გვარიანად ადინა უხერხულობის ოფლი. არადა, არჩევანი ყველას სიცოცხლეშივე უბოძა უფალმა...

ერთი შეხედვით, ძალიან იოლია დიდი მეფის აჩრდილთან შედარებაც, მის წმინდა საფლავზე ფიცის დადებაც... ყველაზე ძნელი მათსავით თავის გადადებაა, პირადულის უშურველად გაღება და მსხვერპლად მიტანა სამშობლოს საზვარაკოზე - ქონების, ძალ-ღონის, სიყვარულის, სიკეთის და, რაც მთავარია, საკუთარი სიცოცხლის... ეს გზა წამებაზე გადის, მაგრამ საზღაური ელის აუწონავი... ვინ რას ირჩევს, საკითხავი ეს არის...
არჩევანი კი ის არის, დაქცეული ქვეყანა ფეხზე ისე წამოაყენო, მტრებმაც კი გიწოდონ: "მეფეთა შორის საუკეთესო!..

ეგვიპტის სულთნის უსტარი გიორგი ბრწყინვალეს 

"დღეგრძელ ჰყოს ალაჰმა ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, მეფეთა შორის საუკეთესოსა, ზღვათა და სრუტეების სამფლობელოების განძისა, ლომისა, დაუცხრომლად მებრძოლისა, თავის ქვეშევრდომთათვის სამართლიანისა(!)... ქრისტიანთა განმადიდებელისა... მუსლიმანთა მეგობრისა... დაახლოებულ მეგობართა შორის უმშვენიერესისა..."

საქართველოს რუკა 1330-1380 წწ.


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/history/12904-qmefetha-shoris-saukethesoq.html
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 4022 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 ზურაბი   (26.08.2015 23:26:54) [მასალა]
10 10 10 10 10 39

0   Spam
5 merabnozadze   (14.01.2013 12:21:37) [მასალა]
23_30_126

0   Spam
4 aragveli   (23.07.2012 08:49:42) [მასალა]
გიორგი-V და დავით აღმაშენებელი- ეს ორი მეფე გვყავდა ქართველებს, რომელთაც დიპლომატიაც კარგად ესმოდათ, გამჭრიახობითაც გამოირჩეოდნენ, არც ბრძოლის ველზე იყვნენ ჯაბანნი და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებს, პირად ინტერესებზე წინ აყენებდნენ. სხვა მეფეების დროს, ჩვენი ქვეყანა მხოლოთ ამ მეფეების ეპოქაში, აწყვეტილ ინერციას ინარჩუნებდა, იმასაც ცუდად.

0   Spam
3 dimi   (21.07.2012 16:49:23) [მასალა]
"თუ ადამიანს წარსული არ ახსოვს, მას არ ექნება მომავალი"...

0   Spam
2 david   (21.07.2012 07:53:18) [მასალა]
10 10 10 10 10 10

0   Spam
1 ENUQICHI   (21.07.2012 02:05:19) [მასალა]
10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика