ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 13 » თბილისის უნივერსიტეტი 94 წლის გახდა (ამბავი ორი "შეთქმულებისა")    

14:03:32
თბილისის უნივერსიტეტი 94 წლის გახდა (ამბავი ორი "შეთქმულებისა")
თბილისის უნივერსიტეტი 94 წლის გახდა (ამბავი ორი "შეთქმულებისა")
თბილისის უნივერსიტეტი 94 წლის გახდა (ამბავი ორი "შეთქმულებისა")1871 წელს თბილისი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს მასპინძლობდა. ამ დროისათვის სამოღვაწეო ასპარეზზე უკვე გამოსულნი იყვნენ ქართველი 60-იანელები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. სწორედ მათი გავლენით, საგანგებოდ ამ შემთხვევის გამო მოწვეულმა თავადაზნაურობის ყრილობამ დაადგინა იმპერატორისათვის უნივერსიტეტის გახსნა ეთხოვათ. თუმცა, ბოლო წუთს ძველი თაობის წარმომადგენლებმა თავისი გაიტანეს და თავადაზნაურთა მარშლის - რევაზ ანდრონიკაშვილის ხელით, ალექსანდრე მეორეს სულ სხვა "ადრესი" გადასცეს, რომელშიც თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნას თხოვდნენ. იმპერატორმა ქვეშევმრდომთა თხოვნა დიდი სიამოვნებით დააკმაყოფილა.

ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო კერის შექმნა გადაიდო, მაგრამ იმედი და ზრახვა მისი დაფუძნებისა, არ გამქრალა. ჩანაფიქრმა საუკუნის ბოლოს დაიწყო ხორცის შესხმა. 1900 წელს გერმანიიდან სამშობლოში  დაბრუნებულ ილია ჭავჭავაძეს ნიკო ცხვედაძემ სასიხარულო ამბავი დაახვედრა: მალე ქალაქის განაპირა ადგილას, ვერაზე, თავად-აზნაურთა სკოლის ახალი შენობის ასაგებად გაჭრიდნენ საძირკველს. მხოლოდ "შეთქმულთა" ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი, რომ შენდებოდა არა სკოლა, არამედ სასახლე, სადაც მომავალი ქართული უნივერსიტეტი დაიდებდა ბინას. ამაზე მეტყველებდა შენობის მასშტაბებიც და ის ენთუზიაზმიც, მის ასაშენებლად ნებართვის აღებას, ადგილის გამონახვას და, რაც მთავარია, თანხების მოძიებას რომ ახლდა თან.

უშუალოდ საქმეს ნიკო ცხვედაძე უძღვებოდა. მისი ძალისხმევის წყალობით არ დარჩენილა საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილი და გავლენიანი პიროვნება, საზოგადოება თუ დაწესებულება, ამ მართლაც სახალხო მშენებლობაში რომ არ მიეღო მონაწილეობა. გარდა საქვეყნოდ ცნობილი მეცენატებისა, როგორებიც იყვნენ ძმები ზუბალაშვილები და დავით სარაჯიშვილი, მშენებლობის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო ილიას მიერ შექმნილი საადგილმამულო ბანკი, ასევე უამრავი შეძლებული მოქალაქე. "ნიკო, უნივერსიტეტს ხომ არ აშენებ, სად გიშოვო ამოდენა ფულიო" - ჩვეულად ეხუმრებოდა ილია მასთან ფულის სათხოვნელად მისულ ნიკო ცხვედაძეს, რომელიც, თავის მხრივ, სხვებს ასე აგულიანებდა: "სკოლისთვის საჭირო მიწა ძლიერ იეფად ვიპოვე, ბევრმა უკვე ვინ ქვას შემპირდა და ვინ ხე-ტყესა, ზოგი ფულსაც გადმოდით, რაც დაგვაკლდება, იმას ილია მოგვცემს და სულ ადვილად ავაგებთ შენობას."

იყვნენ ისეთებიც, ცხვედაძეს ეჭვის თვალით რომ უცქერდნენ, ბანკის დამფუძნებლები კი ილიას საქციელს უწუნებდნენ: "რას აყოლიხარ ამ გადარეულს, ამხელა შენობა რისთვის გვჭირდებაო." ხანაც დასცინოდნენ: "შენს აშენებულ სკოლაში ტურები და მგლები თუ ისწავლიან, თორემ ბავშვები იმ გადაკარგულში ვერ ივლიანო." ყველა სიძნელე უკან დარჩა და მშენებლობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, ამ გრანდიოზული შენობის დაპროექტება არა რომელიმე ცნობილ უცხოელ, არამედ ახალგაზრდა ქართველ ატქიტექტორს სიმონ კლდიაშვილს მიანდეს. სიმონს განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული. იგი გახლდათ ძმა ცნობილი საბა კლკდიაშვილისა, რომელიც ოდესაში ებრაელთა "პოგრომის" დროს ჩაგრულებს გამოექომაგა და ამისათვის იმავე მოძალადეებმა მოკლეს. ამ კეთილშობილი გვარის შვილმა სამუშაოც კეთილსინდისიერად შეასრულა და 1906 წელს მშენებლობა დასრულდა.

ვერც ილია და ვერც ნიკო ცხვედაძე მათი ოცნების განხორციელებას - ვარაზის ხევში აგებულ შენობაში ქართული უნივერსიტეტის გახსნას, ვერ მოესწრნენ. ამის ტვირთი და პატივი ივანე ჯავახიშვილსა და მის ირგვლივ შემოკრებილ მამულიშვილთა ახალ თაობას ერგო. 

1917 წელს რუსეთში თვითმპყრობელობა დაემხო. თებერვლის რევილუციიდან სულ რანდენიმე დღის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილი, რომელიც იმ ხანად პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა აკაკი შანიძეს და შალვა ნუცუბიძეს გაენდო, რომ დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, ვითარებით უნდა ესარგებლათ და ეზრუნათ უნივერსიტეტის გახსნაზე. 1 მარტს ივანე ჯავახიშვილის ბინაში ახალი "შეთქმულება" მომზადდა, სადაც შეიქმნა მომავალი უნივერსიტეტის პირველი მონახაზიც. გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე კერძო უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნების ნებართვა აეღოთ, რადგან ფრთხილობდნენ, ზედმეტი მოთხოვნეთ საერთოდ არ ჩაეშალათ საქმე. გადაწყვიტეს საკითხი პეტერბურგში მყოფ ქართველ მეცნიერთა ფართო წრისათვის გაეცნოთ, ამისათვის იქირავეს კინოთეატრი "ელიტი." მოხსენება თავად ივანე ჯავახიშვილმა გააკეთა ქართულ ენაზე, რაც სალბუნივით დაედო იქ მყოფ ქართველებს, რომლებიც გადაჩვეულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე მოხსენების მოსმენას. თავისი სიტყვა გამომსვლელმა ასეთი სიტყვებით დაასრულა: "ახლა დროა გავსწიოთ სამშობლოსაკენ, მე უკვე დავიწყე ბარგის ჩალაგება."

მართლაც, 1917 წლის აპრილში ივანე ჯავახიშვილი უკვე საქართველოში იყო და აქ იკრებდა და აფართოებდა თანამოაზრეთა წრეს. ქართველთა შორის იმ დროს არსებულ აღმაფრენას საუკეთესოდ ასახავს ერთი წერილი: "რაც აქ თქვენს სახელზე წერილები მოდის, ყველას ვაბრუნებ და მანდ გიგზავნით. მე ამ თვის დამლევს ვაპირებ წამოსვლას, რადგან ბილეთებზე დიდი ცხვირ-პირის მტვრევაა. ახლა უკვე დასაძინებელი ადგილი მოსპეს, ამიტომ მე-3 კლასის ბილეთი ავიღე. სულ რომ ფეხზე დგომა მომიხდეს, მაინც წამოვალ" - ამ წერილს ივანე ჯავახიშვილს პეტროგრადში ჩარჩენილი აკაკი შანიძე წერს.

როგორც უწინ, ახლაც გამოჩნდნენ ურწმუნო ნიჰილისტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეროვნული უნივერსიტეტი ვერ შეძლებდა მეცნიერების ამეტყველებას ქართულ ენაზე და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებისთვის კონკურენციის გაწევას. მათ კონსტანტინე გამხახურდია აჩუმებდა: "თაობათა მთელი რიგის მუყაითი შრომაა საჭირო ჩვენ წინაპართაგან ნაანდერძევი კულტურულ საუნჯის მეცნიერულად შესასწავლად. ამისათვის არ არის საკმარისი სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გახსნილი ქართველოლოგიის კერები. საჭიროა უროვნული უმაღლესი სასწავლებელი და კულტურული ერისათვის სამარცხვინოა მისი არქონა. რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაბნეულმა ქართველმა პროფესორებმა ეხლავე უნდა იზრუნონ ამაზე" - წერდა ბატონი კონსტანტინე. უცხოეთის უნივერსიტეტებში კი მართლაც მრავალი ქართველი მეცნიერი მოღვაწეობდა, მათ შორის ისეთებიც, უმაღლესი ავტორიტეტით რომ სარგებლობდნენ ევროპის სამეცნიერო წრეებში. პეტროგრადის, მოსკოვის, ოდესის, კიევის, ტარტუს, ყაზანის უნივერსიტეტებიდან საქართველოსაკენ დაიძრა უბედობის გამო გაბნეული ქართველი ერის ენტელექტუალური ელიტა: ანდრია რაზმაძე, პეტრე მელიქიშვილი, გრიგოლ ნათაძე, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ჯანელიძე, ალექსანდრე ნათიშვილი, ვასილ ვარაზიშვილი, ალექსანდრე ალადაშვილი, გრიგოლ მუხაძე... ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩამოსულ კოლეგებს ივანე ჯავახიშვილი აცნობდა მომავალი საუნივერსიტეტო საქმიანობის გეგმებს და წვრილმანებს, ბოლოს ყოველ მათგანს მიმართავდა ასეთი წინადადებით: "ლექცია აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა წაიკითხოთ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ."

როგორც ადრე, ახლაც საჭირო იყო ფული. უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება საქართველოს ყველა კუთხიდან იღებდა ამანათებს. თანხებს აგზავნიდნენ რუსეთის მორყეული იმპერიის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველებიც. 
"ხალხო, ქართველო, ერთის დღით მაინც, თავი ანებე ნუნუას წვეთებს,
გასწი გულუხვად ლატარიისკენ და მოაწერე ხელი ბილეთებს," - ასე, უნივერსიტეტის სასარგებლოდ მოწყობილი ლატარიის გათამაშების ბილეთების შეძენისაკენ მოუწოდებდა გაზეთი "თეატრი და ცხოვრება" მოსახლეობას.

1917 წლის 28 სექტემბერს დროებითი მთავრობის სახალხო განათლების სამინისტრომ ქართული უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე ნებართვა გასცა და 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი. 13 საათსა და 20 წუთზე დაიწყო ზეიმი. პირველი სიტყვა უნივერსიტეტის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა წარმოთქვა, შემდეგ კი საზოგადოებას სასწავლებლის პირველმა რექტირმა პეტრე მელიქიშვილმა მიმართა (მელიქიშვილი, როგორც ქართველთა შორის ყველაზე ცნობილი მეცნიერი საერთაშორისო სარბიელზე, ჯავახიშვილის მოთხოვნით დაინიშნა რექტორად). თავის სიტყვაში პეტრე მელიქიშვილმა, რომელსაც ქართულად საუბარი უჭირდა, თქვა: "ჩვენ გვინდა იმ ენაზე, რომელზეც პირველად მოვისმინეთ დედის ალერსი და პირველად ავმეტყველდით, მოვისმინოთ მეცნიერული ჭეშმარიტებანი." 

იმ დღის შემდეგ 94 წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე ქართული უნივერსიტეტის მაჯისცემით უშეცდომოდ იცნობოდა მთლიანად, ქვეყნის გულისცემა. ასე უნდა იყოს დღესაც.

ლადო გოგუაძე (სპეციალურად საიტისთვის)


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/history/11198-thbilisis-universiteti-94-tslis-gakhda-ambavi-ori-qshethqmulebisaq.html
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2472 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика