ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » ჩვენი ოტია: "ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი..."    

13:28:42
ჩვენი ოტია: "ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი..."
"მე ცოცხალიც საქართველოსთვის ვლოცულობდი და იმ ქვეყნიდანაც არ მოვაკლებ ლოცვას, თუ ეს საკმარისი იქნა..." - ამ სიტყვებით მიმართა მკითხველებს მწერალმა ოტია იოსელიანმა ინტერვიუში, რომელიც ორიოდე თვის წინ, გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მისცა "გზის" ჟურნალისტს. მისთვის ჩვეული სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით შეაფასა მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესები და გულახდილად გაგვიზიარა საკუთარი დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენაზე. 

წლების მანძილზე ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე ბატონი ოტიას არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნებულა. მასთან თანამშრომლობის პატივი "ქართული პროზის საგანძურის" გამოცემის დროსაც გვქონდა - იმ პროექტის, რომელსაც დიდი მწერალი ერთ-ერთი პირველი შეეგება მოწონებითა და სიხარულით. ახლა კი "გზის" ახალი პროექტის - "ჩემი რჩეულის" ტომეულებზე მუშაობისას მისი თანადგომა გვეიმედებოდა. მის რჩეულ ნაწარმოებთა 6-ტომეულის მომზადებას იმთავითვე უყოყმანოდ დაგვთანხმდა და მუშაობაც დავიწყეთ, მაგრამ სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერ მოვუსწარით და ახლა, ოტია იოსელიანის ოჯახისა და მისი შემოქმედების დიდი მოამაგის - ლიტერატორ თამარ ლორთქიფანიძის დახმარებით, უკვე უმისოდ განვაგრძობთ. 

ბევრმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ქართული პროზის დიდოსტატის - მიხეილ ჯავახიშვილის 7-ტომეულის შემდგომ, "გზასთან" ერთად, გამოჩენილი თანამედროვე მწერლის - ოტია იოსელიანის თხზულებათა 6-ტომეულს მიიღებს. მისი "რჩეული" დაიტევს: პოპულარულ რომანებს, საუკეთესო მოთხრობებს, ქართული თეატრების სცენებზე წარმატებით დადგმული პიესების კრებულს, ავტობიოგრაფიულ ნოველებს, რომელიც ავტორმა ციკლში - "ჩემი ასავალ-დასავალი" გააერთიანა. პირველი ტომი უკვე ორ კვირაში - 15 სექტემბერს იხილავს დღის სინათლეს. ოტია იოსელიანის შემოქმედებისა და საერთოდ, ლიტერატურის მოყვარულთ რომანის - "ვარსკვლავთცვენა", ნოველების ციკლის - "ავტოქარხნელი ქალიშვილები", მოთხრობების: "ჯიხვი და მონადირე", "არვეს ხიზანი", "მსხვერპლი", "ჩქარი მატარებლიდან" - პერსონაჟებთან შეხვედრა ელით, რომელიც ბევრისთვის პირველი იქნება, ბევრისთვის კი - ახალგაზრდობის დროინდელი პაემანივით ლამაზი მოგონების აღმძვრელი... 

ისე მოხდა, რომ ამ ქვეყნიდან მის წასვლამდე ბოლო ორი თვის მანძილზე სამჯერ შევაწუხეთ ინტერვიუსთვის: გვინდოდა შეგვეტყო და მკითხველისთვის გვეცნობებინა - რას ფიქრობდა ამა თუ იმ გახმაურებულ მოვლენასა თუ პრობლემაზე, რომელიც უხვად დგას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ასე დაგვიგროვდა რამდენიმე ჭკუის სასწავლებელი მოსაზრება, რომელიც არათუ დღემდე, არამედ საერთოდაც არ დაძველდება...

ოტია იოსელიანი, 2011 წლის ივლისი: 
-  სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანია და ეს ჩემზე ჭკვიანმა კაცმა თქვა საუკუნეების წინ... ადრე 81 წლის კაცი უსაშველოდ დი-ი-დი მეგონა. გავხდი თავად ამხელა და ისევ ბოვშის შემრჩა გულიც, სულიც და გულუბრყვილობაც... სიცოცხლე კიდევ მეტად შემიყვარდა და არც იმას ვმალავ, რომ არ მინდა სიკვდილი - გული მწყდება აქოურობაზე... ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი... ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, დრო უსასრულო იყო და ბევრის მოსწრება შემეძლო... 


არც წინასწარმეტყველი ვარ, არც გულთმისანი და არც ბრძენთაბრძენი. ქართველი ვარ, ჩემი ქვეყანა და ყველაფერი ქართული მიყვარს - მიწა, ცა, წყალი და რაც მთავარია, ადამიანები... ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, მას ვერავინ მოატყუებს და მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. რომ ვტრაბახობთ - საქართველო სამოთხეა, უფალს თავისთვის ჰქონდა შეგულებული და ის გვაჩუქა    ქართველებსო - ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა
საკუთარ თავს მოვუწყვეთ კუპრით სავსე, ცოდვით ადუღებული ყოფა?!

სამოთხეში არც პური ჭირს, არც წყალი და არც სიყვარულის დეფიციტია... ჩვენ ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს და თუ საკუთარი ცოლ-შვილი მაძღარი გვყავს, სხვის დამშეულ მოხუცს და ბავშვს რომ ვერ ვამჩნევთ, ესაა სიყვარული?!.
უმადური არ გეგონოთ, მარა - არ მინდა, არც გატკიცინებული გზა და მით უფრო, 2 პარლამენტი ამდენი გაზულუქებული პარლამენტარისთვის, თუ მოხუცს პენსია არ ექნა და უწამლობით მომიკვდა, ბავშვს რძე ვერ დავალევინე და დამიჭლექდა... საქართველოს ქალაქებში და სოფლებში კი მასობრივად შიმშილობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ამას გვაპატიებს ღმერთი?! ქართველი ქალების ნახევარი სხვის ბებერს და მომავალს უვლის საზღვარგარეთ გადახვეწილი, მათი შვილები აქ უდედოდ იზრდებიან და გინახავთ თქვენ სადმე, უდედოდ გაზრდილ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავდეს?!

რეფორმებიო, რომ გაიძახით, რად მინდა მე ამერიკელისა და რუსის ნასწავლები უნარ-ჩვევები თუ რაცხა უბედურობა, რომელსაც კაპიკის საღირალი არა აქვს ჩემს ტრადიციასთან, მორალთან და ისტორიასთან შედარებით?!. გული მწყდება, რომ ვკვდები და წაღმა მოტრიალებულ საქართველოს ვერ მევესწარი - ისევ ამერიკელის და რუსის ხელის და ნების შემყურეები ვართ და იმდენი ღირსებაც არ გაგვაჩნია, რომ რუსს ჩვენი მიწა და წყალი არ მივყიდოთ და მერე გაზარმაცებულებმა ამერიკული პურის სამათხოვროდ არ გევიშვიროთ ხელი... 

ჩვენს ქვეყანას ასე რომ უჭირს, ამისი ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ უფროსი ხალხის "ჩარეცხვა" მეინდომა ახალმა თაობამ და ხელისუფლებამ. ისეთ ხალხს ჩააკმენდინეს ხმა, ოქროს ფასი რომ ადევს მათ სიტყვას და გამოცდილებას. საძირკვლის გარეშე ინდომეს ახალი სახლის აშენება და ამიტომ ინგრევა გოუმაგრებელი კედლები. არც რუსის სასწავლებელი გვქონდა რამე ქართველებს და არც - უისტორიო ამერიკელების, მეტი ჭკუა და ღირსება რომ გვქონოდა, მეტად რომ გვყვარებოდა და შურით დაბრმავებულებს არ წაგვექცია ერთმანეთი, კვანტის დადებით არ დაგვემტვრია ცხვირ-პირი ჩვენზე ჭკვიანისა და გამორჩეულებისთვის...

ამ თემისთვის (ინტელიგენციის წარმომადგენელთა შორის დაპირისპირების თაობაზე დავუსვით შეკითხვა. - რედ.) ტომები მაქვს მიძღვნილი და მისი მოკლედ ჩამოყალიბება გამიჭირდება... ინტელიგენციას შორის არსებულ დაპირისპირებას სხვადასხვა მიზეზი აქვს და საკმაოდ შორიდან იღებს სათავეს. პირველ რიგში კი იქიდან, რომ ყანიდან წამოსულები, ვინც კი ცოტა ფული დააგროვა და ქალაქში გადასახლდა, საკუთარ თავს ინტელიგენციას მიათვლიან. არ მინდა, კონკრეტული პიროვნებები დავასახელო, ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ბევრს ეწყინება, მაგრამ ასეა. მეორე და მთავარი მიზეზი არის უსაქმურობა, რაც ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს აწუხებთ... ახლა სოფელში დარჩენა არავის უნდა, მიწაზე მუშაობა სათაკილო საქმედ მიაჩნიათ, ქალაქში ყოფნა კი პატრიოტობა ჰგონიათ. არადა, ქართველი კაცისთვის მიწის სიყვარულზე დიდი პატრიოტობა არც არსებობს და არც არავის მოუგონია; მიწათმოქმედი ერი ვართ ჩვენ და იმიტომ... ინტელიგენტობა სხვა რამით იზომება, მაგრამ ეს რომ ავხსნა, ჩემზე ისედაც განაწყენებულ ინტელიგენციას უფრო მეტად გავაბრაზებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - არ არის ეს ყველას საქმე... ორი წლის წინ, საქართველოში 146 სამედიცინო სასწავლებელი იყო გახსნილი; მათი უმეტესობა სკოლებში, გარაჟებსა და ორღობეებში ფუნქციონირებდა, მაგრამ სწავლის მსურველი ყველას ჰყავდა. როგორ ფიქრობთ - ვინ გახსნა და ვინ ასწავლიდა იქ? რა თქმა უნდა, ინტელიგენცია. ისე, ერთი იმ მშობლის თავში ჩამახედა, ვინც იქ შვილი მიიყვანა და სწავლის ფულს უხდიდა! ბოლოს ალბათ ყველას ჩაუდეს ჯიბეში მუყაოს ფურცელი, დიპლომს რომ ეძახიან, მაგრამ რამდენი კარგი სპეციალისტი გვყავს მედიცინის დარგში?.. რამდენი შემთხვევა იცით, რომ პაციენტს ან ვერ გაუგეს, ან არასწორად უმკურნალეს და დაღუპეს?! თქვენ შეიძლება არ მიპასუხოთ, მაგრამ მეც ხომ ვიცი, რა ხდება ამ ქვეყანაზე!.. ასე რომ, ყველაზე კარგი პატრიოტობა და ინტელიგენტობა - საკუთარი საქმის პროფესიონალიზმია და ეს თქვენმა თაობამ მაინც უნდა დაიმახსოვროს.

საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის ყოფილა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოხატავენ აზრს, როგორ დაუმტკიცებენ ერთმანეთს, ვინ მტყუანია და ვინ - მართალი. ინტელიგენტს, რომელ პოლიტიკურ მხარესაც უნდა იდგეს იგი, მეტი თავდაჭერა მართებს. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია, როცა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო ასეთი სიტყვებით საუბრობენ ერთმანეთზე, იმიტომ, რომ ისინი ჩემნაირად ყანაში მომუშავე ადამიანებზე ბევრად მაღლა უნდა იდგნენ. მე ინტელიგენტობაზე პრეტენზია არ მაქვს, ჩემო ბატონო, ერთი გლეხი კაცი ვარ, სოფელში ვცხოვრობ და როცა შემეძლო, მიწასაც ვამუშავებდი. ახლა ამის საშუალებას ჯანმრთელობა არ მაძლევს. მეათე ტომი მქონდა დასასრულებელი, იმის ძალაც არ მაქვს. ამიტომაც ვზივარ და ვუყურებ, სხვა როგორ ამუშავებს მიწას...

ჟურნალი ”გზა”



წყაროhttp://www.ambebi.ge/
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2745 | დაამატა: giohunt1982 | ტეგები: მარა, იმდენი, ორი, ოტია:, ჩვენი, დამრჩა, გავაკეთე, ვითომ, გასაკეთებელი, ბევრი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 mirzagg   (09.09.2014 23:51:57) [მასალა]
ნამდვილად ქართულად მოაზროვნე ადამიანი იყო 10 10 10 23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
6 mirzagg   (09.09.2014 23:50:56) [მასალა]
ერთერთი უდიდესი ქართველი ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული 10 10 10

0   Spam
5 leqso-1984   (05.06.2013 03:21:27) [მასალა]
სანამ ხალხის უმეტესი ნაწილი ასე არ იაზროვნებს მანამ წინ ვერ წავალთ. უფალმა აცხონოს ბატონი ოტიას სული.

0   Spam
4 bg21101992   (21.05.2013 01:06:46) [მასალა]
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ესეთი ადამიანები როგორიც ბატონი ოტია იყო.

+1   Spam
3 zviadikv   (20.04.2013 20:10:15) [მასალა]
ნამდვილი ქართველი .... ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან.... ღმერთმა აცხონოს ბატონი ოტიას სული....

+2   Spam
2 nugomonadire   (20.04.2013 17:14:19) [მასალა]
თქვენ იცით ბაზიერელებო ოტია იოსელიანი რა მონადირე და ზუსტი მსროლელი იყო? არასოდეს არ უთქვამს ჩემთვის ის ჯიხვის რქები, ტახის ფიტული და დათვის ორი უშველებელი ტყავი რომ მისი მოპოვებული ნადირის იყო. ეს მერე მოგვიანებით დაჩიმ და ბაჩომ მომიყვეს. მე მეჩიტიას მეძახდა. ერთხელ სტუმრად მასთან მისულიც კი შემარცხვინა. აგვისტოს ტვე იყო და საღამოს ბატონ ოტიასთან ვიყავი დაძახებული. ავდექი და 10 ცალი ჩემი მოკლული მწყერები შევაპიწკინე და წავიგე. მისვლითანავე წავიტრაბახე ეს ამი დილით მოვიპოვეთ მე და ჩემმა ლავერკამათქო. ოტია ჩიბუხს აბოლებდა, ამომხედა ალმაცერად და მიტხრა ბიჭო მე შენ სერიოზული კაცი მგონიხარ და შენ ჩიტებს დაზდევა მინდორშიო? ცოტა კი მეწყინა მარა მერე ისე მომეფერა და იმდენი კარგი ილაპარაკა ჩემზე ეს უფრო მეწყინა ნეტა რას იყუებათქო... 39 ღმერთმა აცხონოს მისი უკვადვი სული...

0   Spam
1 beqa--123   (19.04.2013 20:36:01) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика