ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველო დიადი წარსულის მქონე ქვეყანაა. ამჯერად შემოგთავაზებთ ცოტაოდენ ინფრომაციას ჩვენი წინაპრების საბრძოლო აღჭურვილობაზე. ფოტო მასალა ისედაც დავდე, მაგრამ როგორც ჩანს ნაკლებად დააინტერესა ინტერმედიას მომხმარებლები. ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა სტატია და დამერთო ფოტოები თავიანთი მცირე მიმოხილვით. მოგეხსენებათ, ჩვენი წინაპრები იარაღს მუდამ თან ატარებდნენ. ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ როგორ იყვნენ აღჭურვილები სხვადასხვა კუთხის შვილები. ახლა კი კონკრეტულად განვიხილოთ იარაღის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც საქართველოში იყო გავრცელებული. ჩვენამდე შემორჩენილი სატევრების სახეობებია: ბაზალა – ხანჯლის სახეობა თილიყამყამი – დიდი სატევარი იამანი – ცივი იარაღი ხატის ენაზე სატევარი – დიდი ხანჯალი ყამა – გადრეკილი სატევარი ყელე – დიდი სატევარი ცხემლაიში – დიდი სატევარი ხანჯალი – ცალღარი, ორღარი, სამღარი, სუკიანი, წვერამდი დაწერილი, შავხალი ხანჯლის ძმა – ხანჯლისშვილა – საძგერებელი იარაღები: აკინაკი – ლახვარი ორპირი, ბუნგრძელი ალმანი – შუბის სახეობა ბარჯი – ხოჭი, ჭვილთი, ხეჩაკალი, შაგამი ბუნი – ტარი, ზრო ბუნიკი – სათიხარი, ქობინი გეონი – მოწლო, სამძგიდე, კაცის სიმაღლე გმური – პირბრტყელი, ბუნგრძელი, გუმური დუგლუგი – დიბლიგი, გამსხვილებული ბოლო ზუფანი – მოკლე შუბი, ზუფნა თრაში – წვერი (აჭარ.) კინენი – დიდი შუბი ლახვარი – გრძელტარა შუბი ლაბაშა – ბუნკაჩო შუბი ლიბანდა – ლიბარდა მაზრაკი – მარწახი – სამთითა ბარჯი მაცახი – ფიწალივით ოთხფარგელი – ოთხწახნაგა ოროლი – სათხედი – პირბრტყელი, ბუნზომიერი ქიმარა – წვეტი შმაგი – ხიშტივით შუფი – შუბი (მეგრ.) შუბაკი – მოკლე შუბი შუბნაჯახი – საძგერ–საცემი ჩალათა – შალითა, ბუდე წათი – აფთშუბა ხელშუბა – ჯირითივით ხიშტი – პირგრძელი, ტარკოტა, ძგიდემახვილი ჯირითი – მოკლე, ცხენიდან სასროლი საჩეხი იარაღები: ათალდი – ფართოპირიანი წერაქვი არგუნი – ნაჯახი (მეგრ.) ბურჭული – წალდი (მეგრ.) კადა – ცული (სვან.) კადოლ – მცირე ცული (სვან.) კეკი – პატარა წერაქვი კინა – ცულივით ნაჯახი – მცირე ცული, ლანჯახი ნიღრი – წალდის ცხვირი ორთოხი – ორგნით სათხროლიანი სათული – მცირე ნაჯახი ტაბარი – ორპირი ნაჯახი ტაბარძენი – უნაგირზე დასაკრავი ნაჯახი ქარჩი – ცალწვერა ბრტყელპირა წერაქვი ქუცუცა – ნაჯახის უკანა წვერი ჩუგლუგი – მცირე წერაქვი ან გრძელტარა ნაჯახი ცულაფთა –სწორკუთხა ნაჯახი ცულდი – ცული ცულთოხი – საჭრელ–სათხროლიანი ცულკავი – ცულის სახეობა ცულქარჩი – ნაჯახწერაქვა წალდი – საჩეხი იარაღი წაკარტი – წერაქვი (მეგრ.) წალკატი – ორწვერა წერაქვი წერაქვი – სათხროლ–საჯგვერი საცემნი: ამუდა, ემუდა – ჯაჭვებიანი რკინის ჯოხი გავაზის ლახტი – ირმის რქის ძირისა გურზი – უფრთო ლახტი ეკალბურთა – ჯაჭვიანი საცემი კედა – რკინის გრძელი ჯოხი კვერთხი – საცემი იარაღი კინიკეტი – ქარცახი, რკინის ჯოხი ლახტი – უმკვეთლო საცემი ომბოხი – კვერთხისნაირი სანგი – რკინის დიდი კვერი ურატა – მომცრო ურო ურო – რკინის ხვედა ხეტი – კაუჭიანი კინიკეტი ხმლების სახეობები: აშურმა – მხარიღლივ დასაკიდი თასმა, ყაწიმი, ქაშქანი, სამრევლი ბალთანი – ხმლის მოსართავნი ბაწარაული – გრეხით ნაჭედი ბერა – მომცრო, პირფართე, ცალლესულა გველისპირული – გოთურგა – ხმლის საკიდი თასმა გორდა – მოკლე ხმალი დავითფერული – თავითფერელი დაშნა – მოკლე ხმალი, დაშლა დაშნილ – დაშნა (სვან.) დვარი – ხმლის ტარის ღილი ვადი, ვადა – ხმლის ჯვარედი ვადაჯვრიანი – თალხანი – ხმლის თასმის წასაწევ–წამოსაწევი თარანგი – ხმლის სალტე იატაგანი – გადრეკილი, ორპირა კაკუბაში – ცუდი ხმალი კალმიდი – კალდიმი კვრინჩხა – ხმალა (მთიულ.) კოტა – თიკებად გაშლილი ტარი კუდახმალი – მოკლე ხმალი ლეკური – უვადაჯვრო ხმალი მისრული – ნაკუდაური – ნიბჩა – მოკლე ხმალი პირი – ბასრი მხარე, შუფრა საბარკალი – უნაგირზე დასაკრავი მოკლე ხმალი უვადაჯვრო – ფრანგული – დედალფრანგული რუსულია, მამალფრანგული – ევროპული ქარქაში – სამკვეთლოთა ბუდე ღარი – გასწვრივი ჩაღრმავება ყუა – ხმლის ულესი მხარე შაშარი – ნესტარსა და ნიღრს შუა შიშნა – წვერი – დაბოლოება წვრილა – ხმლის სახეა ჭარული – ჭოლაური – გამჭოლგამკვეთი ხიპი – დაშნაცუდა, რეცახმალი ხმალჯოხა – ხელჯოხში შენიღბული ხმლის ნატეხი ხორასნული – ჯაგურა – უფხო, ჩლუნგი ჯანჯური – ბლაგვი ხმალი ჯიგრაულა – ხმლის სახეა მახვილები:
აორი – ორლესულის სახეობა აფთი – მახვილი ბრტყელი, ტარგრძელი ბოლოკვეთილი – ვაზრი – ვარზი, ცელისმაგვარი მაქერა – მახაირა – მახვილი – მუსრი – მახვილის ეპითეტია ნიღრი – მახვილის ყუის გნდე საგმირი – მახვილის ეპითეტია სპათი – ფინაკი – ქუდაბეკური – შიმშერი – შუშტი – შეშტი ჩელთი – ბრტყელი მახვილი წოდგელი – ცელისმაგვარი ჭაღვი – ერთგვარი ცელი ხაფი – ქარქაში ჯავარდენი – ჯავარიანი მასხალი დანა, ნამგალი: ბებუთი – გადრეკილი დანა გადიხვადი – თუშური დანა გაჩი – სვანური დანა დანა – მცირე ცივი იარაღი დანაკი – ზომიერი დანა დანისაბელი – დანის საკიდი წნული სარტყელი ვარაგი – მანგლის ყუა კოლხური ნამგალი – ტარმოკლე ცელივით ლამგალი – ნამგალი (ფერეიდ.) მანგალი – ნამგალი რაჭული დანა – საგულავი – ჯაყვა, ციღვი სათირი – ფართოპირიანი ორლესული სათული – დიდი დანა საყუნელი – სამართებელი ურსა – ხევსურული დანა, ლურსა ფუნჩიანი – სასროლი დანა (მეგრ.) ღინნი – ღული – კბილებიანი მანგალი შალთი – დიდი დანა წანდელი – მოკაკვული დანა ჭიტადანა – უკეცი დანის სახეა ხამი – დანის სახეა (მეგრ.) ხენცელი – მომცრო ნამგალი ჯაღინა – უვარგისი დანა სათითენი: გორიანი (საცერელი, ჯიგვურა) დოლაბა (საჯეჯგველა, წისქვილა) ზურგანა (ერთრიგა, ორრიგა, სამრიგა) ლესულა (ერთრიგა, ორრიგა, სამრიგა) მაღალი აფთარი ნესტარა – საჩვევი სათითე ოთხთითა ორთითა სავარცხელა, მაღალსავარცხელა ღაჯია (ცალპირა, ორპირა, სამპირა) ცხუგმე – არწივის კლანჭი (სვან.) ხერხულა (ცალპირა, ორპირა) ხვეულა (ერთხვეულა, ორხვეულა, სამხვეულა) საჩიკე – თითის დამცავი რგოლი
დღეს ვინმეს თუ ე.წ. "კასტეტი" უკვირს, მის მსგავს იარაღებს ჩვენი წინაპრები საუკუნეების წინ ხმარობდნენ ხელჩართულ ბრძოლებში. ახლა კი ამდენ იარაღთან ერთად თავდაცვის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას, ფარს წარმოგიდგენთ. ფარები: ბუჯღი – ფარის ხელმოსაკიდი გირგოლი – ფარის რგოლი გუმბათის ხატი – ხევსურული ფარის ცენტრალური რკალური ჯვარი დარაკა – დელამფარი – ფეხოსან იბერთა დიდი ფარი, დედაფარი ვეშაკი – ვიგრის – ვეფხის, ზღვის თევზის თუ ხვითქის (ნიანგი) ტყავისა კაპაპელტი – მოწნული – პელტი – სვანური – (კონუსური) უბის – მომცრო, ოვალური ფარი ქუჩუბი – ფარის სამკაული, ქუჩუმი ჩელტი, ჩელთი – ცეტრი – ტყავის ფარის სახეობა ხევსურული – ხიდებიანი ფარი, ტყავის და ლითონის პერანგებით, ერთკალიანი, ორკალიანი, სამკალიანი
ინფორმაცია მოძიებულია საბჭოთა ენციკლოპედიებში. |