ტროპარი:
ტყუეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი:
მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
(1) უქმდება ისეთი მოკლელულიანი იარაღის ტარება ( ხრახლულიანის და გლუვლულიანის ) რომლის ლულის სიგრძე არის 30 - სმ ზე ან/და მთლიანი სიგძე 60 სმ-ზე ნაკლები.
(2) იარაღის ფლობის უფლება ხდება ვადიანი - მოკლე და გრძელ ცეცხსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხსასროლ იარაღზე - 10 წლის ვადით.
გაიმართა ჩოხატაურის ტურნირი ინგლისურ სპორტინგში "გავარდნილები 2022"!
ორგანიზატორები გახლდათ მონადირეთა გაერთიანება "ძამა" და მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ბაზიერი".
შეჯიბრებაში მონაწილეობა 36-მა მსროლელმა მიიღო.
პაექრობა გაიმართა როგორც გამოცდილ სპორტსმენებს შორის, ისე მოყვარულებს (მონადირეები) შორის.
სპორტსმენებმა ესროლეს 50 მოძრავ სამიზნეს, ხოლო მონადირეებმა - 30-ს. მონადირეებში საუკეთესო ექვსეული გადავიდა ფინალში, სადაც თითეულმა მათგანმა დამატებით 10 თიხის მოძრავ სამიზნეს ესროლა.
ყურადღება! გაიმართება ღია შეჯიბრება სპორტინგში!
17 აპრილს გურიაში, ჩოხატაურის რაიონში სოფ.გორაბერეჟოულში გაიმართება შეჯიბრება წყვილ სამიზნეებზე სროლაში ანუ ინგლისურ სპორტინგში.
შეჯიბრება გაიმართება
მონადირეთა ჯგუფ „ძამას“ და მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ბაზიერის“ ეგიდით.
შეჯიბრება დაიწყება 9:30 საათზე.
გავიხსენოთ 2021 წლის მარტში, ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში გაიმართული ძალიან საინტერესო შეჯიბრება თიხის სამიზნეებზე სროლაში. ორგანიზატორები გახლდათ მონადირეთა კლუბი "ძამა" და მონადირეთა კლუბი "ბაზიერი".
ქმარი სათევზაოდ წავიდა და ლინდა შვილებთან მარტო დატოვა. ცოლი ქმრის საქციელმა გააბრაზა და სამაგიეროს გადახდა, Trademe-ზე მისი გაყიდვით გადაწყვიტა.
„იყიდება ქმარი. სიმაღლე - 184 სანტიმეტრი. ასაკი - 37 წელი. უყვარს ნადირობა და თევზაობა, იზიდავ ფერმერობა. შეუძლია თვითდამშვიდება. გავცვლი და დანამატს არ მოვითხოვ“, -დაწერა მაკალისტერმა აღწერაში.
თევზაობა ადამიანის უძველესი საქმიანობაა. თევზჭერის მრეწველობა დღემდე მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროა. დღესდღეისობით თევზჭერამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ოკეანის ეკოსისტემას და თუ დაწყებული პროცესი ვერ შევაჩერეთ გარდაუვალია სასურსათო კრიზისი.
ზოგიერთი მეთევზე თევზაობის უკანონო საშუალებებს მიმართავს მაგ: ხელნაკეთი ყუმბარების ან დენით თევზაობას, ორივე მეთოდი ღუპავს არა მარტო თევზს არამედ ანადგურებს გარემოს.
მეცნიერთა შეფასებით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის 99%, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა დედამიწაზე, ახლა გადაშენებულია.
პლანეტის ბუნებრივი ეკოსისტემა მუდმივად ვითარდება და როგორც გარემო იცვლება, ზოგიერთი ძველი სახეობა დაიწყებს გაქრობას.
თუმცა, დედამიწის ისტორიაში არის გარკვეული პუნქტები, როდესაც თანდათანობითი ევოლუცია გახდა უფრო მოულოდნელი და პლანეტის ცოცხალი სახეობების უმრავლესობა განადგურდა შედარებით მოკლე დროში.
ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ხუთი შემთხვევა, როდესაც ყველა სახეობის 75-90% გადაშენდა, რასაც მასობრივი გადაშენება ჰქვია.
Elle-ი პირველი მსხვილი მოდის გამოცემა გახდება, რომელიც თავის სარედაქციო და სარეკლამო კონტენტში ცხოველთა ბეწვის პოპულარიზაციას შეწყვეტს. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცხოველთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად და მომხმარებლის გემოვნების ცვლილებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
Elle-ის საერთაშორისო დირექტორის, ვალერია ბესოლო ლოპისის განცხადებით, ბეწვის ნაწარმი, განსაკუთრებით
კიდევ ერთი ფოტოკონკურსი რომლის მონაწილეებიც საკმაოდ სოლიდური ჯილდოებით დაჯილდოვდნენ, წლი სბოლო როგორც წესი ტყველა კონკურის სრულდება და გამარჯვებულებიც სწორედ ამ პერიოდში ხდებიან ხოლმე ა2ტულაურები, აფრიკის ველური ბუნების ფონდმა (AWF) თავისი პირველი ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
2021 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ბრაკონიერობასთან ბრძოლის მიმართულებით. ცვლილებების მიზანი სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის მოწესრიგება, შედეგი კი - უკანონო თევზჭერის აღკვეთა და პრევენციაა. ცვლილებების თანახმად, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად, ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის შემოღება 7, 10 ან 14 დღით. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხა აკრძალული ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებებით თევზჭერა კი, პირდაპირ დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის
ბრაზილიაში 30 წლის კაცი ფუტკრებისგან თავის დაღწევის მიზნით ტბაში ჩახტა, სადაც ის პირანიებმა შეჭამეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მინას-ჟერაისის შტატში, ერთ-ერთი ფერმის მახლობლად მდებარე ტბაზე მოხდა.
სამი კაცი ტბაზე სათევზაოდ იყო მისული, როდესაც მათ ფუტკრების გუნდი დაესხა თავს. მამაკაცები ტბაში ჩახტნენ, ერთ-ერთი მათგანი კი დაიხრჩო. მაშველებმა ცხედარი ნაპირიდან ოთხ მეტრში იპოვეს.
ნორვეგიამ არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე ვიზიტორებისთვის გარემოზე ზემოქმედების გამო შეზღუდვები დააწესა და საკრუიზო გემებს ვერტმფრენებითა და წყალქვეშა ნავებით არქიპელაგზე ტურისტული მომსახურება აუკრძალა. ინფორმაციას The Times ავრცელებს
1-ლი მარტიდან ზღვის ყინულზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა, თეთრი დათვებისა და სელაპების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აიკრძალა, ხოლო ფრინველთა კოლონიების მახლობლად გამრავლების პერიოდში დაბალი სიჩქარით მოძრაობა დაწესდა.
ცხოველი დაცულ ტერიტორიაზე სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ მიერ აგვისტოში დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა დააფიქსირა თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. 12 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირეს, ნათქვამია სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთში, ქალაქ ხოფაში, მეთევზემ, რომელმაც ბევრი თევზი დაიჭირა, ერთი კილო ქაფშია 5 ლირად გაყიდა. მიმდინარე სეზონზე თურქეთში ქაფშია 15-20 ლირა ღირს და ყველა მოქალაქეს მისი ყიდვის საშუალება არ აქვს. როგორც თურქული გამოცემა „ჰაბერლერი“ წერს, 6 საათში თევზის მაღაზიის მფლობელმა 75 ტონა ქაფშია გაყიდა.
„ჰაბერლერის“ ცნობით, ხოფელი სერქან აქსოი 12 წელია თევზაობს. „შევიდეს თევზი ყველა სახლში“ – ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეთევზემ ქაფშიის ფასი 5 ლირამდე შეამცირა.
ხონში, პატარა ჯიხაიშში, ქალს ტურა დაესხა თავს. ამის შესახებ მოქალაქე, ლევან კობეშავიძე სოციალურ ქსელში წერს და დაშავებული ქალის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალასაც ავრცელებს.
ქალი იხსენებს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის მეზობლისგან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა.
როგორც ნანა მიქაძე ამბობს, სოფელში ბევრი ტურაა და ღამით ადგილობრივებს მათი ხმა ყოველთვის ესმით, თუმცა დღის
საქართველოს მთავრობის პროექტის - „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა“ ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება იგეგმება, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით განახორციელებს.
მინერალებისა და ვიტამინების საბადოა, ორგანიზმიდან დევნის ცუდ ქოლესტერინს, აქვეითებს ტრიგლიცერიდისა და არტერიული წნევის მაჩვენებელს, ებრძვის დეპრესიას, ანთების საწინააღმდეგი ეფექტი გააჩნია – ეს თევზია, პროდუქტი, რომლის სარგებლიანობაზეც ყველა თანხმდება. თევზი მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ ის ორგანიზმისთვის შეუცვლელი პროდუქტია და მისი მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ, გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას.
კაცს, რომელმაც ასობით ირემი არალეგალურად მოკლა, ერთწლიან პატიმრობასთან ერთად 1942 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის, ბემბის ყურება მიესაჯა. მისურის მოსამართლის განაჩენით, დევიდ ბერი ჯუნიორი, ციხეში ყოფნისას, ყოველ თვეში ერთხელ უყურებს დისნეის კლასიკას, რომელშიც მონადირეები პატარა ცხოველს დედას უკლავენ. ბრაკონიერობაში დევიდ ბერი ოჯახის წევრებთან ერთად იყო ჩართული. პროკურატურის თქმით, ის ცხოველებს კლავდა და ადგილიდან მხოლოდ მათი თავები და რქები მიჰქონდა. სხეულის
დღეს ესპანეთში ფართოდ გავრცელებულ გალგოს ჯიშის ძაღლებზე მოგიყვებით, რომლებსაც წარმოუდგენლად ტრაგიკული ცხოვრება აქვთ. საქმე ის არის, რომ ამ ძაღლებს მხოლოდ ნადირობის სეზონისთვის იყენებენ, შემდეგ კი ტყეში ტოვებენ, ან კლავენ. სამწუხაროდ, თავიდან იცილებენ სუსტ, დასახიჩრებულ ან ნადირობისთვის გამოუსადეგარ ინდივიდებსაც - ჯამში ყოველწლიურად აქ 50 ათასამდე მწევარს იმეტებენ სასიკვდილოდ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის
ძაღლების ერთგულებაზე საუბარი მოძველებულია, ეს ოთხფეხა არსებები დედამიწაზე არსებული სულიერებიდან, ალბათ ერთგულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ ძაღლი სახელად ჯონი, რომელმაც ყარაბაღიდან ერევნამდე მარტო იარა და მის პატრონს, რომიკ აგეკიანს 20 დღეა საავადმყოფოს კართან ელოდება.
აგეკიანი ყარაბაღში მოხალისე ჯარისკაცი იყო და ამ დროისათვის ერევნის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია.
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ბაზიერი". აგრძელებს ტრადიციულ აქციას. საახალწლოდ გავახაროთ და გავათბოთ
მიუსაფარი მოხუცები, ბებია-ბაბუები.
ვიწყებთ თანხის შეგროვებას. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ თიბისი ბანკის მითითებულ ანგარიშზე:
GE22TB7038945061600032
მიმღები გიორგი სარიშვილი.
ასევე თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატებიდან პირადი ნომრით 01030020507
წინასაახალწლოდ ვეწვევით ბებია-ბაბუებს მოხუცთა თავშესაფარში.
მონღოლეთის მთიანი რეგიონების შორეულ უდაბნოში, მომთაბარეების პატარა ჯგუფი არწივებთან ერთადნადირობის უძველეს ხელოვნებას ფლობს. ეს ნადირობის ტრადიციული სახეობაა, როდესაც არწივებს მელიებზე და კურდღლებზე სანადიროდ წვრთნიან. უძველესი კულტურის საიდუმლო, ათასწლეულების მანძილზე, თაობებს გადაეცემა.
ზამანბოლი - ყაზახი მომთაბარე ოჯახიდან, რომელიც უმეტეს დროს ქალაქის სკოლაში ატარებს. დასვენების დღეებში გოგონა თავის არწივთან და ძმასთან -ბარზაბაისთან ერთად ვარჯიშობს.
დუკჰას ცხოვრებაც დაკავშირებულია ირმებთან: ცხოველები ტომს აძლევენ რძესა და ყველს. გარდა ამისა, მონღოლები მათთან ერთად ლოსებსა და ტახებზე ნადირობენ.
ტომში არსებული ადამიანთა რაოდენობა სწრაფად მცირდება: სულ რაღაც 44 ოჯახი, ხოლო რაოდენობრივად 200-დან 400-მდე ადამიანი დარჩა.
უხუცესი დუკჰა 96 შამანი ცუიანია. ტომის რწმენით, შამანი მათ აკავშირებს ირმებსა და ტყის სულებთან, რომლებიც ცოცხლებს სიმღერით ეკონტაქტებიან.
თუ ყოველდღიურმა რუტინამ დაგღალათ (განსაკუთრებით მოგბეზრდათ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა) და ცხოვრებაში გჭირდებათ ცოტა მაგია, ეს იდეა აუცილებლად მოგეწონებათ: გაემგზავრეთ კუნძულ ფულაზე - ამ ულამაზეს ადგილზე უსაყვარლესი პონები მეტია, ვიდრე ადამიანები.
ამ ადგილზე პონები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობენ. სწორედ აქ გაჩნდა შოტლანდიური ჯიში პონი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია.
სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტომი, რომელსაც ასობით ძროხა ჰყავს. უცნაურია, თუმცა, ტომის წევრებს ძროხის ხორცი არასოდეს უჭამიათ.
მომთაბარე ტომი საჰელის რეგიონში, ნილოსის გასწვრივ, ჩლიქოსნებთან ერთად გადაადგილდება. მათი ძირითადი კვების რაციონი რძე და იოგურტია. ტომში ადამიანები და ძროხები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. მათ ერთად სძინავთ, იკვებებიან და ერთად სეირნობენ. ძროხები ამ ტომისთვის ყველაფერია - ვალუტა, საკვები და სიამაყე.
დავით თელია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბევრ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბრაკონიერებზე მეტად, ფრინველებს ზიანი სოფლის მეურნეობამ მოუტანა.
– ნადირობაზე გული ამიცრუვდა, რადგან ყველა მხრიდან შეგვბოჭეს, ნაკრძალში მონადირეებს არ უშვებენ მტაცებლების გამოსახშირად.
კომუნისტური რეჟიმის დროს, ტურაში გვაძლევდნენ 30 მანეთს, მგელში – 30 მანეთს, კვერნაში 20-ს.
მაშინ მონადირე პროფესია იყო, ნადირიც იყო, ცხოველებსა და ფრინველებს საკვებიც ჰქონდათ.
დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში წაულების განადგურების შესახებ, რადგან ისინი თითქოს კორონავირუსს ავრცელებდნენ, მცდარი იყო, განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა და სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების მინისტრმა მოგენს იენსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა წაულა უნდა განადგურდეს, რადგან მუტაცია განცდილი ვირუსის მატარებელი და ადამიანისთვის გადამდები შეიძლება იყოს. მისი თქმით, კორონავირუსი დაფიქსირდა 207 ფერმაზე, 67-ზე ცხოველები უკვე დაიხოცა, 23-ზე კი გაურკვეველი სიტუაციაა.
ეს ფაქტები შესაძლოა, რთულად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყოველი მათგანი არაერთი ექსპერიმენტისა თუ კვლევის შედეგად დადგინდა. მაგალითად, ახალშობილ პანდას კუჭის მოქმედება არ ექნება, თუ დედამ მას მუცელი არ მოფხანა, ხოლო ბინტურონგის სიგიჟემდე უყვარს ტკბილი, მისი დანახვისას ეს ცხოველი პატარა ბავშვივით იქცევა...
დედამიწის ბინადარი მრავალფეროვანი არსებები თავიანთი უნიკალური გარეგნობით ერთმანეთისგან გამოირჩევიან. სამწუხაროა, რომ უმეტესობა მათგანი გადაშენების საფრთხის წინაშეა. ზოგიერთი მათგანის რაოდენობა მკვეთრად მცირდება და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ისინი მხოლოდ არქივის ფოტო/ვიდეოს საშუალებით ვიხილოთ.
11 ოქტომბერს, გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ტარდება რეგიონალური (გუნდური) შეჯიბრი სპორტინგში.
სახელწოდებით „გავარდნილები 2020 ჩოხატაური“
მონადირეთა ჯგუფ „ძამას“ და მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ბაზიერის“ ორგანიზებით.
შეჯიბრის მხარდამჭერი და სპონსორები არიან სანადირო მაღაზიათა ქსელი "ვესტერნი" და მონადირის მაღაზია "მონადირე"
შეჯიბრის დასაწყისი 10:00 საათზე
შევიდა ცვლილება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესში, კერძოდ: თუ ადრე პირი ვალდებული იყო გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას თან ჰქონოდა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ახალი რედაქციით: ...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!