"იყიდება ქმარი“ - შვილებთან მარტო დარჩენილმა ცოლმა, სათევზაოდ წასული ქმარი აუქციონზე გაიტანა
ახალი ზელანდიის მაცხოვრებელმა ქალმა ქმრის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეუღლემ ის ორ ბავშვთან ერთად მარტო დატოვა სკოლის არდადეგების პერიოდში.
ლინდა მაკალისტერი ჯონს 2019 წელს გაყვა ცოლად. იმ მომენტისთვის მათ ორი ვაჟი უკვე ჰყავდათ. ოთხი წლის კოლტი და ექვსი წლის რაიდერი. ბავშვებს ცოტა ხნის წინ სკოლის არდადეგები დაეწყოთ და მაკალისტერის თქმით, ამან დღის რეჟიმზე იმოქმედა, ბავშვებმა გვიან დაძინება დაიწყეს.
ამ დროს კი ქმარი სათევზაოდ წავიდა და ლინდა შვილებთან მარტო დატოვა. ცოლი ქმრის საქციელმა გააბრაზა და სამაგიეროს გადახდა, Trademe-ზე მისი გაყიდვით გადაწყვიტა.
„იყიდება ქმარი. სიმაღლე - 184 სანტიმეტრი. ასაკი - 37 წელი. უყვარს ნადირობა და თევზაობა, იზიდავ ფერმერობა. შეუძლია თვითდამშვიდება. გავცვლი და დანამატს არ მოვითხოვ“, -დაწერა მაკალისტერმა აღწერაში.
მაკალისტერი ამბობს, რომ ჯონი ყურადღებით აკვირდებოდა აუქციონს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ არც თუ ისე ცოტა თანხას შესთავაზებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მასში მხოლოდ 100 ახალი ზელანდიური დოლარის გადახდას დათანხმდენენ.
წყარო: https://newposts.ge/
|