თეთრი გნოლი , ფრინველი ქათმისნაირთა რიგის როჭოსებრთაოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-38 სმ, წონა 400-870 გ-მდე. ზამთარში თეთრია,ზაფხულში - მოყვითალო ან ჟანგისფერ-მურა. გავრცელებულია ევროპაში, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ცნობილია 14 ქვესახეობა. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად. მონოგამია. მაისის ბოლოს და ივნისში დებს 6-12 კვერცხს. ინკუბაცია 20 დღემდე გრძელდება. იკვებება მცენარეული საკვებით (კენკრა, ფოთლები, კვირტები, ყლორტები). თეთრი გნოლის სეზონური მიგრაციებიიწვევენ სონღულისა და თეთრი ბუს მიგრაციებსაც, რადგან მათ საკვებს შეადგენენ. ძვირფასი სარეწაო ობიექტია. |