ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

ზოგადი ინფორმაცია სვავზე (Aegypius monachus):
ამჟამად ჩვენს ზოოპარკში ორი სვავი ბინადრობს. ამ სახეობას ასევე შავ სვავს ან ევრაზიის შავ სვავს უწოდებენ (ევრაზიის სვავები შორეული ნათესავები არიან ამერიკის სვავების, რომლებიც ცალკე ოჯახში შედიან). ზოგადი ინფორმაცია სვავზე (Aegypius monachus): სვავი მსოფლიოში ყველაზე დიდ მტაცებელ ფრინველად ითვლება. სიგრძე 98-120 სმ, ხოლო ფრთაგაშლილობა კი 250-310 სმ-ს აღწევს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მფრინავი ფრინველიცაა და მისი წონა 7-14 კგ-ია. სვავის შეფერილობა მოშავო-მოყავისფროა. მას აქვს სვავებისათვის დამახასიათებელი მელოტი თავი (სინამდვილეში დაფარულია მოკლე ბუმბულით) და თვალების ირგვლივ მუქი ლაქები. ნისკარტი ყავისფერია, კიდურები კი მორუხო. შავი სვავი ძალიან დიდ სიმაღლეებზე დაფრინავს და ვერტიკალურად 3300 მეტრის სიმაღლემდე ადის. ყოველდღიურად ასევე უზარმაზარი მანძილის დაფარვაც უწევს, საკვების ძებნისას, ამიტომაც ჰაერში პლანირებისათვის და ენერგიის დასაზოგად, ის ოსტატურად იყენებს თბილი ჰაერის აღმავალ დინებებს. სვავი ძირითადი საკვები ლეშია, თუმცა ხანდახან ცოცხალ ცხოველებზეც ნადირობს. სვავი გავრცელებული სამხრეთ ევროპასა და აზიაში, პორტუგალიიდან კორეამდე. ამ არეალის ფარგლებში ის ყველგან გვხვდება, სადაც ზამთარი ძალიან მკაცრი არ არის. ის მრავლდება მაღალ მთებში ან ვრცელ ტყეებში. სადაც ბუდეს აგებს ხეებზე ან დამრეც კლდეებზე. სვავი მარტში დებს ერთ კვრეცხს, რომლის ინკუბაციური პერიოდიც 55 დღეს გრძელდება. კვერცხზე ორივე მშობელი ზრუნავს და მორიგეობით კრუხობენ. დღესდღეობით ჩვენდა სამწუხაროდ ევროპის საზღვრებში სვავი გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება. ასევე რთული მდგომარეობაა ინდოეთსა და პაკისტანში, სადაც სამი სახეობის სვავების პოპულაცია 95%-ით შემცირდა, დიკლოფენაკით მოწამვლის გამო. ამ წამალს ფერმერები შინაური ცხოველების სამკურნალოდ იყენებდნენ, მაგრამ თუ ცხოველი კვდებოდა, მის ლეშს არ მარხავდნენ და სვავები ჭამდნენ. როგორც აღმოჩნდა სვავები მგრძნობიარენი არიან დიკლოფენაკის მიმართ და ამ პრეპარატით მოწამვლის გამო იხოცებოდნენ. ინდოეთში, სვავების პოპულაციის ასეთმა შემცირებამ ჰიგიენური პრობლემები წარმოქმნა. მკვდარი ცხოველების ლეში ახლა ან იხრწნებოდა, ან მას გარეული ძაღლები და ვირთხები ჭამდნენ. სხვა ლეშისმჭამელებს შორის კი, ცოფი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რის გამოც სხვა ქვეყნებთან შედარებით ინდოეთში ამჯერად ცოფით ყველაზე მეტი ხალხი ავადდება. ინდოეთის მთავრობამ აკრძალა დიკლოფენაკი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს აღმოჩნდა, რომ ის ისევ იყიდება და ისევ ქმნის პრობლემას სვავებისთვის მსოფლიოს სხვა კუთხეებში. სამწუხაროდ საქართველოს წითელ ნუსხაში - სვავიცაა შესული.


წყარო: http://zoo.ge
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: giorgi (15.10.2011) | ავტორი: giorgi W
ნანახია: 2199 | კომენტარი: 2 | ტეგები: ზოგადი ინფორმაცია სვავზე (Aegypius | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 gigagiga239   (15.10.2011 02:47:22) [მასალა]
სამაგიეროდ ორბი და ყაჯირია მომრავლებული და ეს სასიხარულოა 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика