მთიულა გავრცელებულია ევროპაში, ჩრდ. აზიაში, გარდა ტუნდრისა, კავკასიაში. საქართველოს ფარგლებში მთიულა გვხდება როგორც მოზამთრე ფრინველი. მრავლადაა მიმოფრენისას.
ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ბუდეს იკეთებს ხეზე მიწის ზედაპირიდან 4-5 მ-ის სიმაღლეზე. აპრილის დამლევს დებს 5-7 კვერცხს. საკვებს შეადგენენ მწერები, ობობები. ჭამს აგრეთვე წიწიბოს, კენკრას, მცენარეთა ნორჩ კვირტებს.