რუხი წერო გავრცელებულია სკანდინავიიდან ჩინეთამდე. საქართველოში ჯავახეთის ზეგანზე ბუდობისას და მიმოფრენისას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაბლობებზე. ზამთრობს ხმელთაშუაზღვისპირეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, წინააზიაში, ინდოეთში, ჩინეთში. ბინადრობს თხელ წყალსატევებთან. გადაფრენისას და ზამთრობისას გვხვდება სოფლის სამეურნეო ნაკვეთებზე კერძოდ კი ხორბლის და ბრინჯის ყანებში. იკვებება ძირითადად მცენარეთა ტუბერებით, ღეროებით, ფოთლებით, კენკრით. ასევე მსხვილი მწერებით და სხვა უხერხემლოებით და მცირე ზომის ხერხემლიანებით. ბუდეს იკეთებს წყალსატევების ნაპირზე მაღალ და ხშირ მცენარეულობაში მიწაზე. დებს 2 კვერცხს, კრუხობს 28-31 დღეს. ბარტყები ფრენას იწყებენ 65-70 დღეში. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!