ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

იხვები
ყვინთია იხვები, ყურყუმელები, შავულები, ბატისნაირთა რიგის ფრინველებია. მოიცავს ზომიერ სარტყელში გავრცელებული 2 გვარის 15 სახეობას, მათ შორის საქართველოში, ჯავახეთის ტბებზე (ბოლო დროს მეტად იშვიათია). წითელცხვირა ყვინთია იხვი, წითელთავა ყვინთია იხვი, თეთრთვალა ყვინთია იხვი და ქოჩორა შავულა იხვი. გავრცელებული არიან ზღვის დონიდან 2100 მეტრამდე. ბუდობენ ტბისპირა ლერწამ-ლელიანში, დებენ 7-12 კვერცხს. იკვებებიან მცენარეულობით, უხერხემლოებით. წითელნისკარტა ყვინთია იხვი იშვიათია. ყვინთია იხვის მასა 1 კგ აღწევს. სპორტული ნადირობის ობიექტია. წითელნისკარტა იხვის მოსაპოვებლად საჭიროა 5-6 ნომერი საფანტი. ჩვეულებრივი კოკონა (იხვი) კოკონა, იხვების გვარი ბატისნაირთა რიგისაა. სხვა იხვებისაგან გამოირჩევიან ნისკარტის აგებულებით, თანაც უკანა თითზე ფართო ლაპოტი აქვთ. გვარში 2 სახეობაა: ისლანდიური კოკონა, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, გრელანდიისა და ისლანდიაში და ჩვეულებრივი კოკონა რომელიც გვხვდება ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილებში. საქართველოს ფარგლებში მიმოფრენისას და ზამთარში გვხვდება ჩვეულებრივი კოკონა. კოკონა ბინადრობს ტბებისა და ზღვების სანაპიროებზე. ხის ფუღუროში. მაისში დებს 4-14 კვერცხს, იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით. ზოგჯერ ლიფსიტებსაც ჭამს. კოკონა სანადირო ობიექტია. კოკონას მოსაპოვებლად საჭიროა 5-6 ნომერი საფანტი. შავყელა ღორიხვა პოლარული ღორიხვა წითელყელა ღორიხვა შავყელა ღორიხვა, ღორიხვასნაირთა ფრინველთა რიგი, მოიცავს ერთი ოჯახის ერთ გვარს, რომელშიც გაერთიანებულია 3 სახეობა: წითელყელა ღორიხვა, შავყელა ღორიხვა და პოლარული ღორიხვა. ღორიხვასნაირნი ბინადრობენ ევრაზიისა და ამერიკის ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ზონაში, ჩრდილოეთით აღწევენ შორეულ კუნძულებს. აზიაში ბინადრობენ ველისა და მაღალმთიან ტბებზედაც. სამხრეთ ნახევარსფეროში არ გვხვდებიან. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება პირველი 2 სახეობა. ტანად საკმაოდ დიდი ფრინველები არიან (მასა 1-5კგ). ღორიხვასნაირისთვის დამახასიათებელია მჭიდრო, ხშირი შებუმბლვა, გრძელი, წითელი ნისკარტით, მოკლე ბოლო, ვიწრო ფრთები. ქვემოდან თეთრად არიან შებუმბვლილი, ზემოდან შავ-მურად, ზედ თეთრი კოპლებით. იკვებებიან თევზით, წყლის უხერხემლოებით. იყენებენ მათ ბუმბულს. ზოგან ჭამენ.


წყარო: http://inovacia.ucoz.com
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: giorgi (13.10.2011) | ავტორი: giorgi W
ნანახია: 5804 | ტეგები: წითელცხვირა ყვინთია (იხვი) | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика