ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

იხვზე ნადირობის ზოგიერთი თავისებურება
პატარა წერილში იხვზე ნადირობის სრულყოფილად გადმოცემა შეუძლებელია. შევჩერდებით მხოლოდ იმ ზოგიერთ თავისებურებაზე, რის ცოდნაც აუცილებელია დამწყები მონადირისათვის. უპირველეს ყოვლისა ისმის კითხვა: რომელი საფანტი ვესროლოთ იხვს? არსებობს იხვის მრავალი სახეობა. გასათვალისწინებელია ტანის სიდიდე და ჭრილობისადმი მისი საფარის (ბუმბულის) მდგრადობა (უნდა გვახსოვდეს, რომ სანადირო ფრინველთა შორის ბატი და იხვი უფრო ფრთხილია და ჭრილობისადმი მდგრადი საფარის მქონეც). აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იგივე სახეობის იხვს 10-15 გრადუს სიცივეში უნდა ვესროლოთ უფრო მსხვილი საფანტი. ამ და ზოგიერთ სხვა გარემოებათა გამო იხვზე ნადირობისას შეიძლება გამოვიყენოთ 3.4.5.6. ნომერი საფანტი. კარგმა მონადირემ იცის, რა მანძილზე ეროლოს ამა თუ იმ ნადირ-ფრინველს. ნადირობის ეთიკას მოკლებული ზოგიერთი პიროვნება შუაგულ ტბაში მსხდომ იხვებს 100-150 მეტრით დაშორებული ნაპირიდან ესვრის. ეს არ შეიძლება. უშედეგოდ რატომ უნდა დავარღვიოთ მყუდროება? შეიძლება ზოგიერთმა განაცხადოს, რომ თვითონ 100 მეტრის სიმაღლიდან მოხსნა იხვი. ცხადია ასეთი მონადირის მიერ იხვის ფრენის სიმაღლის განსაზღვრა მეტისმეტად სუბიექტურია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 60-70 მეტრ სიმაღლეზე იხვი შემთხვევით სასიკვდილოდ დაიჭრას და იგი მონადირის ნადავლი გახდეს. ეს მაშინ, როცა ძლიერი ჩოკის მქონე თოფის ლულიდან გასროლილი ზოგიერთი მსხვილი საფანტი (მაგ. 3 ნომერი) 70 მეტრზე ინარჩუნებს 150 მწ სიჩქარეს. ასეთი საფანტი შეიძლება შემთხვევით მოხვდეს იხვს თავში. მაგრამ თუ ამავე მანძილზე სხეულში მოხვდა, იხვი მსუბუქად დაიჭრება, თანდათან დასუსტდება, ბოლოს კი მატაცებელ ნადირ-ფრინველთა ლუკმა გახდება. ამიტონ ფრინველზე ნადირობის დროს 50 მეტრზე უფრო შორს საფანტის სროლა არ შეიძლება. სროლის საუკეთესო მანძილად ითვლება 30-45 მეტრი. ამ სიმაღლეზე საფანტის კონის სიფართე, განლაგების თანაზომიერება და სიმკვეთრე ოპტიმალურია და დამიზნებაში დაშვებული მცირეოდენი შეცდომა არსებით გავლენას არ ახდენს სროლის შედეგზე. იხვზე ნადირობისას სხვადასხვანაირად ზუსტი სროლა იმიტომ არის საჭირო, რომ მონადირე ყოველთვის ერთ მდგომარეობაში არ არის. თუ იხვი წყალში ცურავს, საჭიროა თოფი დავუმიზნოთ ისე, რომ თამასის შუა ნაწილსა და სამიზნეზე გავლებული წარმოსახვითი სწორი ხაზი კვეთდეს ფრინველის წყალზე მუცლით შეხების ადგილს. ზუსტად დამიზნების შემთხვევაში 45-50 მეტრზე დამჯდარი იხვის მოკვლა უფრო ძნელია, ვიდრე გაფრენილისა. თუ მაქსიმალურ მანძილზე შეფარდებით მსხვილ(მაგ. იხვზე ნადირობისას 3-4 ნომერ) საფანტს ვესვრით, მაშინ შეიძლება მიტანის სიჯგუფე საკმარისი არ აღმოჩნდეს და სანადირო ობიექტი საფანტებს შორის მოექცეს. დამჯდარი იხვის სხეულის საფარი ჭრილობისადმი უფრო მდგრადია, ვიდრე აფრენილისა. ჰაერში იხვის სისწრაფე და ფრთების მოძრაობა ზრდის სროლის მომაკვდინებელ არეს. ჩასაფრებით იხვზე ნადირობისას უკეთესია ვესროლოთ შემხვედრი მიმართულებით მფრინავს. ასეთ შემთხვევაში წარმატებით ნადირობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვემზადებით სასროლად. შემხვედრი მიმართულებით მფრინავი იხვი, როგორც კი საფარს დაუახლოვდება 25-30 მეტრზე, თოფმომარჯვებული მონადირე სწრაფად უნდა წამოდგეს. იხვი მაშინვე შეიცვლის მიმართულებას (მარჯვნივ ან ზევით) დაკარგავს სიჩქარეს და მკერდითა და მუცლით მონადირესკენ მოექცევა. ამ დროს იხვს ოდნავ წინ დავუმიზნებთ და ლულებს ფრენის მიმართულებით თანაბარზომიერად ვამოძრავებთ, ისე, რომ სასხლეტზე თითის დაწოლის დროს მას არ გავაჩერებთ. საფანტი იხვს მოხვდება და უეჭველად ჩამოვარდება. ტბებსა და მდინარეებზე ნავით ნადირობისას სასროლად წამოდგომა დაუშვებელია, რადგან იგი უმრავლეს შემთხვევაში მარცხით მთავრდება. ასეთ დროს უნდა დავჯდეთ ან დავიჩოქოთ და ისე ვესროლოთ. როცა შემხვედრი მიმართულებით მფრინავი იხვი 45-50 მეტრზე მოგვიახლოვდება, თოფი უნდა დავუმიზნოთ ნისკარტში. ლულებით უნდა დავფაროთ იხვი და დავაწვეთ სასხლეტს. თუ ლულებით იხვის დაფარვა ზედმეტი მოგვივიდა და საფანტის კონამ იხვის წინ გაიარა, იგი თითქმის იმავე მდგომარეობაში ჩერდება როგორც ზემოთ იყო აღწერილი. ესე იგი , იცვლის ფრენის მიმართულებას, რის გამოც მიზნის მიღწევა უფრო ადვილდება მეორე ლულიდან გასროლით. როცა იხვი უკნიდან წინ გადაგვიფრენს, მას თოფი ისე უნდა დავუმიზნოთ, რომ "დამიზნების ხაზმა" გაიაროს იხვის ნისკარტის ცოტა წინ. დამიზნების ეს მდგომარეობა თოფის ლულების თანაბარზომიერი მოძრაობით შენარჩუნებული იქნება სასხლეტზე თითის დაწოლამდე. ზოგიერთი მონადირე დამიზნების შემდეგ თოფის ლულების მოძრაობას წყვეტს და ისე აწვება სასხლეტს. ამ შემთხვევაში საჭიროა თოფი დავუმიზნოთ უფრო წინ. თუ გასროლის შემდეგ იხვმა რამდენადმე მაღლა აიწია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ზედმეტად წინ მოგვიწია სროლა (საფანტმა ქვევით გაიარა) ჩვენგან მარჯვნივ ან მარცხნივ, ან პირიქით მფრინავ იხვს ერთნაერად უნდა ვესროლოთ. პირველსა თუ მეორე შემთხვევაში თოფი ჯერ უნდა დავუმიზნოთ და შემდეგ ლულების თანაბარ ზომიერი მოძრაობით დამიზნების ხაზი დაახლოებით ნახევარი მეტრით გადავიტანოთ იხვის წინ, თანაც სასხლეტს დავაწვეთ.
 


წყარო:
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: hunting-jim (08.02.2015)
ნანახია: 4851 | კომენტარი: 6 | ტეგები: ზოგიერთი, ნადირობის, იხვზე, თავისებურება | რეიტინგი: 4.7/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 2002-bagashvili   (10.01.2016 11:59:55) [მასალა]
10 10

0   Spam
5 kobakhidze   (09.01.2016 18:30:35) [მასალა]
სგოლ საგოლ უმაგრესი იმფო არის 166 166

0   Spam
4 mamuka36   (29.12.2015 23:04:35) [მასალა]
166 166 ეს ყველამ უნდა იცოდეს

0  
3 akson777   (02.06.2015 20:41:52) [მასალა]
კარგი ინფოა

0   Spam
2 civilioni   (02.06.2015 19:03:59) [მასალა]
166

0   Spam
1 ტორა   (08.04.2015 16:45:09) [მასალა]
აუცილებელი ცოდნაა 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика