ბოლოშავა (Turdus pilaris), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გვხვდება ევროპასა და აზიაში. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში. საქართველოში ზამთრობს დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თავ-კისერი ნაცრისფერი აქვს, ზურგი - მორუხო-წაბლისფერი, ფრთები და ბოლო - მოყავისფრო-შავი, მუცელი და გვერდები - თეთრი, შავწინწკლებიანი, ჩიჩახვი - მოყვითალო-მომწვანო. მაის-ივნისში დებს 4-7 კვერცხს; კრუხობა გრძელდება 16 დღემდე. ბოლოშავა ბინადრობს მთაში, გვიან შემოდგომაზე, როცა მთები უკვე დათოვლილია ჩამოდის ბარში, მოძრაობენ გუნდებად, შაშვზე ოდნავ მოზრდილი ფრინველია, მოსანადირებლად ძალიან იოლი და ძალიან გემრიელია. უყვარს ხურმა, კარალიოკი და სხვა. ბოლოშავას მოსაპოვებლად საჭიროა 7-8 ნომერი საფანტი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!