კრავიჭამიაც მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფში შემავალი დიდი ზომის ფრინველია, რომელიც გრძელი, ვიწრო ფრთებით და რომბისებური კუდით გამოირჩევა. ზრდასრულის თავი და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია, თუმცა იმის გამო, რომ ფრინველი რეგულარულად იღებება წითელი ფერის თიხებში, ეს ადგილები მონარინჯისფრო უხდება. ტანი და ფრთები მუქია, ზემოდან მონაცრისფრო ელფერით. ნისკარტის ორივე მხარეს შავი, წვერისმაგვარი ბუმბულის ორი კონა ეშვება. ერთი წლის ფრინველს კისერი და თავი შავი აქვს. ზრდასრულის შეფერილობას 5 წლის ასაკში ღებულობს მიეკუთვნება.
ის გრძელი მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, იწონის 5-6 კგ-ს. მდედრი შედარებით დიდია მამრზე.
გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. ბინადრობს სუბალპურსა და ალპურ ზონაში. ბუდეებს იკეთებს კლდოვან ფლატეებზე ტყის მცენარეულობის ზოლში. იშვიათად (როგორც ჩანს საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებშიც გვხვდება.
გამრავლებას ზამთარში იწყებს. მდედრი ორ კვერცხს დებს, თუმცა გამოჩეკილი მართვეებიდან ზრედასრულობას მხოლოდ ერთი აღწევს. საინკუბაციო პერიოდი 55-60 დღე გრძელდება. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველის ძირითად საკვებს ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია. უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს.
საუკუნის დასაწყისში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე.
კრავიჭამია შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!