ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

ჩიბუხა


ჭაობის ფრინველებიდან ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებულიაჩიბუხა(ბეკასი). განსაკუთრებით მრავლად გვხვდება მიმოფრენისას. ეს გრძელნისკარტა ფრინველი პირველად გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე. იგი მრავლად გვხვდება ყველანაირ ჭაობში, მდინარის თუ ტბის პირა ჭანჭრობებში. საშემოდგომო გადაფრენა ჩვენში სექტემბრის დასაწყისიდან

იწყება და ორ თვეს გრძელდება.საქართველოს ზოგ ადგილებში ეს ფრინველიატარებს ზამთარს.

ჩიბუხა, როგორც აღვვიშნეთ, ბინადრობს ჭაობიან ადგილებში, ჭალებში, ბუჩქნარებში, ლერწმით დაფარულ ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, აპრილში დებს 4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 21 დღემდე. კურხად ჯდება მხოლოდ დედალი. საკვებს შეადგენენ ჭიები, მწერები, ლოკოკინები. ზოგჯერ ჭამს მცენარეთა კენკრას, ნორჩ კვირტებს.

სწორედ სექტემბრიდან ვიწყებთ ამ ფრინველზე ნადირობას, რომელიც ტანით მწყრისოდენაა, ხოლო შეფერილობით კი მასზე მუქია. აქვს აგრეთვე გრძელი ნისკარტი და თეთრი გული. ჩიბუხაზე, ისევე როგორც ტყის ქათამზე ნადირობისას აუცილებელია კარგად დაგეშილი მეძებარი. კარგია ის ძაღლი, რომელიც ქარის საწინააღმდეგოდ, მაქოსებური მოძრაობით, საშუალო ტემპით ეძებს ფრინველს, ჩამოგდებული კი პატრონთან მიაქვს.

საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ჩიბუხა მეძებარ ძაღლს ნაბულზე იშვიათად უჩერდება - მცდარია. იმ ადგილებში სადაც ჭაობში ბალახი საფარი დაბალია ჩიბუხა მართლაც ფრთხილია და მიახლოებულ მეძებარს თუ მონადირეს სასროლ მანძჲლე იშვიათად უშვებს. ხოლო ზომიერ ბალახში იგი მყარად ზის, განსაკუთრებით თუ სიცხეა და მეძებარს კარგად უჩერდება ნაბულზე. ეს საშუალებას აძლევს მონადირეს დამშვიდებულად ესროლოს მას.

ნადირობისათვის საუკეთესო დროდ შეიძლება ჩაითვალოს ოქტომბერი. ჩიბუხა ამ დროს მსუქანი და ძალზედ გემრიელია. ნადირობის დაწყება დილით ადრეც შეიძლება, მაგრამ უკეთესია ნადირობას მაშინ შევუდგეთ, როდესაც მზე კარგად ამოიწვერება. ოქტომბრის დასაწყისში ჩვენში კარგად ცხელა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს ფრინველი სიცხეში კარგად უჩერდება მეძებარს ნაბულზე რაც კარგი ნადირობის საწინდარია. თვალის დახამხამება და ეს გრძელნისკარტა ფრინველი თვალს მოეფარება ხოლმე. ამიტომ საჭიროა ამოფრენილ ბეკასსმანამდე ვესროლოთ, სანამ ის თავისი ზიგზაგებით დაიწყებდეს ფრენას.ეს კი მსროლელისგან ძალზედ სწრაფ რექაციას მოითხოვს. რაღაც წამია საჭირო იმისათვის რომ ფრინველი საფანტის კონაში მოექცეს. გვახსოვდეთ ბეკასზე ნადირობას არ შეედრება არც სასტენდო სკოლაში მეცადინეობა და არც არანარი თეორიული თუ პრაქტიკული სწავლება... ამ ფრინველზე ნადირობა სროლის საუკეთესო სკოლაა. ჭაობიდან ჭყივილით ამოვარდნილ ბეკასს ახალბედა მონადირეები უიმედო სროლით აცილებენ, რადგან მისი ფრენის სისწრაფე 15-20 მეტრია წამში.

მასზე ნადირობისას საუკეთესოა ცილინდრულ ლულებიანი თოფი. მის მოსაპოვებლად ხმარობენ 10-12 ნომერ საფანტს.

ნადრობისას ქარის საწინააღმდეგოდ ვუშვებთ ძაღლს და, და რაც შეიძლება ნაკლები ხმაურით მივუყვებით ჭაობს. ნაბულზე დამდგარ ძაღლს ვუახლოვდებით აუჩქარებლად, მაგრამ ამავე დროს ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ რადგან ფრინველი შეიძლება ჩვენს მიახლოებამდე აფრინდეს. ძაღლის მიტანების შემდეგ აფრენილ ჩიბუხას რაც უფრო მალე ვესვრით, მით უფრო კარგია რადგან იგი სწრაფად გადის სასროლი ზონიდან.

მასზე ნადირობა შეიძლება მთელი დღის განმავლობაში, უკეთესია თბილი და წყნარი ნაწვიმარი ამინდი. ჩიბუხა თავისი სწრაფი ფრენის გამო მეტად ძნელი მოსაპოვებელია და ამისათვის მასზე ნადირობა დიდ სპორტულ ინტერესს იწვევს.

ცხოველთა და ფრინველთა სამყაროში, ამ პატარა, მსუქანმა სანაპიროს ჩიტმარეკორდი დაამყარა ყველაზე გრძელ მანძილზე სწრაფ, შეუჩერებლივ ფრენაში.
ახალი კვლევისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ „ჩიბუხა" ჩიტებს შეუძლიათ, შეასრულონ ტრანსკონტინენტალური ფრენა ევროპაში, შვედეთიდან - აფრიკის საჰარამდე, სულ მცირე - ორი დღის შეუსვენებლივ ფრენის შედეგად.
ჩიტებმა 6800 კილომეტრი იფრინეს საათში საშუალოდ 100 კილომეტრი სიჩქარით.


ნაწილობრივ გამოყენებულია მასალა http://lomsika.webnode.com -დან



წყარო: http://hunters.ge/gareuli-frinvelebi/199-chibuxa.html
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: dudu-duda (01.01.2012) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 4400 | კომენტარი: 1 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 zaza123   (31.08.2012 19:34:46) [მასალა]
მაგრად მიყვარს ბეკასსზე ნადირობა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика