ბეგობის არწივი მოიპოვება სამხ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ჩრდ. აფრიკაში.
საქართველოს ფარგლებში ბეგობის არწივი მოიპოვება თითქმის ყველგან. აღმოსავლეთ საქართველოში ბეგობის არწივი ცნობილია მოზამთრე ფრინველის სახით, ხოლო დასავლეთ საქართველოში – როგორც მიმომფრენი. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.
სხეულის საერთო სიგრძე 72—84 სმ აღწევს, ფრთების შლილი 2 მ-მდეა, წონა 3 კგ-მდე.
ბინადრობს ტყეთა ზოლში, ველებზე. ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილში დებს 2 – 3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 43 დღემდე. კრუხობს მორიგეობით ორივე მშობელი. ძირითად საკვებს შეადგენენ თაგვისებური მღრნელები, თრიები, ზაზუნები, მემინდვრიები და სხვებს. ზოგჯერ თავს ესხმის კურდღლს, ფრინველებს
ცნობილია ბეგობის არწივის ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ბეგობის არწივი – Aquila heliaca heliaca
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!