მემატლიასებრნი , ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9-30 სმ აღწევს. ოჯახში 330-მდე სახეობაა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ყველა კონტინენტზე, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში გვხვდება რუხი მემატლია, ჭრელი მემატლია, თეთრყელა მემატლია, მცირე მემატლია (ყველა მობუდარია). მემატლიასებრნი იკვებებიან მწერებით და ობობებით, ზოგჯერ კენკრით. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვთ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!