ღაჟოსებრნი ) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს აფრიკაში, ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და მთელ რიგ ოკეანურ კუნძულებზე გავრცელებულ 12 გვარის 69 სახეობას (არ არიან ავსტრალიაში, კუნძულ მადაგასკარზე). მათი სხეულის სიგრძე 15-30 სმ (ზოგი გრძელბოლოიანი ფორმისა 45 სმ), მასა 25-120 გ აღწევს. ნისკარტი მოღუნულია, გვერდებიდან შებრტყელებული, წვეროზე კბილაკით აქვთ მოკლე, მომრგვალო ფრთები. აგრესიული ფრინველები არიან. ბინადრობენ ტყისპირებში, მეჩხერ ტყეებში, ბუჩქნარიან ღია ადგილებში, კულტურულ ლანდშაფტში. ბუდეს იკეთებენ ხესა ან ბუჩქზე, დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან მსხვილი მწერებით, წრუწუნებით, ხვლიკებით, წვრილ-წვრილი ფრინველებით, იკეთებენ მარაგს (ნადავლს ეკალზე წამოაცმევენ). საქართველოშიბუდობს 3 სახეობა: კავკასიური ღაჟო , შავშუბლა ღაჟო და წითელთავა ღაჟო უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". საქართველოში ზამთრობს რუხი ღაჟო .
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!