კი ბატონო წყარო მოიყვანეთ და დავადასტურებ. მხოლოდ წყარო უნდა იყოს ან ლექსიკონი ან ენციკლოპედია ან რომელიმე ასეთი ტიპის სარწმუნო წყარო და არა უბრალო ინტერნეტ მომხმარებლის ნაწერი რომელიც მერე ავტომატურად ვრცელდება მთელ ინტერნეტსამყაროში
ისე ძალიან ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა ინტერნეტში, ვისაც რა სურს იმას არქმევს რაღაც საგნებს და მერე ვრცელდება,სიმართლეს ვერც მიაკვლევ. (კონკრეტულად ამ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვი,რადგან ღლაბუტა მოხსენიებულია სარწმუნო წყაროებშიც,თუმცა რა პრობლემაა ორივეს რომ ერქვეს ერთიდაიგივე სახელი, ქართულში ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.)
მართალი ხარ. ინტერნეტში ვინ რას არქმევს ვერ გაიგებ. ეს ღლაბუტა, ლოქოსებრთა ოჯახის წარმომადგენელია და გარეგნულადაც ჩამოგავს. თუმცა ზომებით ლოქოსთან ვერ მივა. გაცილებით პატარაა და შეიძლება ეს იყოს მიზეზი, რომ ლოქოს ”შვილს”, ანუ პატარა ლოქოს, რომ ღლაბუტას ეძახიან. საქართველოში, ამ თევზის გავრცელების შესახებ კი არ მსმენია! შეიძლება,”ნალიმის” იოლი გადმოქართულების შედეგი იყოს ღლაბუტა, რომ დაარქვეს ”ნალიმს”.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!